აჭარის რეგიონის შუახევის მუნიციპალიტეტში კვლავ გააქტიურდა მეწყრული პროცესი. სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ და მათი დასკვნის მიხედვით გაირკვევა, საჭიროა თუ არა კიდევ რამდენიმე ოჯახის განსახლება. აჭარის ადგილობრივმა მთავრობამ მეწყერსაშიში ზონიდან შარშანაც გაიყვანა შვიდი ოჯახი, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები სხვა რაიონებში შეუძინა.