მიმდინარე კვირას ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე არ აღნიშნეს ბათუმში. ორგანიზაცია „იდენტობის“ ბათუმის ოფისმა კი სამი დღით შეწყვიტა მუშაობა, როგორც თავად ამბობენ, უსაფრთხოების მიზნით. მიუხედავად ამისა ლგბტ თემის წარმომადგენლები, სხვა ქალაქებთან შედარებით, ბათუმს საქართველოში ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ასახელებენ. რა პრობლემები ექმნებათ და რა გამოწვევების წინაშე დგანან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ბათუმში.