გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
სოფელ ზემო ნიქოზის მცხოვრებნი სალთვისის სარწყავი სისტემის ამოქმედებას მოითხოვენ. ზემო ნიქოზში დიდი ხანია ხეხილის ბაღები აღარ მორწყულა, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ახლა გამხმარ ხეებს ჭრის.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
თვითმმართველობის საქმიანობაში უხეში ჩარევა, არჩეული დეპუტატების უპატივცემლობა, თვითმმართველობის დისკრედიტაცია - ასეთი იყო იმ დეპუტატების განცხადებები, რომლებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
გორის საკრებულოს მუშაობა პარალიზებულია. ახალი უმრავლესობა საკრებულოს თანამდებობის პირთა კანდიდატურების თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევს, საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები კი მათგან მოითხოვენ, პასუხისმგებლობა იტვირთონ.
ნიქოზის მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ისინი თემში შემავალი სოფლებისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ.
გორის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. საკრებულოს 15 წევრიდან სხდომაზე მხოლოდ 4 გამოცხადდა: „თავისუფალი დემოკრატების“ 2 წარმომადგენელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ერთი - დამოუკიდებელი დეპუტატი.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ასე სცადეს ხელისუფლების ყურადღების მიქცევა.
გორის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 15 თებერვალს გაიმართება. შესაბამისი მოთხოვნით საკრებულოს წევრებმა განცხადება კანცელარიაში უკვე შეიტანეს.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი სოფლის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სტატუსის გარეშე უსამართლოდაა დარჩენილი.
გორის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ასეთი ხალხმრავლობა მაშინაც კი არ ყოფილა, როცა ხელისუფლებაში მოსულმა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” პირველი სხდომა ჩაატარა.
შუქნიშანზე წითელი აინთო. მანქანები გაჩერდნენ, მე მიწისქვეშა გადასასვლელს გვერდი ავუარე და ქუჩა გადავკვეთე. ახალგაზრდები მომიახლოვდნენ და საგზაო ნიშანზე მიმითითეს.
გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის გადადგომას მოითხოვს. პარლამენტის დეპუტატმა ეს განცხადება ტელეკომპანია „თრიალეთის“ ღია ეთერში გააკეთა და გუბერნატორი უმოქმედობაში დაადანაშაულა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა იმ სკოლების რაოდენობა, სადაც გრიპის ვირუსის პრევენციის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
ადგილობრივ მცხოვრებთა უმრავლესობამ გასათბობად ხეხილის ბაღები გაჩეხა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამ სოფლების ტყეები საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა და იქ შესვლა შეუძლებელი გახდა.
„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის 62-ე შეხვედრა 6 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის 62-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
დვანში სახლი აშენდა. ამ ამბავში განსაკუთრებული თითქოს არაფერია, მაგრამ დვანელებისთვის მას დიდი მნიშვნელობა აქვს. სახლის შენებაში მთელი სოფელი მონაწილეობდა.
გორის საკრებულოში მორიგი საიმპიჩმენტო პროცედურა დაიწყო. საკრებულოს წევრების ოპოზიციური ნაწილი საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და 4 კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს.
ახალი წლის ღამეს ნაზი ბერუაშვილი ცხინვალში დარეკავს. შვილს და შვილიშვილებს მოიკითხავს, ახალ წელს მიულოცავს და მშვიდობას უსურვებს. ეს მოკითხვა ცრემლიანი იქნება.
გორის მთავარ ქუჩაზე მდგარი მაცივარი დღეში რამდენჯერმე ივსება და იცლება. „სოციალური მაცივარი“, „სოლიდარობის მაცივარი“, „ყველას მაცივარი“, „სახალხო მაცივარი“
ჩამოტვირთე მეტი