გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი უკვე შეარჩია, გორში კი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ისევ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზების გარკვევას ცდილობენ.
გუშინ საღამოს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სოფელ ჭვრინისის ხანში შესული მცხოვრებლები ლალი ხარაზიშვილი და ავთანდილ ასანიძე გაათავისუფლეს.
გორში კომუნისტებმა და სტალინისტებმა ცოტა ხნით გამგეობის შენობის პიკეტირება მოახდინეს და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. საბჭოთა კავშირის დროშებით მისულ კომუნისტებს გამგეობის შენობიდან გადმოფენილი საქართველოს და ევროკავშირის დროშები დახვდათ.
გორში კომუნისტებმა და სტალინისტებმა ცოტა ხნით გამგეობის შენობის პიკეტირება მოახდინეს და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის დავით სანაკოევის განცხადებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ გამოხმაურება მოჰყვა პანკისის ხეობიდან და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო შეხვედრაზე დავით სანაკოევმა პროვოკაციების საფრთხეზე ისაუბრა.
ევროპის საბჭომ ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები კიდევ ერთხელ შეკრიბა - ამჯერად ვენეციის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 10-10 ჟურნალისტი ორივე მხრიდან სამი დღის განმავლობაში პოსტკონფლიქტურ რეგიონებში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში მედიის როლზე მსჯელობდნენ.
გუშინ საღამოს სოფელ კნოლევის მცხოვრები 30 წლის გია თოთლაძე ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მიმდებარე ტერიტორიაზე პარასკევ საღამოს ამ სოფლის მკვიდრი დავით კუდუხაშვილი დააკავეს.
ბოლო წლების განმავლობაში ომის სტრესი და ფსიქოლოგიური წნეხი ჩვენს შეხვედრებს მუდმივად თან ახლდა. ქართველი, ოსი და აფხაზი ჟურნალისტების შეხვედრებზე ისეთ რაღაცებზე ვკამათობდით, რაც დღეს აღარც გვახსენდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში ზამთრის მოახლოებასთან ერთად ადგილობრივ მცხოვრებლებს საზრუნავი და პრობლემები ემატებათ. ეს სოფელი მთელ საქართველოში იმითაა ცნობილი, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველაზე საშიში ზონაა.
გიორგი და ივანე ელიკაშვილები გუშინ, საღამოს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის განაპირას „საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მცხოვრები თამაზ ციქუბაძე ცხინვალის იზოლატორიდან წუხელ გაათავისუფლეს. ორი დღის წინ ციქუბაძე საკუთარი ნაკვეთის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ისევ სტიქიას ებრძვიან. აქ სახლების პირველი სართულები დატბორილია, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დაიხოცა შინაური ცხოველი და ფრინველი.
გორის მუნიციპალიტეტში ქარი წუხელ გაძლიერდა, დღეს დილიდან კი ქარიშხალმა მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დილიდან შეხვედრებს მართავდნენ გორის უნივერსიტეტში, სადაც პოლონური ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა, დღის მეორე ნახევრაში კი სტუმრებმა და მასპინძლებმა თავი მოიყარეს ქალაქის გარეუბანში, სადაც ერთ-ერთ ქუჩას პოლონეთის მარშლის, იოზეფ პილსუდსკის, სახელი ეწოდა.
ხაშურში მუნიციპალიტეტის გამგებელს, გიორგი გურასპაშვილს, და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხაშურის სერვისცენტრის უფროსის მოადგილეს, რუსლან ფცქიალაძეს, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.
ბოლო დროს გახშირებული დაკავებების გამო დვანელები სოფელში სამართალდამცავების პატრულირებას და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას მოითხოვენ.
ბოლო შეხვედრა გორში ჩატარდა. სამინისტროებისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებმა რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და საზოგადოების წარმომადგენლებს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის პარამეტრები გააცნეს.
სოფლის მცხოვრები 70 წლის კუკური მახაჭაშვილი და 43 წლის დავით მინდიაშვილი რუსეთის მესაზღვრეებმა გასული კვირის ბოლოს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დააკავეს.
ჩამოტვირთე მეტი