გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
„არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს 18 მარტის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ გადასცემენ“ - ეს მოსაზრება რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა და ჟურნალისტმა თემურ ცხურბათიმ გაუზიარა.
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა- მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში დღეს კიდევ ერთხელ გამოცხადდნენ.
დაბა აგარაში შაქრის კომბინატის მუშებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი შრომის უფლებას ითხოვენ.
მოძრაობა „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ 10 წლის წინ, 2008 წლის 8 მარტს დაფუძნდა.
ახალგორში სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული. განსაკუთრებით აქტიურობს ე.წ. ომონი, რომელიც დაბაში ცხინვალიდან ჩაიყვანეს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას ოჯახთან ერთად, უკვე მეცხრე დღეა, ელოდება მისი კლასელი და მეზობელი გალინა ჯარმელიშვილი. აჩიკო და გალინა მეზობლები იყვნენ სოფელ ყანჩავეთშიც და 2008 წლის ომის შემდეგ - უკვე წილკანში, დევნილთა დასახლებაში.
26 თებერვლის საპროტესტო აქცია თბილისი-სენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იმ პირობით დაიშალა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოსურ მხარესთან მოლაპარაკების გზით ორ დღეში ოჯახს გადასცემდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში 26 თებერვალს გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების რიგგარეშე შეხვედრა.
ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
გორში ბავშვებში ჩუტყვავილით დაავადების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა საბავშვო ბაღებში.
შიდა ქართლის გუბერნატორს, კახაბერ სამხარაძეს, თებერვლიდან ხელფასი გაეზარდა. აქამდე ის თვეში 2 950 ლარს იღებდა. ახლა კი 5 900 ლარს მიიღებს. ხელფასები მის მოადგილეებსაც გაეზარდათ.
ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმში თანამედროვე მწერლები - დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი - საოკუპაციო გამყოფი ხაზის სამი სოფლის - ერგნეთის, მეღვრეკისისა და ტირძნისის - ახალგაზრდებს შეხვდნენ, წიგნები საჩუქრად გადასცეს და ევროპული ღირებულებების შესახებ ესაუბრნენ.
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ეგრეთ წოდებული საბაჟო პუნქტი ამოქმედდა. დე ფაქტო ხელისუფლება ამ ტერმინალს "რაზდახანის საბაჟოს" უწოდებს.
2016 წლის 28 მაისს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქორდში მცხოვრები 26 წლის ნიკოლოზ საღირაშვილი ერთ-ერთი სუფრიდან ადგა, სუფრის წევრებს უთხრა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სარწყავი წყლის გამოსაშვებად მიდიოდა და მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.
ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს. ეს ინფორმაცია გუშინ საღამოს ოსური მედიით გავრცელდა. დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო “რესს” შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ დუდაევი, რომელსაც თავში ორი ტყვია ჰქონდა ნასროლი, სოფლის ყოფილ კლუბში იპოვეს.
„შეწყდეს ხალხის ძარცვა“ - ამ მოთხოვნით გორში „სოკარჯორჯია - გაზის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და საკითხით ადგილობრივი ხელისუფლების დაინტერესება ისურვეს.
რამდენიმე დღეა, გორში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები „სოკარჯორჯიას“ წინააღმდეგ. გორელების აზრით, მათ დეკემბერში ბუნებრივ აირზე იმაზე ორჯერ და რიგ შემთხვევაში სამჯერ მაღალი გადასახადი მიუვიდათ, ვიდრე ეს ნოემბერში იყო.
გორის მოქალაქეების ნაწილმა „სოკარჯორჯია-გაზის“ გორის ფილიალთან დღეს საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს შორის იყო მანანა ბერუაშვილი, რომელიც მოხმარებული ბუნებრივი აირის მაღალ გადასახადს აპროტესტებდა. მისი თქმით, ერთი და იმავე მოხმარების პირობებში დეკემბრის გადასახადი, ნოემბრის გადასახადთან შედარებით, ორჯერ მაღალია.
იძულებით გადაადგილებული 445 ოჯახი 2017 წელს მართლაც ვერ დაივიწყებს. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ამ ოჯახებს საკუთარი ჭერი გაუჩნდათ, მაგრამ კიდევ არაერთი ოჯახი რჩება საკუთარი ბინის გარეშე.
ჩამოტვირთე მეტი