Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორის „საბაჟო“ - ფული ბიუჯეტში თუ ფული ჯიბეში?


ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ეგრეთ წოდებული საბაჟო პუნქტი ამოქმედდა. დე ფაქტო ხელისუფლება ამ ტერმინალს "რაზდახანის საბაჟოს" უწოდებს. მებაჟეებთან ერთად გამშვებ პუნქტზე ვეტერინარული და ფიტოსანიტარული სამსახურების წარმომადგენლებიც დგანან. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალგორში ხორცისა და რძის პროდუქტების შეტანა აკრძალულია.

"საბაჟო" პუნქტი ოკუპირებულ ახალგორის რაიონში

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ეგრეთ წოდებული საბაჟო პუნქტი ამოქმედდა.

ახალგორის მაღაზიებში უკვე პროდუქციის გაძვირებას ელოდებინ.

უფრო მეტად გაიზრდება ფასები დაბიდან ცხინვალში ჩატანილ პროდუქტებზე.

"საბაჟო" და არაოფიციალურ გადასახადებს ტრანსპორტირების ხარჯებიც დაემატება.

ოსური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განბაჟებას 50 კილოგრამზე მეტი ოდენობის ტვირთი ექვემდებარება. თბილისიდან ახალგორის მიმართულებით ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქცია შედის, იქიდან კი უკვე ცხინვალის ბაზარზე ხვდება. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ ახალგორელებისთვის ეგრეთ წოდებული საბაჟო პუნქტის ამოქმედებამ ცხოვრება უფრო დაამძიმა, რადგან თბილისიდან შემოტანილი პროდუქცია ამის შემდეგ უფრო ძვირდება. გარდა ამისა, ამუშავებულია კორუფციული სქემები და ფულის დიდი ნაკადი ჯიბეებისკენ მიდის. მეარაყიშვილი ამბობს, რომ გადამზიდავებისთვის ეგრეთ წოდებულ საბაჟოზე არ არსებობს ინფორმაცია ტარიფებისა და აკრძალული თუ ნებადართული ტვირთების შესახებ და მებაჟეებიც საკუთარი სურვილის მიხედვით მოქმედებენ და უკვე განბაჟებულ ტვირთებზე ქვითარსაც არ ბეჭდავენ.

წეროვანში განთავსებული ახალგორის დევნილი გამგეობის თავმჯდომარე ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებულ საბაჟოს გახსნამდე და მას შემდეგაც იქ შავი ფული ტრიალებდა და ადგილობრივი მესაზღვრეები და მებაჟეები კორუფციაში იყვნენ ჩაფლულნი. თინიკაშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებისკენ ტვირთბრუნვა იმდენად გაიზარდა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ამით შემოსავლის მიღება გადაწყვიტა, მაგრამ, მისი აზრით, ამ ფინანსების დიდი ნაწილი ისევ კონკრეტულ ჯიბეებში წავა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ახალგორის რაიონთან ეგრეთ წოდებული საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედებას არაერთხელ გამოეხმაურნენ - პირველად მაშინ, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა იდეის დონეზე დაიწყეს საუბარი. ეს იყო გასული წლის ნოემბერში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკანიანის თქმით, ეს არის რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა ოკუპირებული რეგიონები საკუთარი ეკონომიკური გავლენის სფეროში მოაქციოს.

ქეთევან ციხელაშვილი
ქეთევან ციხელაშვილი

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ეგრეთ წოდებულისაბაჟო პუნქტის გახსნა ახალგორის რაიონში ლეგიტიმური ვერ იქნება, რადგან საქართველო-რუსეთის საზღვარი კავკასიონის ქედზე გადის.

ახალგორის მაღაზიებში უკვე პროდუქციის გაძვირებას ელოდებინ. უფრო მეტად გაიზრდება ფასები დაბიდან ცხინვალში ჩატანილ პროდუქტებზე, რადგან ეგრეთ წოდებულ საბაჟო და არაოფიციალურ გადასახადებს ახალგორიდან ცხინვალამდე ტვირთების ტრანსპორტირების ხარჯებიც დაემატება.

XS
SM
MD
LG