გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
წლევანდელი საკურორტო სეზონი წარუმატებელი აღმოჩნდა დაბა სურამისთვის. კურორტი ივნისში დააზარალა ძლიერმა წყალდიდობამ. სტიქიის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურას.
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ახლოს, სადაც ხანძარს უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან, 23 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო, თუმცა, საღამოს, ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა და ხანძარი კვლავ მიუახლოვდა დასახლებულ ტერიტორიას.
სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტყეში, ნახანძრალ ტერიტორიაზე, რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე ისევ რჩება, რომლებიც, პრევენციის მიზნით, მონიტორინგს ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ.
პოლიტიკური პარტიები განიხილავენ და წარადგენენ მერობის კანდიდატებს, არჩევენ საკრებულოს წევრობის მსურველებს.
ადგილობრივი ხელისუფლება დუმილს ინარჩუნებს, მაგრამ სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ახალგორელი სამართალდამცავების ქმედებები მკაცრად გააკრიტიკეს.
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც გუშინ დააკავეს, თავისუფალია და სახლში იმყოფება, თუმცა მას პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მისვლა ხვალაც მოუწევს.
9 წელი შესრულდა შინდისის ბრძოლიდან, რომელსაც 17 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმის პირველი დამთვალიერებლები ბანერზე საკუთარ ავტოგრაფს ტოვებენ და ღიად აპროტესტებენ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-9 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა გორში გუშინ ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრებმა დაიწყეს.
ცხინვალის იზოლატორიდან ორი დღის წინ დაკავებული ფლავისმანელი მწყემსები გაათავისუფლეს.
ოკუპირებული არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკა არ გამოჩენილა. ორი დღის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 3 აგვისტოდან 18 აგვისტომდე უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური სოფელ არცევის ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს გაავლებს.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ამ თვეში გამოაქვეყნებს ოფიციალურ განკარგულებას თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შესახებ.
რამდენიმე დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
დღეიდან სამოქალაქო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სამოქალაქო პატრულირება დაიწყო.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
"გორის ციხე - გორს“- პეტიცია ამ სათაურით ინტერნეტში უკვე დევს და ელექტრონული ხელმოწერაც მიმდინარეობს.
პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთისკენ გაემართნენ, სადაც მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დავით ვანიშვილს შეხვდნენ და მისი პრობლემები მოისმინეს.
გასული ორი დღის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის განაპირას რუსეთის მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სოფელ ყარაფილას სიახლოვეს ჩავიდა. მან საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებული ბანერი მოინახულა.
ქარელის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის - ავლევის, კნოლევის, ცერონისისა და თამარაშენის - მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თხრილების გავლება დაიწყეს.
ჩამოტვირთე მეტი