საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ამ თვეში გამოაქვეყნებს ოფიციალურ განკარგულებას თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შესახებ. შესაბამისად, ცნობილი გახდება ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების ზუსტი დღე. თვითმმართველობის კოდექსის ახალი რედაქციით, რომელიც პარლამენტმა ივნისში მიიღო, კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო კი ივლისში დაძლია,
თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან ხუთამდე შემცირდა და 7 ქალაქი თვითმმართველ თემთან გაერთიანდა. თემაზე, რა გავლენა ექნება საკანონმდებლო ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაზე, გორში შეხვედრა გაიმართა.