Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სოკო საიტები" - როგორ ვრცელდება რუსული დეზინფორმაცია ბულგარეთში


კოპირებული სტატიების სკრინები, რომლებიც აყალიბებენ ნარატივს, რომ ნატო ემზადება რუსეთთან ომისთვის პოლონეთში წვრთნების ჩატარებით.
კოპირებული სტატიების სკრინები, რომლებიც აყალიბებენ ნარატივს, რომ ნატო ემზადება რუსეთთან ომისთვის პოლონეთში წვრთნების ჩატარებით.

ნატოს მიერ ახლახან პოლონეთში ჩატარებული მანევრების დროს, დეზინფორმატორები გააქტიურდნენ ბულგარეთში, სადაც ნიადაგი განსაკუთრებით ნოყიერია კრემლისადმი მეგობრული ცნობების გავრცელებისთვის.

„მედგარი დამცველი-24“ ჰქვია ნატოს პროგრამას, რომლის ნაწილი იყო 4-5 მარტს გამართული სამხედრო სწავლება. ზოგიერთი საიტის მიერ ეს სწავლება წარმოდგენილი, როგორც ნატოს რუსეთში შეჭრისთვის მზადება. მაგალითად, ასეთი იყო ერთ-ერთი ყალბი ცნობა ასე იწყებოდა: „გველეშაპი-24: ნატო რუსეთთან ომისთვის ემზადება, ჯარები მდინარე ვისლას კვეთენ...“ და ამ დროს თხრობა წყდებოდა „კრიკ-ბეიტის“ აშკარა ტაქტიკით, რათა მკითხველი შეიყოლიონ.

ეს საიტი არ იყო გამონაკლისი. ის წარმოადგენდა ე.წ. სოკო საიტების (Mushroom Websites') კლასტერის ნაწილს, რომლებიც იქმნებიან სწრაფად და იაფად ახალი ამბების სამყაროში რაიმე მსხვილი მოვლენის გამო, რათა გაავრცელონ დეზინფორმაცია და ყალბი ამბები.

ბულგარეთში, სულ მცირე, 25 საიტი ამოქმედდა ნატოს მანევრებზე ყალბი ცნობების გასავრცელებლად და ბევრი მათგანი სრულიად კანონიერად შეიქმნა როგორც ახალი ამბების საიტი, - იტყობინებიან ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორები, რომლებიც ციფრული კრიმინალისტური კვლევების ლაბორატორიაში (DFRLab), მუშაობენ. ეს ლაბორატორია ვაშინგტონში მოქმედი ატლანტიკური საბჭოს დეზინფორმაციის კვლევის ანალიტიკური განყოფილებაა. ახლახან ბულგარეთის ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ასეთი საიტების რიცხვი 400-ს უტოლდება.

DFRLab-ი ავლენს გამოყენებული საიტების ტიპებს. მათი უმეტესობა არაა ორიენტირებული „მძაფრ“ ახალ ამბებზე, არამედ ისინი სპორტის, გართობის, ცხოვრების წესის და მისთანების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. როცა ასეთი ვებსაიტები გამოჩნდებიან, მათი მასალები ვრცელდება სოციალური ქსელებით. ლაბორატორია ხაზს უსვამს, რომ ისინი იყენებენ „ფეისბუკის ანგარიშების კლასტერს“. ეს „სოკოების“ ტაქტიკა ადრეც გამოუყენებიათ.

სავარაუდო არაავთენტური ანგარიშის მაგალითი, რომელიც იყენებდა ინტერნეტიდან კოპირებულ ზოგად ფოტოს, როგორც პროფილის სურათს. ეს ანგარიში მართავდა პრეზიდენტ რუმენ რადევისადმი მიძღვნილ ჯგუფს.
სავარაუდო არაავთენტური ანგარიშის მაგალითი, რომელიც იყენებდა ინტერნეტიდან კოპირებულ ზოგად ფოტოს, როგორც პროფილის სურათს. ეს ანგარიში მართავდა პრეზიდენტ რუმენ რადევისადმი მიძღვნილ ჯგუფს.

EU DisinfoLab-მა, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ევროპაში დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებს, გამოავლინა რუსეთის მხრიდან "ზეგავლენის მოხდენის" ოპერაცია, რომელიც ევროკავშირში მოქმედებდა 2022 წლიდან, მალევე იმ დროიდან, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.

ოპერაციას ერქვა „ორეული“. კამპანიის დროს მოიხმარდნენ არსებული მედიასაშუალებების, მათ შორის, გერმანიის Bild-ის, ინგლისურენოვანი The Guardian-ისა и РБК-Украина-ს უამრავს „კლონს“ და მომხმარებელს სთავაზობდნენ გაყალბებულ სტატიებს, ვიდეოჩანაწერებსა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს. ამისთვის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები იძენდნენ დიდი რაოდენობით მედიადომენებს, რომლებიც ჩამოჰგავდა რეალურად არსებული ნამდვილი მედიასაშუალებების სიმბოლოებს და ასევე ბაძავდნენ მათ დიზაინს.

ყალბი ახალი ამბები - შემოსავლის წყარო

დეზინფორმაციის გავრცელებასაც მოაქვს მოგება. თავის ანგარიშში DFRLab-ი წელს, რომ ასეულობით დომენი, რომლებიც პრორუსულ პროპაგანდას ავრცელებენ, იყენებენ ციფრულ სარეკლამო პლატფორმებს.

„ამდენად, პრორუსული პროპაგანდის და კრემლის ინტერესების შესაბამისი დღის წესრიგის გავრცელებასთან ერთად, ბულგარული „სოკოსებრი საიტები“ ასევე ცდილობენ მოგების ნახვას დეზინფორმაციის გავრცელებით, იყენებენ "კლიკ-ბეიტ-სათაურებს“ და მომხმარებელი სხვა ბმულებზე გადაჰყავთ“, - ამბობს ანგარიშის ავტორი, სოფო გელავა, რადიო თავისუფლებისთვის ელექტროფოსტით გამოგზავნილ კომენტარში.

2023 წელს, დემოკრატიის შესწავლის ცენტრი, სახელმწიფო პოლიტიკის ინსტიტუტი ბულგარეთში, წერდა კავშირზე, რომელიც აქვთ პრორუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელ საიტებს ბულგარეთის ციფრულ-სარეკლამო პლატფორმა AdRain.bg-სთან.

DFRLab-ის გაკეთებულ ანგარიშში გელავა წერს, რომ „სარეკლამო პლატფორმა AdRain-თან დაკავშირებული ელექტრონული საფოსტო მისამართების მიერ 10-ზე მეტი საიტი გატარდა რეგისტრაციაში
2013-2018 წლებში“.

AdRain-ის თანამფლობელმა, რომელიც ციფრული რეკლამით არის დაკავებული, ეს ცნობა უარყო.

"AdRain-ი სარეკლამო პლატფორმაა Google-ის AdSense-ისა და AdNow-ს და ასეულობით სხვა საიტის მსგავსად. AdRain-ზე რეგისტრაცია უფასოა და საიტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გატარდეს რეგისტრაციაში უფასოდ პლატფორმაზე, გამოიყენოს რეკლამის მომსახურების და სარეკლამო ბლოკების სამეთვალყურეო ჩვენი კოდი“, - უთხრა მიროსლავ კასტსაროვმა რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს.

"AdRain-ი არ ფლობს და არ აქვს უფლება ამ ათი საიტის საკუთრებაზე. Бизнес AdRain-ის საქმიანობა მხოლოდ რეკლამის მართვაა. საიტს, რომელზეცაა ლაპარაკი, AdRain-ის რეკლამის სამართავად მოიხმარენ და ესაა შეხების ერთადერთი წერტილი“, - ამბობს კასტსაროვი.

ნოყიერი ნიადაგი

იმის გამო, რომ იქ არის არაერთი პრორუსული პარტია, ასევე პოლიტიკური ნების უქონლობისა და მედიის სფეროში ევროკავშირის წევრი ამ ქვეყნის გაუნათლებლობის გამო, ბულგარეთი კრემლის პროპაგანდის მთავარი სამიზნე ხდება.
ეს ქვეყანა მედიის სფეროში განათლების მხრივ დაბალ პოზიციებზეა, რასაც ევროკავშირის ინდექსი მოწმობს.

ევროკავშირში საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი - Eurobarometer-ის მიერ 2023 წლის შემოდგომაზე ჩატარებული გამოკითხვით, გამოკითხული ბულგარელების მხოლოდ 44 პროცენტი აყენებს ეჭვქვეშ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას. ამ მხრივ საშუალო მაჩვენებელი ევროპაში 60 პროცენტს უტოლდება.

სკრინები, რომლებიც ასახავს 2020 - 2023 წლებში გავრცელებულ რეკლამებს
სკრინები, რომლებიც ასახავს 2020 - 2023 წლებში გავრცელებულ რეკლამებს

დეზინფორმაციამ, რომელიც კოვიდის პანდემიის დროს ძირითადად პრორუსული სოციალისტური პარტიის და ულტრამემარჯვენე პარტიის - „აღორძინების“ მიერ იქნა გავრცელებული, ნაწილობრივ მაინც შეუწყო ხელი ევროკავშირის უღარიბეს ქვეყანაში ვირუსის ძალიან სწრაფ გავრცელებას.

2022 წლიდან დეზინფორმაცია ცდილობს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი წარმოადგინოს როგორც ძლიერი ლიდერი და, ამასთან, გაამართლოს კრემლის ომი უკრაინასთან, რომელიც წარმოდგენილია როგორც გამოუსწორებელი კორუმპირებული და ფაშისტების ხელში ჩავარდნილი ქვეყანა.

Factcheck.bg-ი 2023 წელს იტყობინებოდა, რომ „სოკოსებრი საიტების“ ქსელმა გაავრცელა კრემლის დეზინფორმაცია, რომ ევროპის კავშირის ქვეყნებში უკრაინელი ლტოლვილების შვილები წაართვეს მათ მშობლებს.

უკრაინის ფაქტების კონტროლის ორგანიზაცია StopFake-მა გამოაცხადა, რომ ბულგარული საიტები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინას აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში მოსახლეობის გენოციდი მოეწყოს.

იმის გამო, რომ ამგვარი დეზინფორმაცია ნატოს აგრესორად წარმოადგენს და ხალხში თესავს რუსეთის მიმართ შიშს, მაგალითად, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა დაიჩივლა, რომ ეს მოქმედებს არმიის ბრძოლის უნარიანობაზე და, რომ სულ უფრო ნაკლებ ბულგარელს აქვს სამხედრო აკადემიაში სწავლის სურვილი.

Factcheck.bg-ის მთავარი რედაქტორი, რალიცა კოვაჩოვა ამბობს, რომ პარტიების წევრები, სახელმწიფო მოხელეები და ტრადიციული მედიის ჟურნალისტებიც ავრცელებენ პრორუსულ დეზინფორმაციას.

კოვაჩოვას თანახმად, პრობლემის ნაკლები მასშტაბის მიუხედავად, მთავრობამ ნაკლები გააკეთა დეზინფორმაციის კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ბულგარეთი კვლავ აღმოჩნდა პოლიტიკურ ქაოსში: ხელისუფლების თავისებური განაწილება, რომელსაც მიაღწიეს 2023 წლის აპრილის არჩევნების შემდეგ, ძნელი განსახორციელებელი აღმოჩნდა.

რადგან მთავრობის შექმნა ვერ მოხერხდა, 9 ივნისს, იმავე დროს, როცა ევროპარლამენტის არჩევნები იმართება, მოეწყობა ბულგარეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც, რომელიც ბოლო სამ წელიწადში მეექვსე იქნება.

„კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები გვაქვს წინ, ამიტომ, ახლო მომავალში არ მოველი დადებით ცვლილებებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში“, - ამბობს კოვაჩოვა.

XS
SM
MD
LG