დასეტყვილია საზამთროსა და ნესვის ბაღები, ასევე სხვა ერთწლიანი კულტურები.
მაღრაანში მცხოვრებმა კახა ხომეზურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სულ მცირე, 20 ათასი ლარი იზარალა.
“დამესეტყვა ვენახი, სახლს სახურავი გადახადა, დამეხოცა ფუტკარი. ბანკის ვალი მაქვს, თუ არავინ დამეხმარა, არ ვიცი რა მეშველება”, - ამბობს დაზარალებული.
ქარიშხალმა ათეულობით საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
სტიქიამ ახმეტის სოფლებში: მაღრაანში, არგოხსა და ფიჩხოვანში დზიანებულია ელექტროსადენები და ბუნებრივი აირის მილები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა თქვა, რომ მუნიციპალიტეტები ყველა იმ ოჯახს დაეხმარება, ვის სახლსაც ქარმა სახურავი გადახადა ან სხვა ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა.
“სახელმწიფო ღვინის კომპანიები გაიხსნა და მზად არიან სტიქიას გადარჩენილი მოსავალი ჩაიბარონ. ასეთ ყურძენში 90 თეთრს გადაიხდიან. ვისაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდა, მათ ზარალს სადაზღვევო კომპანიები აანაზღაურებენ. ასეთ მდგომარეობაში აგროდაზღვევა საუკეთესო საშუალება” - უთხრა რადიო თავისუფლებას სახელმწიფო რწმუნებულმა.
ჩვენ მას ვკითხეთ იმუშავა თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ.
“მე რამდენადაც ვიცი, სისტემამ იმუშავა და 400 რაკეტა გაისროლეს. თუ რატომ დაისეტყვა მაინც, ამაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ”. - თქვა რწმუნებულმა.
სტიქიით დაზარალებულ კახეთის ხუთივე მუნიციპალიტეტშ დილიდან მუშაობენ მაშველები და ენერგოკომპანიების თანამშრომლები.
დაწყებულია ინფრასტრუქტურული ზიანის აღწერა.