Accessibility links

კახეთი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კახეთში 15-მდე სოფელი დაისეტყვა

კახეთში 15-მდე სოფელი დაისეტყვა


დასეტყვილია ვენახები და ხეხილის ბაღები. მაღრაანში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები.
დასეტყვილია ვენახები და ხეხილის ბაღები. მაღრაანში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები.

2 სექტემბერს, საღამოს ახმეტის, თელავის და გურჯაანის 15-მდე სოფელი დაისეტყვა.

ახმეტის სოფლებში, არგოხში, მაღრაანსა და ფიჩხოვანში დასეტყვილია ვენახები და ხეხილის ბაღები. მაღრაანში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები. გაწყვეტილია ელექტროსადენები და წაქცეულია ელექტრო ბოძები. ქარმა სახლებს სახურავებიც გადახადა.

ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამაშველო ჯგუფებიც.

რადიო თავისუფლებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ სტიქიით მიყენებული ზარალის შესახებ მონაცემებს ახლა აგროვებენ.

მიმდინარე წლის ზაფხულში კახეთის რეგიონი სტიქიამ რამდენჯერმე დააზარალა. ადგილობრივი თვითმმართველობები მოსახლეობას მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ზიანს უნაზღაურებს.

XS
SM
MD
LG