Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში სეტყვით დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო შეისყიდის


2 სექტემბერს კახეთის რეგიონში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
2 სექტემბერს კახეთის რეგიონში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულ მევენახეებს სთავაზობს მათგან სეტყვით დაზიანებული ყურძნის შეძენას.

"სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაიხადოს. რთვლის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება." - ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.

განცხადების ფონია 2 სექტემბერს კახეთის რეგიონში მოსული ძლიერი სეტყვა, რომელმაც ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ფარდა ვენახებისა და ბაღ-ბოსტნებისა, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა კახეთში დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები, შენობების სახურავები, წააქცია ხეები.

XS
SM
MD
LG