Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საბანკო სექტორი აგვისტოში


ავტორი: ირინა გურული

ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორის გასული თვის მონაცემები გამოაქვეყნა. მონაცემების თანახმად, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი სექტემბრისათვის 14.6 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 234.8 მლნ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით, ნაკლებია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე კლებამ შეადგინა 0.3 პროცენტი).

საქართველოს საბანკო სექტორი აგვისტოში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:11 0:00
გადმოწერა

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 5.2 მლნ ლარით, ანუ 0.1 %-ით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 1.5 პროცენტი), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 240.0 მლნ ლარით, ანუ 3.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირდა 2.7 პროცენტით). ეს სექტორისადმი მეტი ნდობის გამოხატულებაც შეიძლება იყოს.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 31.15 პროცენტი შეადგინა - პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, 0.13 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.52 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.1 % შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5 %, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.3 %. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.5 პროცენტი შეადგინა.

ეს გახლდათ ინფორმაცია ბანკების მიერ მობილიზებულ თანხებზე, თუმცა რა მოცულობით გასცეს მათ თანხები, ამის შესახებ წარმოდგენას კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა ქმნის. 2016 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, 185.6 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.1 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 16.4 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 64.1 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა 249.7 მლნ ლარით (2.3 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.5 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.8 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით, 3.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 5.7 მლრდ ლარის (3.5 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.7 პროცენტით ნაკლები).

2016 წლის აგვისტოს განმავლობაში 0.1 პროცენტით, ანუ 5.8 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 8.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 35.76 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოსმდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.37 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG