რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ინგლისში, ქალაქ გლოსტერის სტადიონზე 23 სექტემბერს განსაკუთრებით საინტერესო შეხვედრა გაიმართა: იაპონიისა და შოტლანდიის გუნდების მატჩი. განსაკუთრებით საინტერესო იმის გამო, რომ 19 სექტემბერს იაპონიამ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები, სამხრეთ აფრიკის გუნდი დაამარცხა. ამ სენსაციის შემდეგ კი იაპონელი მორაგბეები ყურადღების ცენტრში მოექცნენ. თუმცა შოტლანდიელებთან მათ ვერაფერი გააწყეს - დამარცხდნენ ანგარიშით 10:45. მატჩს გლოსტერის სტადიონზე, ანუ იქ, სადაც 25 სექტემბერს გაიმართება საქართველოსა და არგენტინის ეროვნული ნაკრები გუნდების შეხვედრა, უყურა ჩემპიონატზე რადიო თავისუფლების სპეციალურმა კორესპონდენტმა, დავით კაკაბაძემ.