გადმოცემის თანახმად, რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის შემოდგომაზე, როცა ინგლისის ქალაქ რაგბიში, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეთა საფეხბურთო მატჩის დროს მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, 16 წლის უილიამ უებ ელისმა, ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისკენ გაიქცა. რაგბის დაბადების ამ ვერსიას ბევრი ეჭვქვეშ აყენებს, მაგრამ, ასეა თუ ისე, რაგბიში მსოფლიოს უძლიერესი ეროვნული ნაკრები გუნდისთვის დაწესებული ჯილდო დღეს უილიამ უებ ელისის სახელს ატარებს, ხოლო ქალაქი რაგბი თვით ამ შესანიშნავი თამაშის ნათლიად გვევლინება. გთავაზობთ დავით კაკაბაძის ფოტორეპორტაჟს რაგბის სამშობლოდან.