ინგლისსა და უელსში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში. საქართველოს ნაკრებმა 19 სექტემბერს დაამარცხა თავისი პირველი მეტოქე C ჯგუფში, ტონგის ეროვნული გუნდი - 17:10. შემდეგი მატჩი „ბორჯღალოსნებს“ მომავალ პარასკევს არგენტინასთან აქვთ. ტურნირს თვალყურს ადევნებს ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი დავით კაკაბაძე.