Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ნიჟარაძე: „საქართველოს მორაგბეები მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრს გააკვირვებენ“


საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე

23 ნოემბერს, იაპონიის ეროვნულ გუნდთან გამარჯვებით (35:24) საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დაასრულა ნოემბრის ტესტ-მატჩების სამთამაშიანი სერია და, მთლიანად, 2014 წლის კალენდარული სეზონი. შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტ-სერიის პირველი ორი შეხვედრა (თბილისში ტონგასთან და დუბლინში ირლანდიასთან) ქართველმა მორაგბეებმა დათმეს. იაპონელებთან მოგება ქართული რაგბის ისტორიაში მეორე შემთხვევა იყო, როცა ეროვნული გუნდი მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ათეულში შემავალ ნაკრებს ამარცხებს: მატჩის დღისთვის იაპონია რაგბის საერთაშორისო კავშირის კლასიფიკაციაში მეცხრე ადგილზე იყო, საქართველი - მე-15-ზე. შარშან საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მერვე გუნდს, სამოას სძლია. ნოემბრის მატჩებზე და, ზოგადად, საქართველოს რაგბიში არსებულ ვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებზე სალაპარაკოდ, „მეათე სტუდიაში“ მოვიწვიეთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე. მას დავით კაკაბაძე მასპინძლობს.

XS
SM
MD
LG