რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატზე 23 სექტემბერს სამი მატჩი იმართება. მათგან წინასწარვე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა იაპონიისა და შოტლანდიის გუნდების შეხვედრა, რომელიც ინგლისის ქალაქ გლოსტერის სტადიონზე გაიმართა - სწორედ იქ, სადაც პარასკევს, 25 სექტემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქართველი და არგენტინელი მორაგბეები. იაპონიის და შოტლანდიის გუნდების მატჩს სტადიონზე თვალყურს ადევნებდა რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი დავით კაკაბაძე. მან მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაგვიზიარა შთაბეჭდილებები და პროგნოზი - სხვათა შორის, სწორად ივარაუდა, რომ გამარჯვების უკეთესი შანსი შოტლანდიას ჰქონდა. მართლაც შოტლანდიამ, როგორც ახლა უკვე ცნობილია, ანგარიშით 45:10 დაამარცხა იაპონიის ნაკრები.