კიევში, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რუსეთმა ჩააგდო განცხადება, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მშვიდობიანად განვითარების შანსს იძლეოდა. ამის გამო დიდი წუხილი გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 6 დეკემბერს, ეუთოს მე-20 მინისტერიალზე გამოსვლისას. მაია ფანჯიკიძის მიერ დასმული უმთავრესი აქცენტები ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის უკანონო ქმედებებს უკავშირდებოდა. რას გულისხმობდა მინისტერიალზე რუსეთის მიერ დაბლოკილი განცხადება?
დემოკრატიული განვითარების გზით მიმავალი საქართველო, რომლისთვისაც მტკიცე და უცვლელია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩევანი, მშვიდობის მომხრეა როგორც შინ, ასევე, მთლიანად, რეგიონსა და მსოფლიოში და საქართველოს სურს მშვიდობიანი და კონსტრუქციული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთანაც; მაგრამ რუსეთი განაგრძობს უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით - დაახლოებით ასეთია ზოგადი შინაარსი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 6 დეკემბრის გამოსვლისა ეუთოს მინისტერიალზე. რუსეთი არაადეკვატურად პასუხობს საქართველოს ახალი ხელისუფლების მცდელობას ურთიერთობების გაუმჯობესების ჭრილში:
”სამწუხაროდ, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის მიუხედავად, რუსეთმა უფრო ინტენსიური სახე მისცა უკანონო ქმედებებს. ახლა, ვიდრე ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, მოსკოვი განაგრძობს მავთულხლართების გავლებას, ღობეებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოში - ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში - და ამით შუაზე ყოფს ხალხს, ოჯახებსა და თემებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს წართმეული აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ საფლავები, მათ ხელი არ მიუწვდებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, გადაუდებელ სამედიცინო სერვისებზე თუ სკოლებზე”.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მასში ასახული საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ვალდებულებები - რუსეთმა აიღოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გავლებული მავთულხლართები და შეწყვიტოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ მათ სიახლოვეს. რუსეთი ამგვარ პრობლემებზე ლაპარაკს არასერიოზულად აღიქვამს. კიევის მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც იმყოფებოდა, რომელიც სიტყვით 5 დეკემბერს გამოვიდა, მაგრამ არც ერთხელ არ ახსენა საქართველო. რუსეთის საგარეო უწყების ვებსაიტის თანახმად, ოდნავ მოგვიანებით ჟურნალისტს მისთვის დაუსვამს შეკითხვა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაზე. ლავროვის პასუხი ასეთი იყო:
”თუკი ჩვენ პრაგმატულად განვაგრძობთ მუშაობას, მაშინ არ გვექნება არანაირი წინაღობა ურთიერთობების განსავითარებლად: ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ენერგეტიკაში, ჰუმანიტარულ სფეროში თუ კულტურაში. მაგრამ თუკი ჩვენ გვინდა, რომ ურთიერთობების სრული ნორმალიზება მოხდეს, არ შემიძლია სხვა არაფრის შემოთავაზება, ვიდრე იმ რეალიების აღიარების აუცილებლობაა, რომლებიც ამ რეგიონში შეიქმნა”.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა 6 დეკემბრის გამოსვლაში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების კუთხით საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს და ის მადლიერია ეუთოსი, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მაგრამ ეს ჯერჯერობით არანაირად არ აისახება რუსეთის ქმედებებზე. მაია ფანჯიკიძე, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, უკიდურესად იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ 5 დეკემბერს რუსეთმა უარი თქვა კონსტრუქციულ წინსვლაზე, რამაც კიდევ ერთხელ დაგვაკარგვინა შესაძლებლობა, რომ ”გაგვეძლიერებინა ეუთოს წვლილი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის საშუალებით”.
მინისტრი გულისხმობდა განცხადებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტურ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა, კონსენსუსის ბერკეტის გამოყენებით, 5 დეკემბერს გამართული დისკუსიის დროს დაბლოკა, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ზალკალიანმა, რომელსაც ჩვენ კიევში დავუკავშირდით. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დაბლოკილი განცხადების მოკლე შინაარსზეც ილაპარაკა:
”ამ განცხადებაში უნდა ასახულიყო ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარება რეგიონში, კერძოდ, ოკუპირებულ ზონაში იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება უკანონო ქმედებები - მავთულხლართების გავლება. გარდა ამისა, იყო ის ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს მას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით. იყო ასევე მოწოდება, რომ რუსეთის ფედერაციამ აიღოს იურიდიული ვალდებულება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით”.
საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავაც მტკიცედ იმეორებს საქართველოს პოზიციას და ეს მინისტრმა ფანჯიკიძემაც აღნიშნა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა დადოს ცალმხრივი სამშვიდობო დაპირება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, ისევე როგორც ეს საქართველომ 2010 წელს გააკეთა და შემდეგ - სხვადასხვა ფორმით -არაერთხელ დაადასტურა. ამასთან, მაია ფანჯიკიძის თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს ძალისხმევა საქართველოში ეუთოს სრულფასოვანი მისიის აღდგენის მიმართულებით და ასევე უნდა აღდგეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმი.
დემოკრატიული განვითარების გზით მიმავალი საქართველო, რომლისთვისაც მტკიცე და უცვლელია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩევანი, მშვიდობის მომხრეა როგორც შინ, ასევე, მთლიანად, რეგიონსა და მსოფლიოში და საქართველოს სურს მშვიდობიანი და კონსტრუქციული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთანაც; მაგრამ რუსეთი განაგრძობს უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით - დაახლოებით ასეთია ზოგადი შინაარსი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 6 დეკემბრის გამოსვლისა ეუთოს მინისტერიალზე. რუსეთი არაადეკვატურად პასუხობს საქართველოს ახალი ხელისუფლების მცდელობას ურთიერთობების გაუმჯობესების ჭრილში:
”სამწუხაროდ, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის მიუხედავად, რუსეთმა უფრო ინტენსიური სახე მისცა უკანონო ქმედებებს. ახლა, ვიდრე ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, მოსკოვი განაგრძობს მავთულხლართების გავლებას, ღობეებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოში - ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში - და ამით შუაზე ყოფს ხალხს, ოჯახებსა და თემებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს წართმეული აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ საფლავები, მათ ხელი არ მიუწვდებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, გადაუდებელ სამედიცინო სერვისებზე თუ სკოლებზე”.
თუკი ჩვენ პრაგმატულად განვაგრძობთ მუშაობას, მაშინ არ გვექნება არანაირი წინაღობა ურთიერთობების განსავითარებლად: ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ენერგეტიკაში, ჰუმანიტარულ სფეროში თუ კულტურაში...სერგეი ლავროვი
”თუკი ჩვენ პრაგმატულად განვაგრძობთ მუშაობას, მაშინ არ გვექნება არანაირი წინაღობა ურთიერთობების განსავითარებლად: ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ენერგეტიკაში, ჰუმანიტარულ სფეროში თუ კულტურაში. მაგრამ თუკი ჩვენ გვინდა, რომ ურთიერთობების სრული ნორმალიზება მოხდეს, არ შემიძლია სხვა არაფრის შემოთავაზება, ვიდრე იმ რეალიების აღიარების აუცილებლობაა, რომლებიც ამ რეგიონში შეიქმნა”.
ამ განცხადებაში უნდა ასახულიყო ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარება რეგიონში, კერძოდ, ოკუპირებულ ზონაში იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება უკანონო ქმედებები - მავთულხლართების გავლება. გარდა ამისა, იყო ის ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს მას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით...დავით ზალკალიანი