Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო პროკურატურით დაემუქრა კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო პროკურატურით დაემუქრა კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს


ვასაილ მაღლაფერიძე, "პირველი არხის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე
ვასაილ მაღლაფერიძე, "პირველი არხის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე

„პირველი არხის“ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 21 მარტს გაიმართა, საბჭოს წევრებმა არხის თანამშრომლების - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის შესახებ იმსჯელეს. არხის ადვოკატმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მოცულობითი დასკვნა, რომელიც არხის მიერ ამბების გაშუქებას ქრონოლოგიურად ასახავდა.

როგორც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა განაცხადეს, არხის თანამშრომლები, რომლებიც ხელმძღვანელობას რამდენიმე თვის წინ დაუპირისპირდნენ, მათ ცილს სწამებენ ისე, რომ არანაირ მყარ მტკიცებულებებს არ წარმოადგენდნენ, რის გამოც, სამეურვეო საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჟურნალისტები გარკვეული მიზნებით მოქმედებდნენ და ამიტომ ეს საკითხი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

„მიზანშეწონილი მგონია, რომ პროკურატურამ შეისწავლოს ეს საკითხი, რატომ მოუნდათ ამ ადამიანებს და რატომ არის ეს ამბები ერთმანეთთან გადაბმული. ეს თუ ჩვენ ასე არ გავაკეთეთ, განუწყვეტელი პროვოკაციები იქნება. ეს ასე არ უნდა დარჩეს და სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული. ეს არის სახელმწიფო რესურსების პირადი, პოლიტიკური და შეიძლება ფინანსური გამოყენება, ვიღაცამ ფული აიღო თუ პოლიტიკური სურვილები გამოხატა, ეს უნდა იქნას გამოძიებული“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

გადმოწერა

"არ გამიკვირდება, ჩემი მოქმედება ისე შეაფასონ, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებმა" - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პირველი არხის "ბორდის" წევრების გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, ბრალდება, რომ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკაში რეჟიმის ჩარევაზე ხმამაღლა მოსაუბრე ჟურნალისტები ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, სიმართლის პატარა მარცვალსაც კი არ შეიცავს.

“ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტიკის დღეს შევხდით ისე, რომ მზია ამაღლობელი ციხეშია იმ ქმედებისთვის, რომლისთვისაც არანაირი სამართლიანი მიზეზი არსებობს რომ ადამიანი საპყრობილეში იყოს, ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ახლა ჩემი მოქმედება შეაფასონ ისე, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეაფასეს, რომ ეს არის წინასწარი განზრახვით ტელევიზიის ხელში ჩაგდების ჯგუფური მცდელობა, ჯერ ტელევიზია ჩაგვეგდო ხელში და შემდეგ ეს პროცესები მიგვემართა სახელმწიფო გადატრიალების მიმართულებით. ნამდვილად არ გამიკვირდება, ასეთი კუდი რომ მოაბან ჩვენს განზრახვას წარგვემართა საქმიანი პროცესი და სიმართლე გვეთქვა,", - განაცხადა ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა.

  • 2025 წლის 5 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას 18:00-საათიანი მოამბე აღარ მიჰყავს, რადგან, არხის განმარტებით, „მოამბის“ პროდიუსერებმა ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.
  • 2025 წლის 3 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერის რეჟისორმა, კახა მელიქიძემ, საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციისას მას სთხოვდნენ "პრემიერ-მინისტრის რაც შეიძლება მეტი კადრის ჩვენებას".

ფორუმი

XS
SM
MD
LG