ლილი ხურითი და ტამერლან ძუცევი დიდი ხნის შემდეგ ერევანში შეხვდნენ ერთმანეთს. ლილი ხურითიმ თბილისის თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, ოსურ დასში დაიწყო მუშაობა. მართალია, ცხინვლაში სულ 6 თვე დაყო და ორი მთავარი როლი ითამაშა, მაგრამ უამრავი მეგობრის შეძენა მოასწრო - მათ შორის იყო ტამერლანი, რომელიც იმავე თეატრში რეჟისორად მუშაობდა. შემდეგ იყო მიწვევა სოხუმიდან და ახალგაზრდა მსახიობი აფხაზეთში წავიდა. 27 წლის განმავლობაში სოხუმის თეატრში მუშაობდა და მხოლოდ ორი წლის წინ დატოვა სცენა. ამბობს, რომ ის პოლიტიკური მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს. ახლა თბილისში ცხოვრობს და სტუდია „ობიექტივში“ საავტორი გადაცემა მიჰყავს კულტურის თემაზე. თეატრიდან ტამერლანიც წავიდა და ახლა ცხინვალის ტელევიზიაში მუშაობს. როდესაც ლილი ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის ფორმატში დაპატიჟეს, ძალიან განიცადა, რადგან თავიდან არ იცოდა, რაზე უნდა ელაპარაკა. ერევანში მისი და ტამერლანის შეხვედრა ემოციური იყო. რაღაც მომენტში განმარტოვდნენ და განვლილ წლებზე ისაუბრეს. ტამერლანს მისგან შეფასებების მოსმენა სურდა.
„მე შევხვდი ოს ქალს, რომელიც დღეს საქართველოში ცხოვრობს და მსურდა გამეგო, რადგან ის ხომ ბარიკადის მეორე მხარეს აღმოჩნდა, მისი გრძნობები როგორც ადამიანს და როგორც რეჟისორს და ჟურნალისტს ძალიან მაინტერესებდა. უპირველესი ვალი სიმართლის ცოდნაა და ეს შეიძლება ნებისმიერი ფორმატით მოხდეს. დღეს თბილისში ფოტოგამოფენის ჩატანა შემოგვთავაზეს. ჩვენ დიდი ხანია ამის გაკეთება გვსურს, რათა საქართველოში ნახონ ის, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ. ვფიქრობ, ფოტოები არცთუ სასიამოვნო იქნება, რადგან ქრონიკა ქრონიკაა და მას ასე უბრალოდ ვერ წაშლი“, – ამბობს ტამერლანი.
როგორც ლილი ხურითი ამბობს, საუბარი გულწრფელი იყო. მისი ოჯახი თბილისშია, ნათესავები - ცხინვალსა და ვლადიკავკაზში, ამიტომ ეს კონფლიქტი ყველაზე მეტად მას აწუხებს.
„ძალიან მეშინოდა ამ კითხვის, როდესაც ჩვენ დავრჩებოდით ცალკე. გასაგებია, რომ ჩემგან, ალბათ, ისინი შინაგანად მაინც მოითხოვენ იმ პოზიციას, რომელიც განსხვავებული იქნება თქვენგან, იმიტომ რომ მე ეთნიკურად ოსი ვარ. მე მას (ტამერლანს) პირდაპირ ვუთხარი, რომ მოდი ვილაპარაკოთ გულწრფელად და ამ ჩემს ინტერვიუსაც ფასი მაშინ აქვს, როცა გულწრფელი ვიქნები თქვენ მიმართაც და იმ ადამიანების მიმართაც, ვინც არიან ჩემი მეგობრები და ჩემი ოჯახი. ნათესავები იქითა მხარეს არიან დარჩენილნი, ოჯახი აქეთაა. მე მსახიობი ვარ და მხოლოდ ემოციურ დონეზე შემიძლია ვიმსჯელო. მე არ მიღირს არც ერთი ბავშვის ცრემლი არაფრად. მე მინდა, რომ არ იყოს ომი. შეიძლება ეს ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერს. მე აღარ მინდა, რომ ისროდნენ და ეს იქნება სტატუსის აღიარებით, არაღიარებით, მე ეს არ ვიცი. რაც მშვიდობას მოიტანს და რაზეც დათანხმდება ორი მხარე, ის უნდა იყოს. სხვათა შორის, დამეთანხმა და ვუთხარი, შენ თვითონაც ვერ მცემ პატივს მე, რომ სხვაგვარი პასუხი მეთქვა, იმიტომ რომ მე ვიხარშები იმ წვენში, სადაც ვარ- მეთქი. მე აქ უშუალოდ მტკივა, მაგრამ იმასაც ვგრძნობ როგორ შეიძლება სტკიოდეთ მათ“, – ამბობს ლილი ხურითი.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუში კულტურაზე ვსაუბრობთ, ტამერლანი პოლიტიკას გვერდს ვერ უვლის და მეუბნება, რომ ნდობის აღდგენა რთულია, ვერც საქართველოს ახალ ხელისუფლებას ენდობა, იმიტომ რომ დარწმუნებული არ არის, რომ ისევ ის არ განმეორდება. „ისევ იმაში“ ომს გულისხმობს, მაგრამ მაინც ითხოვს, რომ მას სახელით დაუძახონ:
„მე ვერ ვენდობი საქართველოს მთავრობას, ვერ ვიჯერებ, რომ ეს (კონფლიქტი) ისევ არ დაიწყება. ხელისუფლება მოდის და მიდის, მაგრამ დღეს რაღაც ყველაფერი შეიცვალა. საქართველოს ხელისუფლება შიგნით ვერ ახერხებს გარკვეული პრობლემების მოგვარებას. ყველაფერი დალაგებული და ყველაფერი შესანიშნავად არ არის და საქართველო არც სამოთხეა. დამიძახე სახელი და იქნებ მოვიხედო. შესანიშნავად მესმის, რომ პოლიტიკა დიდი, ბინძური ფულია, მაგრამ ხალხი რა შუაშია“.
ლილი ფიქრობს, რომ მან ერთი ნაბიჯი ნდობის აღდგენისკენ უკვე გადადგა. ამის მაგალითად სოხუმის თეატრის სპექტაკლი „ზღვა, რომელიც შორია“ მოჰყავს. ამ სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი ერევანში ტამერლანსაც ჩაუტანა. მისი აზრით, კონფლიქტის მხარეებმა საკუთარი შეცდომების აღიარება უნდა დაიწყონ, რაც ურთიერთნდობას გაზრდის:
„იმისათვის, რომ შევრიგდეთ, შენ ჯერ სახელი უნდა დამიძახო. რაღაც მოეწონა ეს ფრაზა ტამერლანს. ეს ფრაზა ბატონ თემურ ჩხეიძისგან ავიღე. როგორია მექანიზმი შერიგებისა? როდესაც ორი მეგობარი დაშორდება ერთმანეთს, შერიგების პროცესი როგორია? პირველ რიგში, უნდა დაუძახო, სახელით მიმართო. როდესაც ის მოგიბრუნდება და როდესაც ის სახით შენკენ არის, მაშინ დაინახავ თვალებს და არის თუ არა ის თვალები გულწრფელი და ეს ყინული დაიწყებს გადნობას. ადამიანები ვართ ჩვენ“.
ერევნის შეხვედრაზე ლილიმ და ტამერლანმა თემატურ სამუშაო ჯგუფში კულტურული კავშირების აღდგენის პროექტებზე იმუშავეს. მათი აზრით, შესაძლოა მოეწყოს ერთობლივი ფოტოგამოფენები, თბილისის და ცხინვალის თეატრალურმა დასებმა მესამე ქვეყნებში გამართულ ფესტივალებში მიიღონ მონაწილეობა, რაც ახალი შემოქმედებითი კავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს.
ლილი და ტამერლანი ერევანში დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ორივე საკუთარ აზრზე დარჩა, მაგრამ მათ შორის ურთიერთობა მაინც გაგრძელდება.

საქართველოს ხელისუფლება შიგნით ვერ ახერხებს გარკვეული პრობლემების მოგვარებას. ყველაფერი დალაგებული და ყველაფერი შესანიშნავად არ არის და საქართველო არც სამოთხეა. დამიძახე სახელი და იქნებ მოვიხედო ...ტამერლან ძუცევი
„ძალიან მეშინოდა ამ კითხვის, როდესაც ჩვენ დავრჩებოდით ცალკე. გასაგებია, რომ ჩემგან, ალბათ, ისინი შინაგანად მაინც მოითხოვენ იმ პოზიციას, რომელიც განსხვავებული იქნება თქვენგან, იმიტომ რომ მე ეთნიკურად ოსი ვარ. მე მას (ტამერლანს) პირდაპირ ვუთხარი, რომ მოდი ვილაპარაკოთ გულწრფელად და ამ ჩემს ინტერვიუსაც ფასი მაშინ აქვს, როცა გულწრფელი ვიქნები თქვენ მიმართაც და იმ ადამიანების მიმართაც, ვინც არიან ჩემი მეგობრები და ჩემი ოჯახი. ნათესავები იქითა მხარეს არიან დარჩენილნი, ოჯახი აქეთაა. მე მსახიობი ვარ და მხოლოდ ემოციურ დონეზე შემიძლია ვიმსჯელო. მე არ მიღირს არც ერთი ბავშვის ცრემლი არაფრად. მე მინდა, რომ არ იყოს ომი. შეიძლება ეს ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერს. მე აღარ მინდა, რომ ისროდნენ და ეს იქნება სტატუსის აღიარებით, არაღიარებით, მე ეს არ ვიცი. რაც მშვიდობას მოიტანს და რაზეც დათანხმდება ორი მხარე, ის უნდა იყოს. სხვათა შორის, დამეთანხმა და ვუთხარი, შენ თვითონაც ვერ მცემ პატივს მე, რომ სხვაგვარი პასუხი მეთქვა, იმიტომ რომ მე ვიხარშები იმ წვენში, სადაც ვარ- მეთქი. მე აქ უშუალოდ მტკივა, მაგრამ იმასაც ვგრძნობ როგორ შეიძლება სტკიოდეთ მათ“, – ამბობს ლილი ხურითი.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუში კულტურაზე ვსაუბრობთ, ტამერლანი პოლიტიკას გვერდს ვერ უვლის და მეუბნება, რომ ნდობის აღდგენა რთულია, ვერც საქართველოს ახალ ხელისუფლებას ენდობა, იმიტომ რომ დარწმუნებული არ არის, რომ ისევ ის არ განმეორდება. „ისევ იმაში“ ომს გულისხმობს, მაგრამ მაინც ითხოვს, რომ მას სახელით დაუძახონ:
„მე ვერ ვენდობი საქართველოს მთავრობას, ვერ ვიჯერებ, რომ ეს (კონფლიქტი) ისევ არ დაიწყება. ხელისუფლება მოდის და მიდის, მაგრამ დღეს რაღაც ყველაფერი შეიცვალა. საქართველოს ხელისუფლება შიგნით ვერ ახერხებს გარკვეული პრობლემების მოგვარებას. ყველაფერი დალაგებული და ყველაფერი შესანიშნავად არ არის და საქართველო არც სამოთხეა. დამიძახე სახელი და იქნებ მოვიხედო. შესანიშნავად მესმის, რომ პოლიტიკა დიდი, ბინძური ფულია, მაგრამ ხალხი რა შუაშია“.
იმისათვის, რომ შევრიგდეთ, შენ ჯერ სახელი უნდა დამიძახო. რაღაც მოეწონა ეს ფრაზა ტამერლანს. ეს ფრაზა ბატონ თემურ ჩხეიძისგან ავიღე. როგორია მექანიზმი შერიგებისა? ...ლილი ხურითი