ერევანში ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის –„თვალსაზრისის“ - მონაწილეების შეხვედრა დასრულდა. ამ შეხვედრაზე როგორც ქართული, ისე ოსური მხრიდან ახალი მონაწილეებიც იყვნენ წარმოდგენილნი. ფელინა ტოტოევა ზნაურიდან ჩამოვიდა. იგი ზნაურის აფთიაქში ფარმაცევტად მუშაობს. მან შეხვედრის მონაწილეებს უამბო, რომ რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის 40 პროცენტს ქართველები შეადგენენ და მათ ოსებთან ურთიერთობაში პრობლემები არა აქვთ. ფელინა ადგილობრივ ქართველებს წამლების შერჩევაში ეხმარება ხოლმე. მისი აზრით, სამოქალაქო დიალოგი ხშირად უნდა იმართებოდეს, რათა ორივე მხარის მცხოვრებლებმა უფრო მეტი გაიგონ ერთმანეთის შესახებ.
„მოლაპარაკებები ხშირად უნდა იმართებოდეს იმისათვის, რომ რაღაც კომპრომისამდე მივიდეთ. სიმართლე გითხრათ, თავიდან არცთუ კომფორტულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ უკვე რამდენიმე საათში ეს მდგომარეობა შეიცვალა და ქართველებთან დავმეგობრდი. ეს შეხვედრა კარგ მოგონებად დამრჩება. საინტერესო ადამიანები გავიცანი, ცოდნა გავიღრმავე და ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც ადრე არ ვიცოდი“, – ამბობს ფელინა ტოტოევა.
სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ანალიტიკოსი გიორგი გვიმრაძე ძირითადად ჩრდილო კავკასიის პრობლემების კვლევაზე მუშაობს. ქართულ-ოსურ დიალოგში მონაწილეობა მან პირველად მიიღო და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი საკმაოდ გახსნილია და აქ მყოფი ადამიანები საკუთარ მოსაზრებებს თამამად გამოთქვამენ:
„აუცილებელი ფორმატია, ინფორმაციული და საინტერესო ამ ყველაფრის ფონზე. ალბათ, აქვს თავისი პერსპექტივა, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია. მაინც მეჩვენება, რომ ორივე მხარის ინტერესებშია ამგვარი ფორმატები არსებობდეს. კომუნიკაციის არარსებობა მხოლოდ კონფლიქტის გაღვივებას უწყობს ხელს“.
ერევნის რაუნდის სიახლე ისიც იყო, რომ, ქართველი და ოსი პოლიტოლოგების გარდა, ქართულ-ოსური ურთიერთობის შესახებ ამერიკელმა და რუსმა ანალიტიკოსებმა საკუთარი ქვეყნების ხედვა წარმოადგინეს. ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორის სიუზან ალან ნანის მოხსენების მთავარი აზრი ის იყო, რომ ქართველებმა და ოსებმა საკუთარი პრობლემების მოგვარება თვითონვე უნდა შეძლონ და ამისთვის უცხოური დახმარებაც უნდა გამოიყენონ. რუსი ანალიტიკოსი ალექსანდრ სკაკოვი კი აცხადებს, რომ რუსეთში, ისევე როგორც ყველგან, ამ კონფლიქტის მიმართ სხვადასხვა მიდგომა არსებობს. მისი აზრით, კრემლი აღიარებას უკან არ წაიღებს, მაგრამ სამხრეთ ოსეთის თვითიზოლაცია კარგი შედეგის მომტანი არ იქნება:
„ნებისმიერი თვითიზოლაცია საზიანო და უსარგებლოა, ამიტომ იზოლაცია არ სჭირდება არც რუსეთს, არც საქართველოს და არც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. უნდა არსებობდეს მუდმივი კონტაქტები, რადგან ნებისმიერი იზოლაცია უძრაობას ნიშნავს, უძრაობის ხანა და მისი არაერთი პერსონაჟი კი ისტორიიდან ყველას კარგად გვახსოვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ უძრაობა არავის გვჭირდება და მუდმივად უნდა ხდებოდეს დროის გამოწვევებზე პასუხების ძიება. ამისთვის კი დიალოგია საჭირო“.
ამ დიალოგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლირა კოზაევა, ამბობს, რომ ფორმატი სულ უფრო იზრდება და ვითარდება, ამიტომ უკვე დადგა დრო საზოგადოებამ მეტი გაიგოს ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის შესახებ:
„ეს ფორმატი უკვე იძენს გლობალურ მნიშვნელობას - მე მიმაჩნია, რომ სამართლიანად, გახსნილად. ვფიქრობ, დადგა დრო საზოგადოების ინფორმირებისა უფრო გლობალური მასშტაბით“.
ერევანში მყოფი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ქართულ-ოსური დიალოგის მონაწილეებსაც შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს და, საფრთხის შემთხვევაში, სწორედ ამ საზოგადოებამ უნდა ითამაშოს სახანძრო განგაშის როლი.
„პრაქტიკულად ომი ისე დადგა, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყო. ამიტომ ასეთი დიალოგები საჭიროა, სულ ცოტა, იმისთვის, რომ წინასწარ ვიცოდეთ, რა ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ არც ომის დაწყება და არც დამთავრება, მაგრამ მათ შეუძლიათ ომზე საუბარი. დღესაც შევადარე სამოქალაქო საზოგადოების როლი სახანძრო სიგნალიზაციას, რომელსაც არ შეუძლია ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ შეუძლია პრევენცია და განგაშის ატეხა. მეხანძრეებმა უნდა ჩააქრონ ხანძარი და არა სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა. მე მგონი, ყველა მიხვდა იმ შეცდომას, რომ არ არსებობდა ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგი. დღეს ეს დიალოგი მყარია, ძლიერია და ამ ფორმატიდან ბევრი სასარგებლო პროექტი გამოვა, თუმცა ეს ფორმატი კონფლიქტს ვერ მოაგვარებს“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის – „თვალსაზრისის“ - ორგანიზატორი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი სიუზან ალან ნანია. დიალოგი 2008 წლის დეკემბრის შემდეგ იმართება და დღემდე 13 შეხვედრა ჩატარდა. ერევნის შეხვედრის ჩატარება ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით გახდა შესაძლებელი.

ნებისმიერი თვითიზოლაცია საზიანო და უსარგებლოა, ამიტომ იზოლაცია არ სჭირდება არც რუსეთს, არც საქართველოს და არც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ...სიუზაბ ალან ნანი
ერევნის რაუნდის სიახლე ისიც იყო, რომ, ქართველი და ოსი პოლიტოლოგების გარდა, ქართულ-ოსური ურთიერთობის შესახებ ამერიკელმა და რუსმა ანალიტიკოსებმა საკუთარი ქვეყნების ხედვა წარმოადგინეს. ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორის სიუზან ალან ნანის მოხსენების მთავარი აზრი ის იყო, რომ ქართველებმა და ოსებმა საკუთარი პრობლემების მოგვარება თვითონვე უნდა შეძლონ და ამისთვის უცხოური დახმარებაც უნდა გამოიყენონ. რუსი ანალიტიკოსი ალექსანდრ სკაკოვი კი აცხადებს, რომ რუსეთში, ისევე როგორც ყველგან, ამ კონფლიქტის მიმართ სხვადასხვა მიდგომა არსებობს. მისი აზრით, კრემლი აღიარებას უკან არ წაიღებს, მაგრამ სამხრეთ ოსეთის თვითიზოლაცია კარგი შედეგის მომტანი არ იქნება:
„ნებისმიერი თვითიზოლაცია საზიანო და უსარგებლოა, ამიტომ იზოლაცია არ სჭირდება არც რუსეთს, არც საქართველოს და არც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. უნდა არსებობდეს მუდმივი კონტაქტები, რადგან ნებისმიერი იზოლაცია უძრაობას ნიშნავს, უძრაობის ხანა და მისი არაერთი პერსონაჟი კი ისტორიიდან ყველას კარგად გვახსოვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ უძრაობა არავის გვჭირდება და მუდმივად უნდა ხდებოდეს დროის გამოწვევებზე პასუხების ძიება. ამისთვის კი დიალოგია საჭირო“.
პრაქტიკულად ომი ისე დადგა, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყო. ამიტომ ასეთი დიალოგები საჭიროა, სულ ცოტა, იმისთვის, რომ წინასწარ ვიცოდეთ, რა ხდება ...პაატა ზაქარეიშვილი