ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ ახალციხის მუნიციპალიტეტის 18 სოფელი დააზარალა. სტიქიის შედეგად დაზარალდა ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებიც. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.
ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა გუშინ ღამის 12 საათზე დაიწყო და თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი მასშტაბის სეტყვა არ ახსოვთ. ვალეში ჯემალ დემეტრაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც სტიქიამ საცხოვრებელი სახლის სახურავი დაუზიანა და, ფაქტობრივად, მოსავლის გარეშეც დატოვა.
სეტყვის შედეგად დაზიანდა არა მხოლოდ ხეხილი და ნათესები, არამედ სახლების სახურავები და მანქანები. ახალციხის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მოსავლის 80 პროცენტი განადგურებულია. სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა ქალაქი ვალე. ლევონ დანელიანი თავს ამ დრომდე სათბურით ირჩენდა, - ამბობს, წუხანდელი ღამის შემდეგ, ფაქტობრივად, შემოსავლის წყარო დავკარგეო.
სტიქიის გამო წუხელ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს. თუმცა, როგორც ”ენერგო-პრო ჯორჯიას” ახალციხის სერვის-ცენტრის მენეჯერი ზურაბ მამუკაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე განმარტავს, რომ 5 სოფელში საშუალო სიმძიმის ზარალია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დანარჩენ 13 სოფელში.
ძლიერმა სეტყვამ განსაკუთრებული ზიანი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალას მიაყენა. გარდა სახნავ-სათესი ფართობებისა, სეტყვის გამო დაზიანდა სახლის სახურავები და დაიხოცა შინაური ფრინველი.
ასეთი ძლიერი სეტყვა ამ ზაფხულს ახალციხეში მეორედ მოვიდა. ადგილობრივებს ნათესების გამოცოცხლების იმედი აღარ აქვთ და ღარიბ შემოდგომას პროგნოზირებენ. სეტყვის გროვები ქალაქში ამ დრომდე რჩება. ამ წუთებში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ქალაქის ქუჩებს სტიქიის ნარჩენებისგან ასუფთავებენ.