Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისთვის სპეციალური შტაბი შეიქმნა


საქართველოში სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისთვის შეიქმნა სპეციალური შტაბი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. გასულ ღამით მოსული სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაზარალდნენ კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონები. ყველაზე რთული ვითარებაა კახეთში, სადაც სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, ტრავმა მიიღო 18-მა ადამიანმა. თელავში და კახეთის რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში ასობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი, დაზიანებულია ენერგო და წყალმომარაგების სისტემები, დანგრეულია გზები და განადგურებულია მოსავალი. შექმნილი ვითარების გამო დღეს თელავში გაიმართა მთავრობის სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. მან პარლამენტს დაავალა რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რათა სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ბიუჯეტში ცვლილებები შევიდეს.
XS
SM
MD
LG