Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2016 წელი - ექსპორტის კლების წელი საქართველოსთვის


სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემები, რომელიც ცხადყოფს, რომ ექსპორტის შემცირების ტენდენცია გასულ წელს მთავარ ხაზად გასდევდა.ზოგადად, 2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 მილიარდ 966 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 მილიარდ 114 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (4 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 9 მილიარდ 852 მლნ. აშშ დოლარს (27 პროცენტით მეტი). აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 7 მილიარდ 233 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წელს 7 მილიარდ 738 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 მილიარდ 658 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ეკონომიკა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:17 0:00
გადმოწერა

გაზრდილია ვაჭრობის მაჩვენებელი ევროკავშირთან. 2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 მილიარდ 601 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 571 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 3 მილიარდ 30 მლნ. აშშ დოლარი (20 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 30 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში - 27 პროცენტი და იმპორტში - 31 პროცენტი (2015 წელს, შესაბამისად, 32, 29 და 33 პროცენტი). იმპორტის ასეთი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მიერ C ჰეპატიტის სამკურნალოდ უსასყიდლოდ მიღებული წამლების დიდი ოდენობის შემოსვლა იყო ქვეყანაში, რასაც ქვემოთ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 2 მილიარდ 721 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით, 3 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 739 მლნ. აშშ დოლარი (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 მილიარდ 983 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტი იყო, მათ შორის, ექსპორტში - 35 პროცენტი და იმპორტში - 20 პროცენტი (2015 წელს, შესაბამისად, 28, 38 და 25 პროცენტი). 2016 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 16 პროცენტი (2015 წელს - 20 პროცენტი).

2016 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან კანადა (დაახლოებით, 1,8 მილიარდი აშშ დოლარი), თურქეთი (1,5 მილიარდი აშშ დოლარი) და რუსეთი (881 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება მთავარ საექსპორტო და საიმპორტო საქონელს:

2016 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა და 312 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა.

თხილის ექსპორტი 179 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იყო. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 169 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წელს კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2 მილიარდ 892 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 29 პროცენტი შეადგინა. აქედან C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2 მილიარდ 619 მლნ. აშშ დოლარია. მეორე ადგილზეა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი, 619 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა, 473 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).

XS
SM
MD
LG