წლების წინ მაღალმთიანი აჭარიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებული ეკომიგრანტების ნაწილი ისევ მეწყერსაშიშ სოფლებში ბრუნდება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, თუმცა ბუნებრივი კატასტროფების გამო იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები ძირითადად სოციალურ ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებენ. აჭარის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხებით კი საცხოვრებლით კმაყოფილდებიან ის ეკომიგრანტები, რომლებსაც დახმარება არასოდეს მიუღიათ და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართიც არ გააჩნიათ. რას ფიქრობენ
სახალხო დამცველის ოფისისა და ეკომიგრანტების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები?