დღეს, 15 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული სამი პროცესი გაიმართა. მათგან კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერისთვის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის აღდგენის შესახებ საკითხის განხილვა მხოლოდ დაიწყო, კომპანიების ”ბურჯის”, ”ელიტა ბურჯისა” და ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენების საკითხზე კი სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა გაუნახევრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით, ბიძინა ივანიშვილს 149 მილიონამდე ლარის ნაცვლად, მისი ნახევრის, დაახლოებით 74 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები, კერძოდ, რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი, სამოქალაქო სექტორისა და უცხოელების აქტიურობისა და ზეწოლის შედეგად მიიჩნევენ.
”განახევრებას რაც შეეხება, ეს შეღავათი არ არის და საკითხი მარტივადაა, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში და უცხოელების ჩარევით, ათმაგი ოდენობის ჯარიმები ხუთმაგით შეიცვალა”,
განუცხადა თინა ხიდაშელმა მედიასაშუალებებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების გადაწყვეტილება კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორი ოქმის საფუძველზე მიიღო. კონტროლის პალატის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ” ორგანული კანონი დაარღვია. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განმარტებით, საქმე ეხება ამომრჩევლებისთვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათობით ათასი სატელიტური ანტენის დარიგებას და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს. უფრო კონკრეტულად კი, 126 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა ბიძინა ივანიშვილს საკაბელო ოპერატორის, ”გლობალ ტივის” მიერ ქვეყნის მასშტაბით 107 000 სატელიტური ანტენის დამონტაჟების გამო დაეკისრა, 22 მილიონი კი ”ბურჯისა” და ”ელიტა ბურჯის” მიერ ”ქართული ოცნებისთვის” შეღავათიანი მომსახურების გაწევის გამო. აქვე შევნიშნავთ, რომ ორივე საქმეში, კანონის არაერთგზის დარღვევის მოტივით, მთლიანი თანხა ჯარიმის საწყისი ოდენობის გაათმაგებითაა მიღებული.
უკვე გავრცელებული განცხადებების თანახმად, ბიძინა ივანიშვილი არც განახევრებული - ანუ ხუთმაგი ოდენობის - ჯარიმის გადახდას აპირებს. ადვოკატები კი, თავის მხრივ, მიუთითებენ, რომ თავად სააპელაციო პროცესი, გარკვეული თვალსაზრისით, უპრეცედენტო იყო. ადვოკატი შალვა თადუმაძე, მაგალითად, მოსამართლეთა მიერ პროცესის დემონსტრაციულად დატოვების ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.
”აბსოლუტურად გაუგებარი ჟესტი იყო მოსამართლეების მხრიდან, შუამდგომლობის დაყენების დროს წამოდგეს პალატა და გავიდეს სასამართლო დარბაზიდან. შუამდგომლობა შეეხებოდა მოსამართლეების აცილებას, იმას, რომ ისინი არაობიექტურად იხილავენ აღნიშნულ საქმეს”,
ამბობს შალვა თადუმაძე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებული ქვედა ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლას და პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობას ადვოკატები არც მოქალაქეობის საკითხის სააპელაციო განხილვისგან ელიან.
”ალბათ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს იმ გადაწყვეტილებას, რაც პირველმა ინსტანციამ გამოიტანა. და უარი მოქალაქეობაზე იქნება სააპელაციო სასამართლის მიერ დაკანონებული”, ვარაუდობს ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი პოლიტიკურადაა მოტივირებული და სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს ეხმარება.
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სააპელაციო სარჩელის განხილვა 21 ივნისს მტკიცებულებების გამოკვლევებით გაგრძელდება. 15 ივნისს კი მხარეებმა მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს. მოსარჩელე მხარემ, მოთხოვნის მიუხედავად, ვერ მიიღო პასუხი შეკითხვაზე, რატომ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მისი შეტანიდან 5 თვის შემდეგ.
”განცხადება ჩვენი ამის შესახებ დარჩა განმარტების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთხოვდით მოსამართლეს დაეფიქსირებინა, რით იყო განპირობებული ხუთი თვის განმავლობაში ჩვენი საჩივრის განუხილველობა”, ამბობს ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ საქმის გაჭიანურებით ხელისუფლება ცდილობს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ოქტომბრამდე, ანუ არჩევნებამდე არ მოხდეს. თავად ივანიშვილი კი, როგორც უკვე ცნობილია, არ აპირებს ისარგებლოს იმ საკონსტიტუციო ცვლილებით, რომელიც მას საქართველოს მოქალაქეობის უქონლობის პირობებში არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას აძლევს.

აბსოლუტურად გაუგებარი ჟესტი იყო მოსამართლეების მხრიდან, შუამდგომლობის დაყენების დროს წამოდგეს პალატა და გავიდეს სასამართლო დარბაზიდან ...შალვა თადუმაძე
თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების გადაწყვეტილება კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორი ოქმის საფუძველზე მიიღო. კონტროლის პალატის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ” ორგანული კანონი დაარღვია. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განმარტებით, საქმე ეხება ამომრჩევლებისთვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათობით ათასი სატელიტური ანტენის დარიგებას და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს. უფრო კონკრეტულად კი, 126 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა ბიძინა ივანიშვილს საკაბელო ოპერატორის, ”გლობალ ტივის” მიერ ქვეყნის მასშტაბით 107 000 სატელიტური ანტენის დამონტაჟების გამო დაეკისრა, 22 მილიონი კი ”ბურჯისა” და ”ელიტა ბურჯის” მიერ ”ქართული ოცნებისთვის” შეღავათიანი მომსახურების გაწევის გამო. აქვე შევნიშნავთ, რომ ორივე საქმეში, კანონის არაერთგზის დარღვევის მოტივით, მთლიანი თანხა ჯარიმის საწყისი ოდენობის გაათმაგებითაა მიღებული.
უკვე გავრცელებული განცხადებების თანახმად, ბიძინა ივანიშვილი არც განახევრებული - ანუ ხუთმაგი ოდენობის - ჯარიმის გადახდას აპირებს. ადვოკატები კი, თავის მხრივ, მიუთითებენ, რომ თავად სააპელაციო პროცესი, გარკვეული თვალსაზრისით, უპრეცედენტო იყო. ადვოკატი შალვა თადუმაძე, მაგალითად, მოსამართლეთა მიერ პროცესის დემონსტრაციულად დატოვების ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.
ალბათ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს იმ გადაწყვეტილებას, რაც პირველმა ინსტანციამ გამოიტანა. და უარი მოქალაქეობაზე იქნება სააპელაციო სასამართლის მიერ დაკანონებული ...არჩილ კბილაშვილი