13 სექტემბერს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა თავად ჩაერთონ არჩევნების მონიტორინგის პროცესში და ყველა არსებული რესურსის გამოყენებით გააკონტროლონ საარჩევნო უბნები, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გაყალბების შანსი და დარღვევების რაოდენობა. როგორ იცვლებოდა არჩევნების გაყალბების მეთოდები ბოლო წლების საქართველოს არჩევნების ისტორიაში, ელიან თუ არა გაყალბებისა თუ დარღვევების ფაქტებს მომავალ არჩევნებზე და მათი პრევენციის რა გზებს ხედავენ სპეციალისტები?
”ვარდების რევოლუციამდე”, ამბობს ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ნინა ხატისკაცი, არჩევნები ძირითადად ყალბდებოდა არჩევნების დღეს, ყუთში ბიულეტენების ჩაყრითა თუ ოქმების ტოტალური გადაკეთებით. რევოლუციის შემდგომ მექანიზმი ნაწილობრივ შეიცვალა - იგივე ხერხდებოდა ამომრჩევლებთან ინდივიდუალური მუშაობის გზით, ე.წ. „კარუსელის“ თუ საზღვარგარეთ მყოფი ადამიანების ხმების გამოყენებით. მაქსიმალურად აქტიური ამომრჩეველი - მაშინაც და დღესაც - გაყალბების წინააღმდეგ ერთ-ერთ მთავარ იარაღად რჩება:
”როცა დიდი რაოდენობის ამომრჩეველი ირჩევს, გაყალბების ალბათობა ნაკლებია და, თუ მაინც იქნება გაყალბების შემთხვევები, ნაკლებად მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.”
თუმცა დღემდე რჩება გაყალბების მეთოდები, რომლებიც ბოლო არჩევნებზეც გამოიყენებოდა და აქტუალურია დღესაც. ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა, ამბობს ნინა ხატისკაცი, არის ის, რომ ამომრჩეველს კონკრეტული პოლიტიკური ძალა სთხოვს შემოხაზოს მისთვის სასურველი ნომერი, შემდეგ გადაუღოს მას ფოტო მობილურით და, როგორც მტკიცებულება, გარეთ გამოიტანოს. ეს არის არჩევანის ფარულობის დარღვევა და ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა. ორივე სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა ხშირ შემთხვევაში, შიშის ფაქტორის გამო, ამომრჩეველს უჭირს წინააღმდეგობის გაწევა. მაგრამ მაინც არსებობს გზა არ შესრულდეს უკანონო თხოვნა, განმარტავს ნინა ხატისკაცი:
”ამომრჩეველს შეუძლია შევიდეს კაბინაში, შემოხაზოს ის ნომერი, რომელიც მას დაავალეს, გადაუღოს მობილურით ფოტო და შემდეგ კი შემოხაზოს ის ნომერი, რომლის არჩევაც მას რეალურად სურს, ხოლო შემდეგ გადახაზოს ყველა სხვა დანარჩენი, მათ შორის, ე.წ. ”დაკვეთილი” ნომერიც”.
იძულების კიდევ ერთი ფორმაა უკვე შემოხაზული ბიულეტენის გამოყენება და ცარიელი ბიულეტენის უკან გამოტანა. რჩევა აქაც იდენტურია: გადახაზოს ყველა სხვა კანდიდატი და შემოხაზოს თავისი ნამდვილი რჩეული. მან თავად უნდა ჩადოს ბიულეტენი კონვერტში და ჩააგდოს საარჩევნო ყუთში.
აქვე ერთი შენიშვნა: კანონი ადგენს, რომ ბიულეტენი ბათილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა.
ამომრჩეველზე იძულების ამ ფორმებს, ნინა ხატისკაცის თქმით, ის პოლიტიკური ძალა იყენებს, ვისაც ძალის დემონსტრირების შესაძლებლობა გააჩნია და, როგორც წესი, ეს მმართველი პარტიაა, თუმცა ექპერტი არ გამორიცხავს, რომ იმავე მეთოდის აგიტაციას შესაძლოა ასევე წარმატებულად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ეწეოდნენ.
ნინა ხატისკაცი ამომრჩევლების საყურადღებოდ ასევე ამბობს, რომ ტყუილია ინფორმაცია, თითქოს კაბინაში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა. კანონით ეს აკრძალულია და მსგავსი ფაქტი საქართველოს არჩევნების ისტორიაში აქამდეც არასოდეს დაფიქსრებულა.
ზეწოლის კიდევ ერთი მექანიზმი და გაყალბების წინაპირობა კონკრეტული ნომრის წითელი ფერის კალმით შემოხაზვაა. ადამიანებს სთხოვენ საკუთარი არჩევანი განსხვავებული ფერით დააფიქსირონ, თუმცა ნინა ხატისკაცს ამაზეც აქვს პასუხი:
”ბიულეტენები ითვლება უბანზე და შემდგომ ილუქება. არავის აქვს ხელმისაწვდომობა იმაზე, რომ დადგეს და თითოეული ბიულეტენი გახსნას და რაიმე აღმოაჩინოს. ეს, როგორც წესი, ფსიქოლოგიური ზემოქმედება უფროა, ვიდრე შემოწმების მექანიზმების ერთობლიობა.”
იგივე შეიძლება ითქვას პირადობის მოწმობების ნომრების წარმოდგენის მოთხოვნაზეც საჯარო დაწესებულებებში. ეს მონაცემი ისედაც არსებობს სამოქალაქო რეესტრში და მისი მოძიება რთული არ არის. თუმცა როცა ამომრჩეველს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის ეშინია, ის საკუთარი ნების წინააღმდეგ მიდის და არჩევნებიც ყალბდება.
გაყალბების ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია ე.წ. სპეცუბნების გამოყენება, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს და ახლა უკვე პატიმრებსაც (ხუთ წლამდე სასჯელის ვადით) მიეცემათ ხმის მიცემის შესაძლებლობა:
”საქართველოს რეალობაში, როდესაც სპეცუბნებზე ხმის მიცემის ტენდენციები მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის შედეგებისაგან, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ უბნებზე ამომრჩეველზე ხდება ზეწოლა. მათ პირდაპირ უთითებენ, თუ ვის უნდა მისცენ ხმა და არ არის გამორიცხული იგივე რომელიმე სამხედრო ნაწილი იმ კონკრეტულ უბანზე გადაისროლონ, სადაც, მაგალითად, უჭირს ხელისუფლების რომელიმე მაჟორიტარ კანდიდატს ხმების მოგროვება.”
დღემდე რჩება ოქმების გადაკეთების საფრთხეც, საფრთხე იმისა, რომ ერთი ამომრჩეველი რამდენჯერმე მისცემს ხმას და მთავარი - არაკვალიფიციური დამკვირვებლების არსებობა, - გვეუბნება კიდევ ერთი ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, კოტე კანდელაკი, და ამ საფრთხეების თავიდან აცილების გზებსაც გვთავაზობს:
”არის საშიშროება, რომ თუ არ იქნებიან უბნებზე სათანადოდ მომზადებული დამკვირვებლები და კომისიის წევრები, დათვლის დროს გარკვეული მანიპულაციები მოხდეს, რის შედეგადაც ოქმში აისახოს არარეალური სურათი. ასე რომ, პრევენციის ძირითადი მექანიზმი აქაც არის მომზადებული დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე. თუმცა, წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, მგონია, რომ წელს უკეთესი კონტროლი იქნება და უკეთესად იქნებიან მომზდებულები როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კომისიებში, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჯგუფები.”
გაყალბების გარდა, არსებობს დარღვევების გრძელი ნუსხა, რომელსაც არჩევნების დღეს უნდა ველოდოთ, შენიშნავენ ექსპერტები. მაგალითად, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ბიულეტენები, რომლებსაც არ უნდა აკლდეს ბეჭედი ან ხელმოწერა - ამ შემთხვებში ყურადღებით თავად ამომრჩეველი უნდა იყოს და კარგად დაათვალიეროს ის. ხშირად არ მოწმდება მარკირება - არადა, ეს სწორედ ის საშუალებაა, რომლითაც ამომრჩეევლს ერთსა და იმავე უბანზე ერთზე მეტად შეუძლია ხმის მიცემა. არის არჩევნების გაყალბების კიდევ ერთი პრევენციის გზა:
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 12.00 და 17.00 საათზე სადემონსტრაციო ოქმში შევიდეს მონაცემები, თუ რამდენი ამომრჩევლი მოვიდა ამ დროისათვის. ეს იმიტომ, რომ შემდეგ, რვა საათზე, როცა საარჩევნო უბანი იხურება, არ მოხდეს ოქმების იმგვარად გადაკეთება, რომ თუ ხუთ საათზე მისულია 500 ამომრჩეველი, რვა საათზე მათი რიცხვი 700- 800 ამომრჩეველზე მეტი ლოგიკურად არ უნდა იყოს.”
13 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ ყოფილი ”პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, რომელიც არჩევნების დღეს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ასევე დააკვირდება საარჩევნო უბნებს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის საშუალებებს, არჩევნების დღეს თავიანთი როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსების გაერთიანებისაკენ მოუწოდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღება მოსალოდნელი გაყალბებისა და საარჩევნო დარღვევების პრევენციის წინაპირობა იქნება:
”მივმართავთ ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს კიდევ უფრო გამჭვირვალედ და ხალხმა თავად გააკონტროლოს საკუთარი ხმა, მოგვაკითხონ ჩვენ ოფისში - თუ აქვთ საშუალება დაგვეხმარონ აპარატურით, ხომ კარგი, თუ არადა, გავაერთიანოთ ყველანაირი რესურსი - ადამიანური, ტექნიკური - და შევქმნათ საინფორმაციო ბანკი დარღვევებისა, რომელთა შესახებ არჩევნების დღეს ყოველ ორ საათში ვამცნობთ საზოგადოებას და საერთო პროცესს დავეხმარებით.”
13 სექტემბერს საზოგადოებას არჩევნების მონიტორინგისკენ მოძრაობა "სახალხო ეგზიტპოლმაც" მოუწოდა. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თამარ ჩარკვიანმა, თქვა, ხალხმა თავად უნდა აკონტროლოს საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩეველი და თავიდან აიცილოს არჩევნების გაყალბება.

ბიულეტენები ითვლება უბანზე და შემდგომ ილუქება. არავის აქვს ხელმისაწვდომობა იმაზე, რომ დადგეს და თითოეული ბიულეტენი გახსნას და რაიმე აღმოაჩინოს ...ნინა ხატისკაცი

არის საშიშროება, რომ თუ არ იქნებიან უბნებზე სათანადოდ მომზადებული დამკვირვებლები და კომისიის წევრები, დათვლის დროს გარკვეული მანიპულაციები მოხდეს ...კოტე კანდელაკი