საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უწყებათშორისი დელეგაციის ხელმძღვანელმა თომას მელიამ, 12 სექტემბერს სასტუმრო ”რედისონში” შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.
”ჩვენი დელეგაცია საქართველოში ერთი მთავარი მიზეზით ჩამოვიდა, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, თუ რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, რის შემდეგაც უნდა დაკომპლექტდეს ქართველი ხალხის ნების გამომხატველი პარლამენტი“, - ამ სიტყვებით დაიწყო 12 სექტემბერს თავისი ვიზიტის შემაჯამებელი გამოსვლა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თომას მელიამ. მან აღნიშნა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში გამართული შეხვედრების დროს მათ განსაკუთრებულად სთხოვეს საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომ მაქსიმალურად შესრულდეს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ყველა წესი და რომ ამ პროცესში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თანაბრად მიიღოს მონაწილეობა. თომას მელიას თქმით, მესიჯი, რომელიც ამერიკულმა დელეგაციამ კერძო შეხვედრების დროს ყველა პოლიტიკურ ძალას გადასცა, იდენტური იყო - ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის სურვილს ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები:
”ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას თუ კანდიდატს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას იმ ლიდერებთან, რომლებსაც ქართველი ხალხი აირჩევს ამ არჩევნებზე. მომავალი არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საქართველოს წინსვლისათვის მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით. წინასაარჩევნო პოლიტიკური კამპანიის სამართლიანობის საშინაო და საგარეო აღქმა - ვგულისხმობ მედიაზე ხელმისაწვდომობას, კანონის უზენაესობის დაცვას, დავების სამართლიან განხილვას - მთავარი ინდიკატორი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა.”
თომას მელიამ შენიშნა, რომ დემოკრატიის მშენებლობის პროცესი არჩევნების დღეს არ სრულდება. მისი სიტყვებით, არის რამდენიმე პრინციპი, რომელთა დაცვა წინასაარჩევნოდ მოეთხოვება როგორც ხელისუფლებას, ისე მის ოპონენტებს, და ეს პრინციპები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს კიდევ ერთხელ შეახსენა. პირველი პრინციპი პოლიტიკურ არენაზე თანაბარი პირობების შექმნაა:
”მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გარემო ყველა პოლიტიკური ძალისათვის თანაბრად ხელშემწყობი იყოს. ბოლო თვეების განმავლობაში გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, აშკარაა, რომ კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიდის. პოლიტიკური პარტიების სიებში გაზრდილია ქალთა მონაწილეობაც, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების უფრო ფართო ფენების ჩართულობას ამ პროცესში.”
თომას მელიას მეორე პრინციპი კანონის უზენაესობა და სამართლიანი მართლმსაჯულებაა:
”ჩვენი შეხვედრების დროს საქართველოს მთავრობის და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ჩვენ ხაზს ვუსვამდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვა და ის, რომ ყველა მონაწილეზე თანაბრად გავრცელდეს ნორმები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული.”
მესამე და ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატიცისცემაა, განაცხადა თომას მელიამ:
”პატივისცემა მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების და შეკრების თავისუფლებისა დემოკრატიული საზოგადოების ნიშანია. ამ კვირაში ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან გვესმოდა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა იარონ მთელ ქვეყანაში, შეხვდნენ ამომრჩევლებს და საკუთარი სათქმელი მიიტანონ ამომრჩევლებამდე. ამ საუბრების დროს ჩვენ ასევე ვთხოვეთ ყველას, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან და თავიდან აიცილონ პროვოკაციები.”
მეოთხე პრინციპია მედიაზე ხელმისაწვდომობა. თომას მელიამ თქვა, რომ აშშ ცალსახად მიესალმება იმ საარჩევნო რეფორმას, რომლის მიხედვითაც მედიაზე ხელმისაწვდომობა წინასაარჩევნოდ 60 დღის განმავლობაში აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას.
”ბოლო დროს იმედისმომცემი იყო წინასაარჩევნო პერიოდში ე.წ. „მასთ ქერის“ პრინციპის ამოქმედება და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის გაგრძელებას არჩევნების შემდეგაც, როდესაც დაიწყება სავარაუდო დავების განხილვა.”
მეხუთე პრინციპი, რომელზეც აშშ-ის დელეგაცია შეხვედრების დროს ამახვილებდა ყურადღებას, კონსტრუქციულ ჩართულობას გულისხმობს:
”ჩვენ გვაქვს მოლოდინი, გამომდინარე პოლიტიკური პარტიების მხრიდან დაპირებისა, თავი შეიკავონ ძალადობისაგან და გვაქვს მთავრობის დაპირებაც, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არჩევნების დღემ ჩაიაროს მშვიდობიანად. ვიმედოვნებთ, რომ ასეც იქნება და შევახსენებთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ მათ მოუწევთ ერთად მუშაობა საქართველოს ახალ პარლამენტში საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის და მათი წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ამ სულისკვეთებით უნდა ჩატარდეს.”
თომას მელია შემაჯამებელი სიტყვის ბოლოს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფების მუშაობასაც გამოეხმაურა და თქვა, სწორედ მათზე იქნება დიდწილად დამოკიდებული, რომ წინასაარჩევნო პროცესი გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი იყოს, არჩევნების შედეგები კი ქართველი ხალხის ნებას ასახავდესო.