Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2017 წლის ბოლოდან ახალი საპენსიო სისტემა უნდა ამოქმედდეს


17 მარტს საქართველოს მთავრობამ მოისმინა ეკონომიკის სამინისტროს ანგარიში საპენსიო სისტემის შექმნის კუთხით განხორციელებული სამუშაოსა და საპენსიო სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის შესახებ. მომზადებული პროექტის მიხედვით, პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა, ინფლაციის გათვალისწინებით, ინდექსაციის პირობებში მოხდება, რასაც ახალი, დაგროვებითი, კომპონენტიც დაემატება.

საქართველოს მთავრობა გეგმავს საპენსიო რეფორმას, რომელიც 2017 წლის მესამე კვარტალიდან უნდა ამოქმედდეს. ეს გადაწყდა მთავრობის სხდომაზე, მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს. რეფორმის არსი მდგომარეობს დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელშიც კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფოც.

ახალი, ე.წ. კერძო პენსიის ოდენობა დაეფუძნება საპენსიო ფონდში განხორციელებულ შენატანებს, ფონდის ამონაგებსა და მუშაობის ხანგრძლივობას. ახალი სისტემა არსებული საბაზისო სისტემის გაუქმებას არ გულისხმობს.

გადმოწერა

XS
SM
MD
LG