Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება საპენსიო რეფორმისთვის ემზადება


საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ მომავალი წლის ზაფხულიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება, თუმცა ამგვარი ხარჯები 2016 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში არ ფიგურირებდა და მთავრობა აქცენტს ძირითადად საპენსიო სისტემის რეფორმაზე აკეთებდა. პენსიის მომატების გადაწყვეტილება მოჰყვა ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნებს და განცხადებას, რომ ბიუჯეტში პენსიის 50 ლარით გაზრდის რესურსია.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პენსიის 20 ლარით გაზრდის შესახებ უფრო ადრე ფიქრობდნენ, ვიდრე ამას „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვდა, თუმცა ფინანსთა სამინისტროს მიერ მთავრობის სახელით წარდგენილ ბიუჯეტის პირვანდელ პროექტში მსგავსი არაფერი ფიგურირებდა. მმართველი პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“, წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, რომ პენსია 220–230 ლარი გახდებოდა, მთავრობაში აქტიურად განიხილება საპენსიო სისტემის მოწყობის სულ სხვაგვარი სქემა. ეკონომიკის სამინისტროში მომზადებული პროექტის მიხედვით, რომელიც მედიის საშუალებებში, საჯაროდ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე განიხილება, საპენსიო სისტემა უნდა გახდეს დაგროვებითი. ამ სფეროში რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძეც.

გადმოწერა

XS
SM
MD
LG