Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ ზელენსკი და ევროპელები „ახალ მიწაზე“ აღმოჩნდნენ

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ ზელენსკი და ევროპელები „ახალ მიწაზე“ აღმოჩნდნენ


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი (მარჯვნივ), აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო (მეორე მარჯვნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მეორე მარცხნივ) 14 თებერვლის შეხვედრაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი (მარჯვნივ), აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო (მეორე მარჯვნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მეორე მარცხნივ) 14 თებერვლის შეხვედრაზე

პუტინთან ტრამპის სატელეფონო საუბარმა მოამზადა ნიადაგი მიუნხენის წლევანდელი კონფერენციისთვის. მან კიევსა და ევროპის დედაქალაქებში გააჩინა შეშფოთება, რომ ტრამპი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას ბევრად უფრო ტრანსაქციურად მიუდგება.

ამ დროს უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები ემზადებიან მოლაპარაკებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან, რომელმაც მკაფიოდ მიანიშნა, რომ ტრადიციული გეოპოლიტიკური წესები აღარ მოქმედებს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საერთაშორისო დიპლომატიური საზოგადოებრიობისთვის სუპერთასის გათამაშებას ემგვანება: შეხვედრამდე და მის შემდეგ უამრავი ანალიზი, უწყვეტი პირდაპირი ტრანსლაცია, იწერება ბლოგები, და ბოლოს და ბოლოს ყველაფერი მხოლოდ სანახაობისთვის - წარმოდგენისთვის ხდება.

მაგრამ წელს, რეალური მოვლენები კონფერენციის სათამაშო მინდვრის მიღმა, გარეთ განვითარდება. უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები, ასევე კრემლი, ემზადებიან მოსალაპარაკებლად ტრამპის ადმინისტრაციასთან, რომელმაც მკაფიოდ მიანიშნა, რომ ტრადიციული გეოპოლიტიკური წესები აღარ მოქმედებს.

ტალინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის დირექტორია კრისტი რაიკი, რომელმაც თავის პოსტში X-ის ვებგვერდზე შეაჯამა მიუნხენში მყოფი ევროპელი მიმომხილველების აზრების მრუმე სვლა - „მიუნხენს შეშფოთებული ვტოვებ“ და დაწერა: „[უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ] ზელენსკიმ აგვიხსნა, რომ უკრაინას არ აქვს სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში აშშ-ის იმედი. ყველაფერი ევროპაზეა დამოკიდებული. არ ვარ დარწმუნებული, რომ ევროპა ამ ამოცანას თავს გაართმევს. ევროპამ უნდა შეწყვიტოს წუწუნი იმაზე, რომ მას მოლაპარაკებაზე არ იწვევენ და იმაზე იფიქროს, რის გაკეთება შეუძლია“.

ვითარება რომ შევაჯამოთ: ამ კვირაში ევროპის ქვეყნების ლიდერებმა საგანგებო სამიტი უნდა გამართონ უკრაინის ომის გარშემო, ტრამპი საუდის არაბეთში მიავლენს დელეგაციას, რათა მოელაპარაკონ რუსეთის ოფიციალურ პირებს უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით და ჩანს, უკრაინას ჯერ არ აქვს მიჩენილი ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან.

ეს მოვლენები მოჰყვა მიუნხენში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის საბრძოლო გამოსვლას, როცა მან ვაშინგტონის ევროპელ პარტნიორებს შეუტია კრიტიკით, რომ ევროპამ უარი თქვა სიტყვის თავისუფლებაზე და კონტინენტზე „არამართებული“ მიგრაცია ხდება.

„საფრთხე, რომელიც მე ევროპის გამო ყველაზე მეტად მაღელვებს, არაა რუსეთი, არაა ჩინეთი, ან რომელიმე სხვა გარე მოთამაშე. რაც მე მაღელვებს, ესაა საფრთხე, რომელიც (ევროპის) შიგნითაა. ესაა ევროპის უკუსვლა ზოგიერთი მისი ფუძემდებლური ფასეულობიდან“.

რუსეთის მთავრობის თავდასხმა დემოკრატიული ოპოზიციის ნაშთებზე, ან საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა მოსკოვის მხრიდან, ვენსის მხრიდან ხსენების ღირსი არ გამხდარა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ასევე არ უცნობებია რაიმე კონკრეტული იმის შესახებ, თუ რას გვთავაზობს ტრამპის ადმინისტრაცია იმის მისაღწევად, რასაც მან უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის „გონივრული მოგვარება“ უწოდა.

ეს მოვლენათა შემაშფოთებელი განვითარება იყო უკრაინის მომხრეთათვის.

ევროპის აუდიტორიას ვენსმა მიმართა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან ჰქონდა ტელეფონით „ხანგრძლივი და ერთობ პროდუქტიული საუბარი“, რომელიც 12 თებერვალს გაიმართა. და მოსკოვში ტრამპის მიწვევაც ძალაში რჩება.

პუტინთან ტრამპის სატელეფონო საუბარმა მოამზადა ნიადაგი მიუნხენის წლევანდელი კონფერენციისთვის. მან კიევსა და ევროპის დედაქალაქებში გააჩინა შეშფოთება, რომ ტრამპი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას ბევრად უფრო მეტად ტრანსაქციურად მიუდგებოდა.

ამ მოლაპარაკებების ზუსტი ფორმატი არაა ცხადი. მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინაში ტრამპის წარგზავნილმა, კით კელოგმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ევროპა „მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება არ აღმოჩნდეს“, როცა უკრაინაში ომის დასრულების დრო მოვა.

ნებისმიერ შემთხვევაში, მიუნხენის კონფერენცია იქცა სიცხადის შემტან მომენტად უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვის. კონფერენციაზე გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ევროპამ კოლექტიურად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას, სანამ ვაშინგტონი პრიორიტეტებს ცვლის.

„უკრაინა არასოდეს მიიღებს შეთანხმებას, რომელიც ჩვენ ზურგს უკან დაიდება ჩვენი მონაწილეობის გარეშე”, - თქვა მან. - „და ეს წესი მთელ ევროპაზეც უნდა გავრცელდეს. არავითარი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე და არავითარი გადაწყვეტილება ევროპის შესახებ ევროპის გარეშე”.

როგორც ჩანს, ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც უნდა გამოვიტანოთ მიუნხენის წლევანდელი კონფერენციიდან: ჩატარდება თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკება უკრაინელების გარეშე? თუმცა, ბოლო სამი წლის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინამ აჩვენა, რომ მას აქვს ორგანიზებულობა, საბრძოლო ჟინი და ჰყავს ძლიერი საერთაშორისო კომუნიკატორი ზელენსკის სახით.

იმის მიხედვით, თუ ვის რა შეხედულება აქვს, წლევანდელი კონფერენცია არის გამეორება 1938 წლის მოვლენების - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ნევილ ჩემბერლენის წარუმატებელი მცდელობისა, დაეშოშმინებინა. ადოლფ ჰიტლერი - ან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბობოქარი გამოსვლისა მიუნხენში 2007 წელს, როცა მან გააკრიტიკა, როგორც თავად უწოდა, „ერთპოლუსიანი სამყარო“, რომელსაც ვაშინგტონი ხელმძღვანელობს.

მაგრამ აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის სიტყვების პარაფრაზი რომ გამოვიყენოთ: სათაურში იწერება ის ისტორიული ანალოგი, რომელიც გაქვთ და არა ის, რომელიც შეიძლება გინდოდეთ ან ისურვოთ, რომ მოგვიანებით გქონდეთ. ისტორია მხოლოდ არაზუსტ პარალელებს გვთავაზობს, ხოლო უკრაინამ და ევროპამ სრულიად ახალ მიწაზე შეაბიჯეს მიუნხენის შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG