Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შენიშნეთ რუსთაველის მეტროში ახალი მანათობლები? - მოგიყვებით, რა არის ესენი


ინსტალაცია მეტროში 6 თვის განმავლობაში იქნება და სამი ხელოვანის შექმნილი კომპოზიციები გაჟღერდება
ინსტალაცია მეტროში 6 თვის განმავლობაში იქნება და სამი ხელოვანის შექმნილი კომპოზიციები გაჟღერდება

თბილისის ცენტრში, მეტროსადგურ "რუსთაველში", ესკალატორებს შორის რამდენიმე დღეა დააყენეს მანათობლები, რომლებიდანაც მუსიკა ისმის. სწორედ აქ, დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ მეტროსადგურში, რამდენიმე წლის წინ მოხსნეს სანათები, რომლებიც ესკალატორების გამყოფ პანელზე საბჭოთა დროიდან იდგა.

ინსტალაცია რუსთაველის მეტროში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:37 0:00

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ახალი სანათები დააყენეს დროებით, რამდენიმე თვით. მუსიკალურ სანათებს, რომლებიც იმავე სივრციდან წლების წინ მოხსნილ ძველ მანათობლებს ჰგავს, რკინის სფეროს ფორმა აქვს. ისინი დამზადდა მერიას დაქვემდებარებული "თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის" სახსრებით.

კონკურსის ბიუჯეტი 20 ათასი ლარი იყო.

"მიზნად დავისახეთ თანამედროვე ხელოვნება გამოგვეტანა მუზეუმის ჩარჩოდან საჯარო სივრცეში... ეს პრინციპი ფართოდ აპრობირებულია და მეტად საინტერესო საერთაშორისო მაგალითებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ... ასიათასობით ადამიანი ხდება გამოფენის უნებლიე დამთვალიერებელი", - უთხრა ფონდის დირექტორმა ლიკა ჭკუასელმა რადიო თავისუფლებას.

ფონდმა ქართველი არტისტებისთვის გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანიც იყო, თანამედროვე მუსიკალური ხელოვნება „მოულოდნელი ფორმით წარმოჩენილიყო და ათასობით ადამიანის ყოველდღიურ რუტინაში შეჭრილიყო”.

მეტროსადგურ რუსთაველში დადგმული მუსიკალური სანათებიდან ისმის სამი ქართველი არტისტის: ნინო დავაძის, თორნიკე მარგველაშვილის და ნიკა ჯაფარიძის მუსიკა. ორ-ორ დღიანი ინტერვალით ერთმანეთს ენაცვლება ექსპერიმენტული მუსიკა, ბუნების ხმები ქალაქში და ქართული ფოლკლორის ელემენტები, შერწყმული მეტროს ხმაურთან.

"თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი" 2023 წელს შეიქმნა. მისი ბიუჯეტი 500 ათასი ლარია. ფონდის ინიციატივით დაიდგა დათო ნათიძის სკულპტურა Resistance “ავლაბრის" მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG