Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტეპან ბანდერა - წინააღმდეგობრივი ფიგურა წინააღმდეგობის მოძრაობიდან


მსვლელობა სტეპან ბანდერას დაბადების დღეზე, 2020 წელი.
მსვლელობა სტეპან ბანდერას დაბადების დღეზე, 2020 წელი.

ეროვნული გმირი თუ ტერორისტი? ვინ იყო სტეპან ბანდერა - ვერც უკრაინა და ვერც დანარჩენი მსოფლიო დღემდე ვერ შეთანხმებულა.

სტეპან ბანდერა ზედ ახალ წელს, 1 იანვარს დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ საახალწლოდ ყველა ისვენებს, მისი დაბადების დღის აღნიშვნა უკრაინაში მაინც არ ეზარებათ. ვისთვისაც ის ეროვნული გმირია, ჩირაღდნით ხელში ქუჩაში გამოდის და ბანდერას სახსოვრად გამართულ მსვლელობას უერთდება.

სტეპან ბანდერა 1909 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის სოფელ ძველ უგრინოვში. მისი ახალგაზრდობა მსოფლიოს მორიგგადანაწლებასდაემთხვა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თანამედროვე უკრაინის დასავლეთი ნაწილი პოლონეთის შემადგენლობაში შედის. დანარჩენი უკრაინა კი, ყირიმის გარდა, თავსუკრაინის სახალხო რესპუბლიკადაცხადებს. ამ რესპუბლიკამ, ისევე როგორც დამოუკიდებელმა საქართველომ, ცოტა ხანს იარსება, საქართველოსი არ იყოს, უკრაინაც მალეგაასაბჭოვეს“.

ისტორიის მაგისტრი, თსუ-ის დოქტორანტი გიორგი ცომაია, რომელმაც სტეპან ბანდერას მოღვაწეობა შეისწავლა, ჰყვება, რომ ანდერამ ცხოვრების დიდი ნაწილი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაატარა, ჯერ პოლონეთის (1920-1930 წლები), შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

ის აქტიურად იბრძოდა პოლონეთის წინააღმდეგ. უკრაინელი ნაციონალისტების ერთ-ერთი გახმაურებული აქცია - პოლონეთის შს მინისტრის ბრონისლავ პერაცკის მკვლელობა (1934 წელი) - მისი ხელმძღვანელობით მოხდა“, - ამბობს გიორგი ცომაია.

უკრაინელი ნაციონალისტების ტერაქტები

უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია 1929 წელს შეიქმნა და ყველაზე აქტიური 30-იან წლებში იყო. გიორგი ცომაია ჰყვება, რომ ორგანიზაციას სურდა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში უკრაინა ფაშისტური სახელმწიფო გამხდარიყო, თუმცა, დროთა განმავლობაში ორგანიზაცია დაშორდა ამ ულტრარადიკალურ მიზანს, რადგან მიხვდა, რომ სხვაგვარად დასავლეთი არ დაეხმარებოდა.

სტეპან ბანდერა ახალგაზრდობაში
სტეპან ბანდერა ახალგაზრდობაში

სტეპან ბანდერა უკრაინელი ნაციონალისტების ყველაზე რადიკალურ ფრთას ხელმძღვანელობდა. ორად გაყოფილი სამშობლოს გასაერთიანებლად ისინი ტერორისტულ მეთოდებსაც იყენებდნენ. 1934 წელს ბომბი შეგზავნეს პროსაბჭოული გაზეთისშრომისრედაქციაში. თავს ესხმოდნენ ბანკებსა და ფოსტას; ხოცავდნენ პროპოლონელ უკრაინელებს და იმ პოლონელ ჩინოვნიკებს, რომლებიცუკრაინელობისწინააღმდეგ გამოდიოდნენ.

პოლონეთში რამდენიმე აფეთქება მოაწყვეს სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე. სხვათა შორის, არავინ დაშავებულა. კიდევ მოკლეს საბჭოთა კონსული, საკონსულოში ბომბი დატოვეს“, - ამბობს გიორგი ცომაია.

ისტორიკოსი ჰყვება, რომ ბანდერელები სხვადასხვა დროს ორასიდან რამდენიმე ათას კაცამდე იყვნენ. თავს ირჩენდნენ ბანკების ძარცვით, ბეჭდავდნენ და ჰყიდდნენ გაზეთებს. ერთგვარი შეთანხმება ჰქონდათ ვაიმარის რესპუბლიკასთანაც (გერმანიის სახელმწიფოს ისტორიული დასახელება). ისინი უკრაინელ ნაციონალისტებს მათი მებრძოლების გერმანიის ტერიტორიაზე გაწვრთნაში ეხმარებოდნენ.

ფილოსოფოსი იგორ ჩუბაისი ამბობს, რომ ჰიტლერი სტეპან ბანდერას მას შემდეგ გადაემტერა, რაც 1941 წელს იგი უკრაინულ დივიზიასთან ერთად ლვოვში ჩავიდა და უკრაინის სახელმწიფოებრიობის შესახებ გამოაცხადა.

ეს ფიურერის გეგმებში არ შედიოდა, ამიტომ სტეპან ბანდერა საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა“, - ამბობს ჩუბაისი.

ყველას წინააღმდეგ

ამის შემდეგ უკრაინელი ნაციონალისტების საქმიანობა პოლონეთის ტერიტორიაზე ღრმა იატაკქვეშეთში გადადის. ასე გრძელდება მეორე მსოფლიო ომამდე. უკრაინელი ნაციონალისტებისთვის სსრკ- მტერი იყო, ამიტომ ომის დროს ბანდერელები საბჭოთა არმიის უკან დახეულ ნაწილებს ესხმოდნენ თავს, ებრძოდნენ მცირერიცხოვან გერმანულ საჯარისო ნაწილებსაც.

ესეც უცნაურია, რომ ათეული წლების განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას ზესახელმწიფოს“, - ამბობს ისტორიკოსი სტანისლავ კულჩინსკი.

მეორე მხრივ, იგორ ჩუბაისი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობის გამო ხალხი მართლაც იღუპებოდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა, რომელიც ამ არმიას და დასავლეთუკრაინელებს ებრძოდა, გაცილებით მეტი ადამიანი დახოცა.

უკრაინის წინაღმდეგობის არმიას ნაციონალურ ორგანიზაციას უწოდებენ, რაც ბოლომდე ზუსტი არაა. მათ ადამიანის მიმართ დამოკიდებულება ჰქონდათ არა მისი ეროვნულობიდან გამომდინარე, არამედ იმისდა მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ეს ადამიანი უკრაინის დამოუკიდებლობაზე. თუ უკრაინის დამოუკიდებლობას ემხრობოდა, ებრაელი იყო, პოლონელი თუ უკრაინელი, თავისიანად მიიჩნევდნენ, - ამბობს იგორ ჩუბაისი, - 1946-1947 წლებში სტალინმა ხელოვნურად მოაწყო ჰოლოდომორი უკრაინაში, რომ პარტიზანული მოძრაობა არ დაეშვა. ფაშისტებთან ბრძოლაში სტალინს ამერიკა და ინგლისი ეხმარებოდნენ, საკუთარ ხალხთან ბრძოლაში კი დასავლეთი ხელს არ შეუწყობდა, ამიტომ პოტენციულ პროტესტს ასე გაუმკლავდა“.

მეორე მსოფლიო ომის დროს სტეპან ბანდერა გერმანიის ქალაქ ზაქსენჰაუზენში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკში იყო გამოკეტილი. ის ომის დასრულების შემდეგაც გერმანიაში დარჩა.

ნაციონალისტებისთვის სტეპან ბანდერა იყო ბელადი, რომელიც შორს არის. ფიზიკურად ვერ ხელმძღვანელობდა, რადგანაც დაბრუნების შემთხვევაში მოკლავდნენ. მაგრამ უკრაინულ ნაციონალისტურ მოძრაობას თვითორგანიზებაც კარგად გამოსდიოდა, ისინი ათეულობით წლების განმავლობაში ფაქტობრივად ლიდერის გარეშე არსებობდნენ“, - ჰყვება გიორგი ცომაია.

მკვლელობა მოწამლული პისტოლეტით

1949 წელს სტეპან ბანდერა საბჭოთა აგენტმა ბოგდან სტაშინსკიმ მოწამლული პისტოლეტით მოკლა.

ეს იგივე იარაღია, რითაც ცხოველებს ტრანკვილიზატორებს ესვრიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ტრანკვილიზატორის ნაცვლად შხამი იყო“, - განმარტავს გიორგი ცომაია.

სტეპან ბანდერას ძეგლი უკრაინაში
სტეპან ბანდერას ძეგლი უკრაინაში

2010 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ სტეპან ბანდერას უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა, რასაც როგორც უკრაინაში, ისე მის გარეთ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სტეპან ბანდერაზე ერთი აზრი არც ახლაა. გიორგი ცომაია ამბობს, რომ უკვე დღევანდელი გადასახედიდან თანამედროვე უკრაინული საზოგადოება სტეპან ბანდერასა და ბანდერელებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას უფასებს, თუმცა მათი რადიკალური დამოკიდებულებები, როგორიცაა, მაგალითად, ანტისემიტიზმი და ტერორიზმი, გაუმართლებლად მიაჩნია. სხვა ექსპერტები თვლიან, რომ სტეპან ბანდერას შესახებ დასკვნების გამოტანა ჯერ კიდევ ნაადრევია, რადგან ბოლომდე არ არის გახსნილი არქივები და, ესაბამისად, სრულად არ არის შესწავლილი ის დოკუმენტაცია, რომელიც წინააღმდეგობის მოძრაობასთან დაკავშირებით არსებობს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG