გრძელდება მწვავე დაპირისპირება ტელეკომპანია ”მაესტროს” გარშემო და კვლავაც ბუნდოვნად რჩება მისი მომავალი. ამ ეტაპისთვის დაყადაღებულია შ.პ.ს. ”სტუდია მაესტროს” პარტნიორების 100%-იანი წილი, მმართველი კომპანია სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს და პარალელურად თანამგზავრის საშუალებით ახორციელებს მაუწყებლობას. ამ პროცესს უკანონოდ მიიჩნევენ „მაესტროს“ დამფუძნებლები და ისინი ხელისუფლების ინტერესებზე ლაპარაკობენ.
ეროსი კიწმარიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 7 დეკემბერს შეიტყო და კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მისი კომპანიის, შ.პ.ს. ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის”, მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოში ძირითადი სარჩელის შეტანამდე, ყადაღა დაედო შ.პ.ს. ”სტუდია მაესტროს” პარტნიორების 100%-იან წილს.
თუმცა, კიწმარიშვილის განმარტებით, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მმართველი კომპანია ეჭვქვეშ აყენებს ”მაესტროს” დამფუძნებლების საკუთრების უფლებას ანდა მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობის უფლებას; მაგრამ, სამაგიეროდ, ის თვლის, რომ ”მაესტროს” მთელი უძრავ-მოძრავი ქონება თუ სხვა რესურსები, კონტრაქტის მიხედვით, 2012 წლის 30 ნოემბრამდე სწორედ მისმა კომპანიამ უნდა მართოს. საუბარია შ.პ.ს. ”სტუდია მაესტროსა” და შ.პ.ს. ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიას” შორის 2 წლის წინ გაფორმებულ კონტრაქტზე, რომელსაც, კიწმარიშვილისგან განსხვავებით, შეწყვეტილად მიიჩნევენ ”მაესტროს” დამფუძნებლები. სწორედ ამ კონტრაქტის პირობების სრული დაცვა იქნება მოთხოვნილი ძირითად სარჩელში, რომელიც კიწმარიშვილის კომპანიამ სასამართლოში ”მაესტროს” ქონების დაყადაღებიდან 10-დღიან ვადაში უნდა შეიტანოს.
ირკვევა, რომ ქონების დაყადაღების ფაქტმა სულაც არ შეაშფოთა დაყადაღებული მხარე. როგორც ”მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი, ეუბნება რადიო თავისუფლებას, ყადაღა მაუწყებელს ზიანს ვერ მიაყენებს:
”წილების დაყადაღება ნიშნავს, რომ ჩვენ ამ წილებს ვერ გავაჩუქებთ და ვერ გავყიდით. მაგრამ ჩვენ ამ წილების არც გაჩუქებას ვაპირებდით და არც გაყიდვას.”
მამუკა ღლონტის თქმით, ამ ეტაპზე გაცილებით დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ეროსი კიწმარიშვილი, მის თანმხლებ დაუდგენელ პირებთან ერთად, 30 ნოემბრის შემდეგ კვლავაც უკანონოდ იმყოფება ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილ შენობაში (ნუცუბიძის ქუჩის #93-ში), რომ მას ხელი უკანონოდ მიუწვდება სატელიტური მაუწყებლობის აპარატურაზე და, შესაბამისად, ასევე უკანონოდ იყენებს ამ შანსს.
თანამგზავრზე გასვლის შანსს ეროსი კიწმარიშვილი ნამდვილად რომ იყენებს, ამას ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისასაც ადასტურებს და ამბობს, რომ ”მაესტროს” სეგმენტით თანამგზავრზე ახლა ”ევრონიუსის” გადაცემები გადის. მმართველი კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, სხვა ქმედებებთან ერთად, მის ამ ნაბიჯსაც საფუძვლად უდევს ”სტუდია მაესტროსთან” გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ.
”სანამ სასამართლო არ გადაწყვეტს, რომ მე არ ვარ კანონიერი მაუწყებელი, მანამდე მე ვარ კანონიერი მაუწყებელი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეროსი კიწმარიშვილი.
მაშინ, როცა კიწმარიშვილის მხარე თანამგზავრზე გადის, დამფუძნებელთა მხარე, რომელსაც ტელეკომპანია ”მაესტროს” მთელი კოლექტივი უდგას მხარში, მაუწყებლობას მხოლოდ საკაბელო არხების საშუალებით და მხოლოდ თბილისის მასშტაბით ახერხებს. ტელეკომპანია ”მაესტროს” ჟურნალისტები გადაცემებს ამჟამად რადიო ”მაესტროს” შენობაში ამზადებენ და აშკარაა, რომ მათ ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა უწევთ.
თანამგზავრთან დაკავშირებულ დავაში არ ერევა კომუნიკაციების ეროვნული კომისია და, როგორც კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახი ყურაშვილი განუმარტავს ტელეკომპანია ”მაესტროს”, ეს საკითხი მათი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება:
”კომისიის გადაწყვეტილებაში არ წერია არც თანამგზავრი, არც სიხშირე, არც სიგნალის მიმართულება და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუკი თანამგზავრთან გაფორმებული ხელშეკულების პირობები ირღვევა, მაშინ ”მაესტრომ” უნდა მიმართოს იმ უცხოურ თანამგზავრს, რომელთანაც გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება.”
ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას 7 დეკემბრის განმარტებიდან ირკვევა, რომ ”მაესტრომ” უკვე მიმართა თანამგზავრთან არხის დამაკავშირებელ კომპანია ”თურქსატს” (Turksat). ადვოკატი ამბობს, რომ ყველა სამართლებრივი ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს სატელიტური მაუწყებლობა მანამდე, ვიდრე არ აღდგება ამ პროცესში ტელეკომპანია ”მაესტროს” სრული კონტროლი.
ტელეკომპანია ”მაესტროს” ირგვლივ განვითარებული მოვლენების უკან არხის დამფუძნებლები აშკარად ხედავენ ხელისუფლების არაჯანსაღ ინტერესებს და სწორედ ასეთ ვარაუდს გამოთქვამს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მამუკა ღლონტიც. მისი თქმით, ”მაესტროს” წილის დაყადაღება სწრაფ ტემპებში მოხდა, მაშინ როცა არავის მიუქცევია ყურადღება პროკურატურაში შეტანილი მათი სარჩელისთვის, რომელიც ტელევიზიის შენობაში უკანონოდ შეჭრის ფაქტს უკავშირდება. მამუკა ღლონტისთვის გაუგებარია ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განრიდების პოლიტიკაც:
”აქ კიდევ ერთხელ იკვეთება ხელისუფლების პოზიცია. ანუ ეროსი კიწმარიშვილი მოქმედებს ხელისუფლების დავალებით. ხელისუფლების ინტერესშია, რომ ხელი შეეშალოს ჩვენს მაუწყებლობას, მით უმეტეს - რეგიონებში, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო.”
რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილს, ის ამბობს, რომ მისი მოქმედებების უპირველესი მიზანი ”მაესტროს” არა დაღუპვა, არამედ ტელევიზიის კიდევ უფრო უკეთესი სახით არსებობაა და რომ ამ მიზნის მისაღწევად ის ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს. ხოლო თუკი საქართველოში ვერ მიაღწევს სამართალს, ბრძოლას ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააგრძელებს. მმართველი კომპანია, როგორც ვთქვით, ამჟამად სასამართლოში შესატან ძირითად სარჩელზე მუშაობს. ეროსი კიწმარიშვილის თქმით, ის არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს ”მაესტროზე” მატერიალური კომპენსაციის სანაცვლოდ, რადგანაც ”ფინანსური ასპექტები” ისედაც იგულისხმება და რომ ეს ისედაც არ ასცდებათ დამფუძნებლებს.
”ეს უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის, რომ ის, რასაც ჰქვია ”გადაგდება” და ”მოტეხვა”, არის დასჯადი და მათ შორის - სამართლებრივად”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეროსი კიწმარიშვილი.
იმის გამო, რომ შ.პ.ს. ”სტუდია მაესტროსა” და შ.პ.ს. ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიას” შორის 2 წლი წინ გაფორმებული კონტრაქტის დეტალები სრულად ხელმისაწვდომი არ არის, კონკრეტული დასკვნების გამოტანა აშკარად უჭირთ მედიაექსპერტებსა თუ იურისტებს. თუმცა მათთვის ცხადია ერთი მეტად შემაშფოთებელი ფაქტი, რომ აშკარად ზარალდება ტელეკომპანია ”მაესტრო” და მასთან ერთად ზარალდება საზოგადოებაც. მომავალი კი ჯერ ისევ ბუნდოვანია.

წილების დაყადაღება ნიშნავს, რომ ჩვენ ამ წილებს ვერ გავაჩუქებთ და ვერ გავყიდით. მაგრამ ჩვენ ამ წილების არც გაჩუქებას ვაპირებდით და არც გაყიდვას.

თუკი თანამგზავრთან გაფორმებული ხელშეკულების პირობები ირღვევა, მაშინ ”მაესტრომ” უნდა მიმართოს იმ უცხოურ თანამგზავრს, რომელთანაც გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება...
მაშინ, როცა კიწმარიშვილის მხარე თანამგზავრზე გადის, დამფუძნებელთა მხარე, რომელსაც ტელეკომპანია ”მაესტროს” მთელი კოლექტივი უდგას მხარში, მაუწყებლობას მხოლოდ საკაბელო არხების საშუალებით და მხოლოდ თბილისის მასშტაბით ახერხებს. ტელეკომპანია ”მაესტროს” ჟურნალისტები გადაცემებს ამჟამად რადიო ”მაესტროს” შენობაში ამზადებენ და აშკარაა, რომ მათ ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა უწევთ.
თანამგზავრთან დაკავშირებულ დავაში არ ერევა კომუნიკაციების ეროვნული კომისია და, როგორც კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახი ყურაშვილი განუმარტავს ტელეკომპანია ”მაესტროს”, ეს საკითხი მათი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება:
”კომისიის გადაწყვეტილებაში არ წერია არც თანამგზავრი, არც სიხშირე, არც სიგნალის მიმართულება და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუკი თანამგზავრთან გაფორმებული ხელშეკულების პირობები ირღვევა, მაშინ ”მაესტრომ” უნდა მიმართოს იმ უცხოურ თანამგზავრს, რომელთანაც გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება.”
ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას 7 დეკემბრის განმარტებიდან ირკვევა, რომ ”მაესტრომ” უკვე მიმართა თანამგზავრთან არხის დამაკავშირებელ კომპანია ”თურქსატს” (Turksat). ადვოკატი ამბობს, რომ ყველა სამართლებრივი ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს სატელიტური მაუწყებლობა მანამდე, ვიდრე არ აღდგება ამ პროცესში ტელეკომპანია ”მაესტროს” სრული კონტროლი.
ტელეკომპანია ”მაესტროს” ირგვლივ განვითარებული მოვლენების უკან არხის დამფუძნებლები აშკარად ხედავენ ხელისუფლების არაჯანსაღ ინტერესებს და სწორედ ასეთ ვარაუდს გამოთქვამს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მამუკა ღლონტიც. მისი თქმით, ”მაესტროს” წილის დაყადაღება სწრაფ ტემპებში მოხდა, მაშინ როცა არავის მიუქცევია ყურადღება პროკურატურაში შეტანილი მათი სარჩელისთვის, რომელიც ტელევიზიის შენობაში უკანონოდ შეჭრის ფაქტს უკავშირდება. მამუკა ღლონტისთვის გაუგებარია ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განრიდების პოლიტიკაც:
”აქ კიდევ ერთხელ იკვეთება ხელისუფლების პოზიცია. ანუ ეროსი კიწმარიშვილი მოქმედებს ხელისუფლების დავალებით. ხელისუფლების ინტერესშია, რომ ხელი შეეშალოს ჩვენს მაუწყებლობას, მით უმეტეს - რეგიონებში, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო.”
ეს უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის, რომ ის, რასაც ჰქვია ”გადაგდება” და ”მოტეხვა”, არის დასჯადი და მათ შორის - სამართლებრივად ...