ამის შესახებ საგამოძიებო პროექტი "ვიორსტკა" სახელმწიფო რესურსების საბუღალტრო ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
კომპანიის წმინდა მოგებამ გასულ წელს თითქმის 430 მილიონ რუბლს მიაღწია, 2023 წელს კი 9,7 მილიონ რუბლს.
კომპანია "ალბატროსი" რეგისტრირებულია თათრეთის იალაბუგას ეკონომიკურ ზონაში. აქ წარმოებული დრონები უკრაინაზე იერიშებისთვის გამოიყენება. გავრცელებული ინფორმაციით, წელიწადში იქ ექვსი ათასამდე მფრინავი აპარატის აწყობა იგეგმება.
როგორც ჟურნალისტებმა ადრე გაარკვიეს, დრონების აწყობაში "იალაბუგა პოლიტექის" კოლეჯის სტუდენტებიც მონაწილეობენ. გარდა ამისა, Associated Press-ის თანახმად, რუსეთმა მოტყუებით გადაიბირა ქარხანაში სამუშაოდ აფრიკის ქვეყნებში მცხოვრები ქალები. სააგენტოს ერთ-ერთ თანამოსაუბრის თქმით, აღნიშნულ ქარხანაში აფრიკელ ქალებს "პირუტყვებივით ეპყრობოდნენ".
2024 წლის აპრილში, ქარხნის საერთო საცხოვრებელზე დრონების იერიშის შედეგად ცხრა ქვეყნის, მათ შორის ყირგიზეთის, შრი-ლანკის, ზიმბაბვეს, რუანდის, კონგოს, კენიის, ნიგერიისა და სამხრეთ სუდანი მოქალაქეები დაშავდნენ.
ფორუმი