საქართველოს პროკურატურამ ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ვიდეოფაილი გაავრცელა, სადაც ჩაწერილია ერთ-ერთი დაკავებული ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის, აღიარებითი ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას ადვოკატების თანდასწრებით 16 ივლისს მისცა. საქართველოს პროკურატურამ ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ:
”ვითვალისწინებთ რა საზოგადოების ინტერესს საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს გიორგი აბდალაძის დაკითხვის ამსახველი ჩანაწერი.
ასევე, გვინდა გაცნობოთ, რომ მსგავსი ჩვენება საკუთარი ადვოკატების თანდასწრებით 2011 წლის 14 ივლისს დაკითხულმა ზურაბ ქურციკიძემაც მისცა.”
აღსანიშნავია ის, რომ, როგორც ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, ზურაბ ქურციკიძის აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერი არ გაკეთებულა. აღიარებითი ჩვენებების პარალელურად არ წყდება ჟურნალისტთა სოლიდარობის აქციები. დღეს მორიგი აქცია გლდანის #8- საპყრობილესთან გაიმართა. უცვლელია ჟურნალისტთა მოთხოვნები - ისინი ფოტორეპორტიორების თავდებით გათავისუფლებას, საქმის გამჭვირვალობას და საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის გასაჯაროებას მოითხოვენ.
აბდალაძის აღიარება - ასე ჰქვია ვიდეოფაილს, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მისულ ჟურნალისტებს შესასვლელშივე დაგვირიგეს და გამოგვიშვეს. სხვა არანაირი კომენტარი არ გაკეთდებაო, გვითხრა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა. 15 წუთი და 34 წამი - ეს კი ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორის გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენების ხანგრძლივობაა. აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, ყველაფერი 2002 წელს დაწყებულა - მაშინ, როდესაც გიორგი აბდალაძე რედაქციის დავალებით ერგნეთის ბაზრობაზე კონტრაბანდის თემაზე რეპორტაჟის გასაკეთებლად წავიდა:
”მე და მძღოლი ვიყავით. ერგნეთის ტერიტორიაზე შესვლისას დაგვაკავეს ოსეთის სპეცსამსახურებმა და გვცემეს. მე მანქანის უკანა მხარეს ჩამსვეს. მძღოლს გვერდით ერთი ადამიანი მიუჯდა და აიძულეს ცხინვალის მიმართულებით წასულიყო. რომ მიგვიყვანეს, შენობაში თვალი მოვკარი, რომ რაღაც აბრა იყო, სადაც რუსულად ეწერა ”Южно-Осетинская республика”. მაშინდელი ”კა-გე-ბე” იყო. ახლა როგორ აქვთ და რა აქვთ, არ ვიცი. შეგვიყვანეს შენობაში და დაგვიწყეს ცემა”, - ამბობს გიორგი აბდალაძე.
მოგვიანებით სხვა შენობაში ორ რუს სამხედრო პირთან მიმიყვანესო, ჰყვება გიორგი აბდალაძე და ე.წ. ”ცხინვალის ხელშეკრულებაც” სწორედ იქ გაფორმდა:
”მაგიდაზე ჩემი ძმებისა და დედაჩემის ფოტოები დამიდეს და მითხრეს, რომ თუ მათთან თანამშრომლობაზე უარს ვიტყოდი, მაშინ ლიკვიდირებული იქნებოდა ჩემი ოჯახი და, მათ შორის, მეც. თუ თანამშრომლობაზე თანხმობას განვაცხადებდი, ამ შემთხვევაში გარკვეულ ანაზღაურებასაც გადმომცემდნენ, რაზეც მე ვკითხე, რა არჩევანი მაქვს-მეთქი, იმათ მითხრეს, ან ეს და ან ისო. მივეცი თანხმობა. მომიტანეს ბლანკის ფურცელი, სადაც ხელშეკრულების შინაარსი ეწერა. სიმართლე რომ გითხრათ, ხელშეკრულებისათვის თვალი არ გადამივლია. ხელი მოვაწერე და მივაწოდე”, - ამბობს გიორგი აბდალაძე.
და ის გაათავისუფლეს. ერთი წლის თავზე კი საქმეში იგორ გიორგაძის პარტია ჩაება. როგორც გიორგი აბდალაძე ამბობს, პარტიის წარმომადგენელი ფოტორეპორტიორისაგან მათ მიერ ჩატარებული მიტინგების ფოტოების გადაღებას ითხოვდა. ეს თანამშრომლობა რამდენიმე წელი გაგრძელდაო.
დადგა 2007 წელი. გიორგი აბდალაძე პარლამენტის პრესცენტრში იწყებს მუშაობას. როგორც მისი აღიარებიდან ირკვევა, კიდევ ერთი დაკავებული და ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორი, ზურაბ ქურციკიძე, მას სწორედ ამ პერიოდში უკავშირდება:
”ქურციკიძემ შემახსენა, რომ ისიც მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ სააგენტოსთან. ის ფოტოები, რაც მე მჭირდება, გიორგი, მჭირდება იმისათვის, რომ მოსკოვში გადავაგზავნოო. შემახსენა ცხინვალის ამბავი, რომ მეც ვიმყოფები ამ სამსახურშიო და მთხოვა, რომ რაღაც ფოტოები მიმეწოდებინა მისთვის. გარკვეული დროის შემდეგ ქურციკიძემ მთხოვა, ფოტოებთან ერთად სტენოგრამაც გამეკეთებინა, რადგან ეს მოსკოვში სჭირდებოდათ. მე შევუსრულე ეს თხოვნა. მითხრა, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა ხელზე, ევროებით.”
თუკი გიორგი აბდალაძის აღიარებით ჩვენებას დავყრდნობით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ის და ზურაბ ქურციკიძე იღებდნენ ფოტოებს იმის შესახებ, თუ როგორ იხევდა ქართული ჯარი უკან და ამას კვლავ მოსკოვში გზავნიდნენ.
2010 წელს გიორგი აბდალაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იწყებს მუშაობას. ის აღიარებით ჩვენებაში ჰყვება, რომ მას ზუსტად იმავე საქმის კეთება ევალებოდა, რაც პარლამენტში მუშაობის დროს, ანუ გადაეღო ოფიციალური შეხვედრები და ეს ფოტოები გარკვეული პერიოდულობით ზურაბ ქურციკიძისათვის მიეწოდებინა. მისი თქმით, ზურაბ ქურციკიძის ბოლო თხოვნა იყო, გარდა ფოტოებისა, გაეკეთებინა სტენოგრამაც. მან ეს თხოვნაც შეასრულა.
გიორგი აბდალაძის აღიარებით ჩვენებას ესწრებოდნენ მისი ადვოკატებიც:
”მე ოქმზე ძალიან სერიოზული ჩანაწერი გავაკეთე. რომ ეს ჩვენება მიღებულია ზეწოლის შედეგად. მე არ ვთვლი, რომ ეს ჩვენება არის თავისუფალი ნების გამოხატულება. და მე ეს ძალიან დეტალურად აღვწერე. ეს დამიდასტურა სამივე ადვოკატმა და ამით შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ დროს, როგორც კი გიორგი აბდალაძე იტყვის, რომ ის იმ ჩვენებას არ ეთანხმება, რომელიც მისცა, ამას სწორედ ის ჩანაწერი დაუმტკიცებს, რომელიც მე ოქმზე გავუკეთე”, - ამბობს ეკა ბესელია.
კიდევ ერთი დაკავებული ფოტორეპორტიორის, ზურაბ ქურციკიძის, ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა ორშაბათს ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბ ქურციკიძემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება ჩააბარა. მანვე თქვა ისიც, რომ შესაძლოა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმე შემოდგომაზე დაგეგმილ სასამართლომდე საპროცესო შეთანხმებით დასრულდეს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს:
”რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ მთავარ სხდომამდე მოხდეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება, არ გამოვრიცხავ ამას, იმიტომ რომ, როგორც წესი, ასეთ საქმეებზე გამოძიება დაინტერესებულია, რომ საქმე რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. თუმცა საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მოლაპარაკება. სავარაუდოდ, ალბათ დავეკონტაქტებით გამომძიებელს. ადვოკატები ჩვეულებრივ რეჟიმში ვაპირებთ საქმეზე სერიოზულ მუშაობას”, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი.
მიუხედავად ერთმანეთს მიყოლებული აღიარებითი ჩვენებებისა, მედია კვლავ აგრძელებს დაკავებული ფოტორეპორტიორების - ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძისა და ირაკლი გედენიძის - მხარდამჭერ აქციებს. 18 ივლისს გლდანის მერვე საპყრობილესთან შეკრებილმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფოტორეპორტიორებს მხარდაჭერა შვიდწუთიანი გაბმული საყვირების ხმაურით დაუდასტურეს. 18 ივლისსვე ქართული გაზეთების მნიშვნელოვანი ნაწილის პირველი გვერდი ფოტოების გარეშე დაიბეჭდა. მედიაგამოცემებმა ფოტოებისათვის განკუთვნილ ადგილას სიტყვა ”პროტესტი” მოათავსეს.
”ვითვალისწინებთ რა საზოგადოების ინტერესს საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს გიორგი აბდალაძის დაკითხვის ამსახველი ჩანაწერი.
ასევე, გვინდა გაცნობოთ, რომ მსგავსი ჩვენება საკუთარი ადვოკატების თანდასწრებით 2011 წლის 14 ივლისს დაკითხულმა ზურაბ ქურციკიძემაც მისცა.”
მე და მძღოლი ვიყავით. ერგნეთის ტერიტორიაზე შესვლისას დაგვაკავეს ოსეთის სპეცსამსახურებმა და გვცემეს...
აბდალაძის აღიარება - ასე ჰქვია ვიდეოფაილს, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მისულ ჟურნალისტებს შესასვლელშივე დაგვირიგეს და გამოგვიშვეს. სხვა არანაირი კომენტარი არ გაკეთდებაო, გვითხრა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა. 15 წუთი და 34 წამი - ეს კი ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორის გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენების ხანგრძლივობაა. აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, ყველაფერი 2002 წელს დაწყებულა - მაშინ, როდესაც გიორგი აბდალაძე რედაქციის დავალებით ერგნეთის ბაზრობაზე კონტრაბანდის თემაზე რეპორტაჟის გასაკეთებლად წავიდა:
”მე და მძღოლი ვიყავით. ერგნეთის ტერიტორიაზე შესვლისას დაგვაკავეს ოსეთის სპეცსამსახურებმა და გვცემეს. მე მანქანის უკანა მხარეს ჩამსვეს. მძღოლს გვერდით ერთი ადამიანი მიუჯდა და აიძულეს ცხინვალის მიმართულებით წასულიყო. რომ მიგვიყვანეს, შენობაში თვალი მოვკარი, რომ რაღაც აბრა იყო, სადაც რუსულად ეწერა ”Южно-Осетинская республика”. მაშინდელი ”კა-გე-ბე” იყო. ახლა როგორ აქვთ და რა აქვთ, არ ვიცი. შეგვიყვანეს შენობაში და დაგვიწყეს ცემა”, - ამბობს გიორგი აბდალაძე.
მოგვიანებით სხვა შენობაში ორ რუს სამხედრო პირთან მიმიყვანესო, ჰყვება გიორგი აბდალაძე და ე.წ. ”ცხინვალის ხელშეკრულებაც” სწორედ იქ გაფორმდა:
”მაგიდაზე ჩემი ძმებისა და დედაჩემის ფოტოები დამიდეს და მითხრეს, რომ თუ მათთან თანამშრომლობაზე უარს ვიტყოდი, მაშინ ლიკვიდირებული იქნებოდა ჩემი ოჯახი და, მათ შორის, მეც. თუ თანამშრომლობაზე თანხმობას განვაცხადებდი, ამ შემთხვევაში გარკვეულ ანაზღაურებასაც გადმომცემდნენ, რაზეც მე ვკითხე, რა არჩევანი მაქვს-მეთქი, იმათ მითხრეს, ან ეს და ან ისო. მივეცი თანხმობა. მომიტანეს ბლანკის ფურცელი, სადაც ხელშეკრულების შინაარსი ეწერა. სიმართლე რომ გითხრათ, ხელშეკრულებისათვის თვალი არ გადამივლია. ხელი მოვაწერე და მივაწოდე”, - ამბობს გიორგი აბდალაძე.
და ის გაათავისუფლეს. ერთი წლის თავზე კი საქმეში იგორ გიორგაძის პარტია ჩაება. როგორც გიორგი აბდალაძე ამბობს, პარტიის წარმომადგენელი ფოტორეპორტიორისაგან მათ მიერ ჩატარებული მიტინგების ფოტოების გადაღებას ითხოვდა. ეს თანამშრომლობა რამდენიმე წელი გაგრძელდაო.
დადგა 2007 წელი. გიორგი აბდალაძე პარლამენტის პრესცენტრში იწყებს მუშაობას. როგორც მისი აღიარებიდან ირკვევა, კიდევ ერთი დაკავებული და ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორი, ზურაბ ქურციკიძე, მას სწორედ ამ პერიოდში უკავშირდება:
”ქურციკიძემ შემახსენა, რომ ისიც მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ სააგენტოსთან. ის ფოტოები, რაც მე მჭირდება, გიორგი, მჭირდება იმისათვის, რომ მოსკოვში გადავაგზავნოო. შემახსენა ცხინვალის ამბავი, რომ მეც ვიმყოფები ამ სამსახურშიო და მთხოვა, რომ რაღაც ფოტოები მიმეწოდებინა მისთვის. გარკვეული დროის შემდეგ ქურციკიძემ მთხოვა, ფოტოებთან ერთად სტენოგრამაც გამეკეთებინა, რადგან ეს მოსკოვში სჭირდებოდათ. მე შევუსრულე ეს თხოვნა. მითხრა, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა ხელზე, ევროებით.”
მე ოქმზე ძალიან სერიოზული ჩანაწერი გავაკეთე. რომ ეს ჩვენება მიღებულია ზეწოლის შედეგად. მე არ ვთვლი, რომ ეს ჩვენება არის თავისუფალი ნების გამოხატულება...