რუსეთში ჟურნალისტები პროტესტს გამოთქვამენ მათ კოლეგებზე თავდასხმების გამო. ღია წერილი, რომელიც გაზეთ „კომერსანტის“ დღევანდელი ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა, ძალადობისგან ჟურნალისტების უკეთ დაცვის მოთხოვნას შეიცავს. შაბათს სასტიკად სცემეს „კომერსანტის“ რეპორტიორი ოლეგ კაშინი, რომელიც კომაში იმყოფება. წუხელ კი მოსკოვის შემოგარენში, ქალაქ ჟუკოვსკიში, თავს დაესხნენ გაზეთ „ჟუკოვსკიე ვესტის“ კორესპონდენტ ანატოლი ადამჩუკს, რომელმაც შედეგად ტვინის შერყევა მიიღო.
„კომერსტანტის“ კორესპონდენტ ოლეგ კაშინზე თავდასხმა ასახულია 90-წამიან ვიდეოფილმში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიითაც იქნა ნაჩვენები. ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება ჟურნალისტს ორი პირი, როგორ აგდებენ მას ძირს და, დაახლოებით, ორი წუთის განმავლობაში უმოწყალოდ სცემენ რაღაც საგნით. როგორც ვარაუდობენ, ეს საგანი რკინის ჯოხი იყო, რომელიც ადგილზე ყვავილების თაიგულში ჩამალული მიიტანეს.
თავდასხმა პარასკევს ღამით, მოსკოვში, პიატნიცკის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი სახლში ბრუნდებოდა. კაშინმა მძიმე ტრავმები მიიღო. ის სახის ქირურგიის სპეციალიზებულ საავადმყოფოშია მოთავსებული და ორი ოპერაციის შემდეგ ხელოვნურად გამოწვეულ კომაში იმყოფება. ექიმების თქმით, მას აღენიშნებოდა ყბების, ხელის მტევნის და თითების მოტეხილობები, ასევე მოტეხილი ჰქონდა ორივე ფეხი, მიღებული აქვს ტვინის ტრავმა, დაშავებული – შინაგანი ორგანოები. ორი კომპლექსური და ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ, ექიმები აცხადებენ, რომ ჟურნალისტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
თავდასხმის ფაქტის ირგვლივ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ორშაბათს დაკითხვაზე გამოიძახეს „კომერსანტის“ მთავარი რედაქტორი, მიხაილ მიხაილინი, რომელმაც რადიო „თავისუფლების“ რუსულ სამსახურს ტელეფონით გაანდო თავდასხმის მოტივის სავარაუდო ვერსიები: „ვფიქრობ, თავდასხმის მოტივების შესახებ სამი ვერსია არსებობს - ამაზე დავწერეთ კიდეც. პირველი ვერსიაა ოლეგის კონფლიქტი [პსკოვის ოლქის გუნერნატორ ანდრეი] ტურჩაკთან, რაზეც პრესაშიც იწერებოდა. მეორე შესაძლო მოტივი მის მიერ ხიმკის ტყეში [ავტობანის აშენების] გაშუქებას უკავშირდება. მესამე ვერსია კი უკავშირდება ოლეგის მიერ ექსტრემისტული ორგანიზაციების მოქმედების გამოძიებას“.
კაშინის ცემის ფაქტს ღრმა შეშფოთებით გამოეხმაურნენ ევროკავშირი, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“. მოსკოვში გრძელდება ჟურნალისტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, მათ კოლეგებზე თავდასხმების გამო. ღია წერილი, რომელიც გაზეთ „კომერსანტის“ ორშაბათის ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა, ძალადობისაგან ჟურნალისტების უკეთ დაცვის მოთხოვნას შეიცავს.
თუმცა, ამ ფონზე, კვირას გვიან ღამით კიდევ ერთ ჟურნალისტს დაესხნენ თავს. მოსკოვის შემოგარენის ქალაქ ჟუკოვსკიში გაზეთ „ჟუკოვსკიე ვესტის“ კორესპონდენტ ანატოლი ადამჩუკს თავში ჩაარტყეს. ახლა ის სახლში იმყოფება, ტვინის შერყევის დიაგნოზით.
ბოლო პერიოდში ჟურნალისტი ადგილობრივი ტყის დაცვის კამპანიაში იღებდა მონაწილეობას – ამ ტყეს გაჩეხვას უპირებენ, ავიასალონ „მაკსთან“ მისასვლელი ავტობანის აშენების მიზნით. „ჟუკოვსკიე ვესტის“ მთავარი რედაქტორი ადამჩუკზე თავდასხმას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
ჟურნალისტებზე თავდასხმა რუსეთში იშვიათი არ არის. „კომერსტანტში“ ორშაბათს გამოქვეყნებულ
ღია წერილში ნათქვამია, რომ მარტო მიმდინარე წელს ქვეყანაში რვა ჟურნალისტი დახოცეს.
უმეტეს შემთხვევაში, დამნაშავეებს ვერ პოულობენ ხოლმე. თუმცა, ამჯერად, კრემლი ცდილობს აჩვენოს, რომ საქმე სხვაგვარად იქნება. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა რუსეთის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადად დაავალა კაშინის საქმის გამოძიება – რუსეთის ტელეარხებზე, ახალი ამბების გამოშვებებში კი ეს ინციდენტი პირველ ამბად გავიდა.
„დამნაშავეები უნდა იპოვონ და დასაჯონო“ – დაწერა მედვედევმა სოციალურ ქსელ თვითერზე.
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, იმის გამო, რომ ბევრ შემთხვევაში, ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მათ მკვლელობაში დამნაშავე პირთა გამოვლენა ვერ მოახერხა, მთავრობამ ქვეყანაში დაუსჯელობის ატმოსფერო შექმნა.