ყოველკვირეული რადიოჟურნალის, მეათე სტუდიის თემებია: პატიმრობის კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულთათვის უმაღლესი სასწავლების კარი შესაძლოა დაიხუროს. მოგითხრობთ ახლახან გამოცემულ წიგნზე, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს ეხება და რომლის ავტორი ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძეა. ზუსტად ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსმა მწერალმა, ალექსანდრ სოლჟენიცინმა წერილი - როგორ მოვაწყოთ რუსეთი - გამოაქვეყნა, რომელმაც უფლებადამცველებსა და ლიბერალებს შოკი მოჰგვარა - გავიხსენებთ ავტორს და წერილის შინაარსს. და ბოლოს, კომპანია მაიკროსოფტი საკუთარ პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიას უფასოდ გადასცემს ყველა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას - რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1