სულ მცირე, 124 ადამიანი ემსხვერპლა და დაახლოებით 1,600 დაიჭრა ყირგიზეთის სამხრეთში, ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებებში, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. ქვეყნის უზბეკური უმცირესობის ათიათასობით წარმომადგენელი ძალადობისგან გაქცევას უზბეკეთში გადასვლით ცდილობს.
სამხრეთ ყირგიზეთში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, ოთხი დღის წინ დაწყებული შეტაკებებისა და დარბევების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 124 ადამიანი, დაიჭრა 1,600-ზე მეტი.
ამ მოვლენების გამო ეჭვქვეშ დადგა ყირგიზეთის ახალი, დროებითი მთავრობის უნარი მართოს ქვეყანა, რომელშიც როგორც აშშ-ის, ისე რუსეთის სამხედრო საჰაერო ბაზა მდებარეობს. თუმცა ორშაბათ საღამოს დროებითი მთავრობა აცხადებდა, რომ ვითარების სტაბილიზაციის გარკვეული იმედი გაჩნდა. ახალი ამბების სააგენტოები ავრცელებენ დროებითი მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ მათ დააპატიმრეს ყირგიზეთის არმიის ფორმაში ჩაცმული რამდენიმე სნაიპერი, ისევე როგორც პროვოკატორები, რომლებსაც არეულობების მოწყობა ბრალდებათ.
როგორც იუწყებიან, ოშისა და ჯაჯალ-აბადის პროვინციები ათიათასობით ეთნიკურმა უზბეკმა დატოვა და მეზობელ უზბეკეთს შეაფარა თავი. ისინი იმ ყირგიზების შეიარაღებულ ბანდებს გაექცნენ, რომლებსაც უზბეკების მკვლელობები და მათი საკუთრების განადგურება ბრალდებათ.
თუმცა ათიათასობით ლტოლვილის მიღების შემდეგ, როგორც იუწყებიან, უზბეკეთმა ყირგიზეთთან საზღვარი ჩაკეტა.
გაურკვეველია რამ მოახდინა ძალადობის პროვოცირება. ასახელებენ ერთ-ერთ კაზინოში მომხდარ კონფლიქტს, ასევე საუბრობენ მგზავრზე, რომელმაც ტაქსის მძღოლს მგზავრობის საფასური არ გადაუხადა. სხვა ინფორმაციით, ძალადობის აფეთქებას უზბეკების მიერ ყირგიზი გოგონების გაუპატიურებამ მისცა ბიძგი.
მიმდინარე მოვლენები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ძალადობის ყველაზე მასშტაბური შემთხვევებია ყირგიზეთისთვის. არსებობს საშიშროება, რომ პროცესები სამოქალაქო ომში გადაიზრდება ან ყირგიზეთსა და უზბეკეთს შორის გამოიწვევს კონფლიქტს. თუ დროებითი მთავრობა კონტროლს დაკარგავს, შეიძლება ყირგიზეთი დაიშალოს და შეწყვიტოს დამოუკიდებელ ქვეყნად არსებობა.
ჯალალ-აბადის იმ უწყებამ, რომელიც კომენდანტის საათის მოქმედებას აკონტროლებს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯალალ-აბადს ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება შეუწყვიტეს, რათა კიდევ უფრო მეტი სახლის დაწვა აერიდებინათ თავიდან.
სროლის ხმა კვლავ ისმის ქალაქ ოშიდან, სადაც ყველაზე სისხლიანი შეტაკებები მოხდა. მსხვერპლის დიდი უმრავლესობა იქ მომხდარ შეტაკებებს მოჰყვა.
ახალი ამბების სააგენტოების თანახმად, უზბეკეთის მთავრობა იუწყება, რომ ყირგიზეთიდან საზღვარი დაახლოებით 45,000-მა პირმა გადალახა. ამ რაოდენობაში არ იგულისხმებიან უზბეკეთში მშობლებთან ერთად ჩასული მცირეწლოვანი ბავშვები. ლტოლვილები ანდიჟონის პროვინციის ირგვლივ რამდენიმე ბანაკში დაასახლეს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორშაბათს გავრცელდა ცნობები, თითქოს უზბეკეთმა შეწყვიტა ლტოლვილების მიღება.
რადიო თავსუფლების კორესპონდენტების ცნობით, ლტოლვილთა უმრავლესობას ქალები, ბავშვები და მოხუცები შეადგენენ. კაცების უმრავლესობა ყირგიზეთში დარჩა სახლების და სხვა კერძო საკუთრების დასაცავად.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, რომ სამხრეთ ყირგიზეთში არსებული ვითარება „კრიტიკული“ ხდება.
კრიზისს საერთაშორისო პოლიტიკური ძალებიც ეხმაურებიან. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის კეტრინ ეშტონის თქმით, ევროკავშირი „ძალიან შეშფოთებულია“ ყირგიზეთში შექმნილი ვითარებით.
პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი ფიქრობს ყირგიზეთში სამხედრო დახმარება გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, რომ შაბათს მოსკოვმა ასეთ თხოვნაზე უარი უთხრა დროებითი მთავრობის ლიდერ როზა ოტუნბაევას.
ყირგიზეთში ვითარების განმუხტვის მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე მოსკოვში იმსჯელეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა. ამ ორგანიზაციაში ყირგიზეთიც შედის. მათ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა სამხედრო ჩარევა არ გამორიცხეს.
სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებები რაც შეიძლება მალე უნდა აღიკვეთოს.
ყირგიზეთის წინა მთავრობა 7 აპრილს დაამხეს სახალხო აჯანყების შედეგად, რასაც 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
მას შემდეგ სამხრეთ ყირგიზეთში, სადაც ექს-პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ხშირად ხდება შეტაკებები და არეულობა. დროებითი მთავრობა ამაში ბრალს ბაკიევის მომხრეებს სდებს. თავად ბაკიევი ყირგიზეთში მიმდინარე ძალადობასთან კავშირს უარყოფს.