Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის მთავრობამ რუსეთს მიმართა სამხედრო ძალით დახმარების თხოვნით


ყირგიზეთის გარდამავალმა მთავრობამ რუსეთს მიმართა დღეს სამხედრო დახმარების თხოვნით მას მერე, რაც სამხრეთის ქალაქ ოშში სულ მცირე 70 ადამიანი დაიხოცა ძალადობის შედეგად. დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, როზა ოტუნბაევამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლება ვერ უმკლავდება ქვეყანაში ვითარებას და სჭირდება სამხედრო ძალის შეყვანა მდგომარეობის სტაბილიზების მიზნით. ოტუნბაევას თქმით, მან ამ თხოვნის წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს. ოტუნბაევას თანახმად, ყირგიზეთი „მესამე“ ქვეყნის მხრიდანაც ცდილობს დახმარების მიღებას. ყირგიზეთის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების ცნობით, ექვსასზე მეტი ადამიანი დაშავდა ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებების შედეგად.

რუსეთმა დღეს უარი უთხრა ყირგიზეთის თხოვნას სამხედრო დახმარების შესახებ, სამხრეთ ყირგიზეთში მზარდი ძალადობის შესაჩერებლად. კრემლის წარმომადგენელმა, ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა, რომ ვითარება „ყირგიზეთის შიდა კონფლიქტია და რუსეთი ვერ ხედავს პირობებს, რომ მის მოგვარებაში ჩაერთოს.

ყირგიზეთის გარდამავალმა მთავრობამ რუსეთს დღეს მიმართა სამხედრო დახმარების თხოვნით მას მერე, რაც სამხრეთის ქალაქ ოშში სულ მცირე 75 ადამიანი დაიხოცა და ათასამდე დაშავდა ძალადობის შედეგად. შეტაკებები მოხდა ხუთშაბათს ღამით ყირგიზ და უზბეკ ახალგაზრდებს შორის უშიშროების ძალების იქ ყოფნის მიუხედავად. ყირგიზეთის გარდამავალმა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სამხრეთის მეორე ქალაქში, ჯალალ-აბადში. მთავრობამ ჯარს უფლება მისცა იარაღის გამოყენებისა ეთნიკური ძალადობის შესაჩერებლად.
XS
SM
MD
LG