სულ ცოტა, 17 ადამიანია მოკლული სამხრეთ ყირიგზეთში დაპირისპირების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ყირიგზეთის დროებითმა მთავრობამ ქალაქ ოშში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და იქ ჯარი და ჯავშანმანქანები გაგზავნა ძალადობის ჩასახშობად, რომელშიც, მიღებული ცნობების თანახმად, ახალგაზრდების დაპირისპირებული ჯგუფები მონაწილეობენ.
ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოკლულია 17 ადამიანია, ხოლო კიდევ 150-მდე პირი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. გავრცელებული ცნობებით, ძალადობრივ დაპირისპირებაში მონაწილეობდა რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირების გარდა, ამსხვრევდნენ მაღაზიების ვიტრინებს, ძარცვავდნენ მათ და ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებს.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, ძალადობა რეგიონში ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაპირისპირების გამო მოხდა. დროებითი მთავრობის თანახმად, საგანგებო ვითარება ოშსა და მის მიმდებარე სამ რაიონში, სულ ცოტა, 20 ივნისამდე გაგრძელდება. გამოცხადებულია კომენდანტის საათი. შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლოტ შერნიაზოვი და თავდაცვის მინისტრი ისმაილ ისაკოვი რეგიონში ჩავიდნენ. სამხრეთი ყირგიზეთი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის - ყურმანბეკ ბაკიევის დასაყრდენს წარმოადგენდა.