ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ მხარდაჭერას უკრაინისა და საქართველოსადმი, რაც ამ ქვეყნებში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტისას გამოიხატა, თითქმის ყოვლედღიურად ახლავს ამ ქვეყნების მხარდამჭერი განცხადებები. ჯოზეფ ბაიდენის მიერ კიევიდან და თბილისიდან რუსეთისადმი გაგზავნილ მკვეთრ სიგნალებს მყისიერად მოჰყვა ერთგვარი მხარდაჭერის ტალღა დასავლეთიდან. ერთ-ერთ ბოლო და სერიოზულ შემადგენელ ნაწილად ამ ტალღისა უნდა განვიხილოთ საქართველოს თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის განცხადება, რომელიც მან კონგრესში მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.
ფილიპ გორდონის გამოსვლა რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს ეხებოდა, ურთიერთობების გადატვირთვის კონტექსტში, და მასში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საქართველოს თემამ. ”გარკვეული პოზიტიური ძვრების მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ გადატვირთვის პოლიტიკა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის იოლი იქნება”, - აღნიშა ფილიპ გორდონმა და შემდეგ თქვა, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლიათ ერთად მუშაობა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც ერთნაირად უკავშირდება ორივე ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ, იმავდროულად, არის საკითხები, რომელთა მიმართაც რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციები კარდინალურად განსხვავებულია და მხარეებს მართებთ მოუსმინონ ერთმანეთს. რომელია ეს საკითხები? როგორც გორდონმა კონგრესში გამოსვლისას აღნიშნა, ეს არის ადამიანის უფლებების საკითხი რუსეთში და რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების უკანონო აღიარება. ”პრეზიდენტმა ობამამ გააკეთა მკაფიო გზავნილი, როცა თქვა, რომ გადატვირთვა რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში არ მოხდება ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების ხარჯზე” - ესეც ამონარიდია ფილიპ გორდონის მოხსენებიდან, რომელშიც ასევე ნათქვამია: ”ჩვენ არა მარტო სიტყვით, საქმით ვამტკიცებთ ჩვენს მხარდაჭერას რუსეთის უშუალო მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მათ შორის არიან უკრაინა და საქართველო. მოსკოვში პრეზიდენტმა ობამამ მკაფიოდ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც დაუჭერს მხარს ამ ქვეყნების უფლებას თავად აირჩიონ სტრატეგიული პარტნიორები და ალიანსები თავიანთივე უსაფრთხოებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების ეს პოზიცია კიდევ უფრო განამტკიცა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინასა და საქართველოში ვიზიტისას.”
”გორდონი პრაქტიკულად არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰილარი კლინტონის მოადგილე. მისი ეს განცხადება არის ძალიან სერიოზული, ეს არის ოფიციალური დოკუმენტი.” პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელის ეს კომენტარი რადიო თავისუფლების არქივიდანაა. ივნისის შუა რიცხვებში ალექსანდრე რონდელს ვთხოვეთ კომენტარი ფილიპ გორდონის მაშინდელ ვრცელ მოხსენებაზე, რომლითაც მან კონგრესში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტების ერთგვარი პრეზენტაცია მოახდინა. ეს იყო ბარაკ ობამას მოსკოვში ვიზიტის წინ. მოვიყვან ამონარიდს ფილიპ გორდონის ივნისის მოხსენებიდან იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად მკაფიოდ მიჰყვება ამერიკის შეერთებული შტატები თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ:” შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს უსაფრთხოება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, იმისათვის, რომ საქართველოში გაფართოვდეს საერთაშორისო წარმომადგენლობა სეპარატისტულ რეგიონებში და ამერიკის შეერთებული შტატები,საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, გააგრძელებს სოლიდარობის პოლიტიკას, რათა უარი ითქვას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე.”
ეს ყველაფერი გაიმეორა და განავრცო თბილისში ყოფნისას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა. ამ ვიზიტის დასრულებისთანავე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ კროულიმ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, განსაკუთრებით ქვეყანაში და მის გარშემო არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
ჯოზეფ ბაიდენმა თბილისში თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გაფართოება-განმტკიცებას. როგორც შეგახსენეთ, ეს პოზიცია ჯერ კიდევ ივნისის შუა რიცხვებში დაადასტურა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა, ხოლო ორიოდე დღის წინ ევროკავშირში, ევროკავშირის მისიისთვის მანდატის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტისას, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის, საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა თქვა: ”დღევანდელი აქცენტი იყო იმისთვის, რომ გაგვეგზავნა უწყვეტობის და სტაბილურობის გზავნილი - ჩვენ იქ ვართ და განვაგრძობთ იქ ყოფნას საჭირო საქმის საკეთებლად. ზაფხულის შემდეგ სხვა საკითხები გვექნება განსახილველი, მათ შორის, სხვა მხარის მონაწილეობის საკითხი, რომელიც შესაძლოა დადგეს და დადგება კიდეც დღის წესრიგში.”
დაახლოებით ერთი კვირის წინ საქართველოს ხელისუფლებაში დაადასტურეს, რომ დაწყებულია კონსულტაციები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საქართველოში ევროკავშირის მისიის გახსნის თაობაზე არაწევრი მხარისთვის, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
ფილიპ გორდონის გამოსვლა რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს ეხებოდა, ურთიერთობების გადატვირთვის კონტექსტში, და მასში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საქართველოს თემამ. ”გარკვეული პოზიტიური ძვრების მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ გადატვირთვის პოლიტიკა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის იოლი იქნება”, - აღნიშა ფილიპ გორდონმა და შემდეგ თქვა, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლიათ ერთად მუშაობა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც ერთნაირად უკავშირდება ორივე ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ, იმავდროულად, არის საკითხები, რომელთა მიმართაც რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციები კარდინალურად განსხვავებულია და მხარეებს მართებთ მოუსმინონ ერთმანეთს. რომელია ეს საკითხები? როგორც გორდონმა კონგრესში გამოსვლისას აღნიშნა, ეს არის ადამიანის უფლებების საკითხი რუსეთში და რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების უკანონო აღიარება. ”პრეზიდენტმა ობამამ გააკეთა მკაფიო გზავნილი, როცა თქვა, რომ გადატვირთვა რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში არ მოხდება ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების ხარჯზე” - ესეც ამონარიდია ფილიპ გორდონის მოხსენებიდან, რომელშიც ასევე ნათქვამია: ”ჩვენ არა მარტო სიტყვით, საქმით ვამტკიცებთ ჩვენს მხარდაჭერას რუსეთის უშუალო მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მათ შორის არიან უკრაინა და საქართველო. მოსკოვში პრეზიდენტმა ობამამ მკაფიოდ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც დაუჭერს მხარს ამ ქვეყნების უფლებას თავად აირჩიონ სტრატეგიული პარტნიორები და ალიანსები თავიანთივე უსაფრთხოებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების ეს პოზიცია კიდევ უფრო განამტკიცა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინასა და საქართველოში ვიზიტისას.”
”გორდონი პრაქტიკულად არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰილარი კლინტონის მოადგილე. მისი ეს განცხადება არის ძალიან სერიოზული, ეს არის ოფიციალური დოკუმენტი.”