ისეთი რანგის სახელმწიფო მოხელე, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტია, თავის გამოსვლებში ყველა სიტყვას წონის. მან თბილისში ილაპარაკა ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტისა და ამერიკის შერთებული შტატების სახელით და მკაფიოდ თქვა, რომ ამერიკა იყო, არის და იქნება საქართველოს გვერდით როგორც გარანტი. ვიცე-პრეზიდენტისგან საქართველოს სერიოზულ მხარდაჭერას ელოდნენ, მაგრამ ბაიდენის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ბევრი აღნიშნავდა, რომ გამოსვლამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა.
ემოციური, მაგრამ ისტორიული გამოსვლა - ასე შეაფასეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის გამოსვლა პარლამენტში.
”ბატონებო და ქალბატონებო, ჩემი პრეზიდენტი და მე, ჩემი ქვეყანა, გისურვებთ, რომ თქვენი დიდი ამოცანები შეესაბამებოდეს თქვენს შესაძლებლობებს. მე ვიცი, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ და თქვენც იცით ეს. ძალიან დიდი მადლობა, რომ არა მარტო თქვენი ქვეყნის შთაგონება მოახერხეთ თავისუფლების იდეალებით, არამედ მილიონობით სხვა ხალხისაც. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და მხარს გიჭერთ.როგორც გარანტი, ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, ვიდგებით თქვენს გვერდით. ”
ამ სიტყვაზე კომენტარი მაშინ, 23 ივლისს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ სამადაშვილსაც ვთხოვეთ. შერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა მანაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოისმინა.
”ვინ იცის, რამდენი თაობა ოცნებობდა, რომ აქ ამგვარი სიტყვა მოესმინა. მე მგონი, ახლა ამას უნდა შინ მისვლა და ამ ტექსტის რამდენჯერმა წაკითხვა.”
მას შემდეგ ტექსტი რამდენჯერმე ბევრმა წაიკითხა საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც. დასკვნა არ შეცვლილა და ის ერთია: ყველა, ვისაც ჰქონდა თუნდაც მცირე მოლოდინი იმისა, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა შეიძლება მომხდარიყო საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე, შეცდა. როგორც თბილისში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა,”ამერიკის შეერთებულ შტატებს პრინციპების ერთგული ხალხი მართავს“ და ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება გავლენის სფეროებს 21-ე საუკუნეში.
ჯოზეფ ბაიდენის თბილისში ვიზიტს დაემთხვა რუსთაველის გამზირის გაწმენდა რკინის კონსტრუქციებისგან. სააკაშვილის პოლიტიკურმა ოპონენტებმა, მათ, ვინც ხანგრძლივ საპროტესტო აქციებს მართავდა თბილისის ცენტრში, სააკაშვილის პრეზიდენტობიდან გადადგომის მოთხოვნით, აღნიშნეს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატა საქართველოს და არა რომელიმე პერსონის ურყევი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ჯოზეფ ბაიდენმა, შეერთებული შტატების სახელით, მართლაც ძალიან მტკიცედ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მხარდაჭერა იქნა აღქმული სრულად - საქართველოს, მისი საზოგადოებისა და ხელისუფლების მხარდაჭერად, ხელისუფლებისა, რომელსაც ოპონენტები ეუბნებოდნენ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მას დასავლეთმა ზურგი შეაქცია და შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია არ დაელაპარაკებოდა ისე, როგორც წინა ადმინისტრაცია ელაპარაკებოდა. ” ახლა ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაასრულებს თავის საპრეზიდენტო ვადას, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა”, - წერენ დასავლელი მიმომხილველები. - ”არ გამართლდა რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი, რომ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია”, - დასძენენ ისინი. მიხეილ სააკაშვილს ”პოლიტიკური გვამი” დმიტრი მედვედევმა უწოდა.
მას შემდეგ, რაც ობამამ თავად მედვედევზე თქვა, ეს არის კაცი, ვისთანაც ლაპარაკი და ურთიერთგაგების მიღწევა შესაძლებელიაო, მისი რიტორიკა ოდნავ შეიცვალა, თუმცა შეიცვალა ფორმით და არა შინაარსით. მაგრამ რა თქვა მედვედევმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიერ თბილისში გაკეთებული მკვეთრი განცხადებების, რუსეთისკენ მიმართული მკვეთრი გზავნილების შემდეგ? თქვა ის, რომ რუსეთს არასწორად მიაჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესება სხვა სახელმწიფოების ხარჯზე. - აქ მედვედევს სხვა სახელმწიფოებში, საქართველოს და უკრაინის გარდა, რუსეთის და ნიკარაგუის მიერ აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც უნდა ეგულისხმა. დმიტრი მედვედევმა თქვა ისიც, რომ რუსეთს არა აქვს პრეტენზია ჰქონდეს ერთგვარი ირიბი ვეტოს უფლება ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ, მედვედევის თქმით, ნატომ თავად უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა საკუთარ რიგებში ისეთი პრობლემების მქონე ქვეყანა, როგორიც, მაგალითად, საქართველოა. ხოლო რაც შეეხება ურთიერთობას საქართველოსა და მის ხელისუფლებასთან: ” რეჟიმები, ისეთი, როგორიც სააკაშვილის რეჟიმია, მოდიან და მიდიან, მაგრამ ხალხებს შორის გრძნობები რჩება და მე მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობა აღდგება იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა.”
საქართველოში არაერთხელ უთქვამთ, რომ ეს არ მოხდება და კიდევ ბევრჯერ იტყვიან, რომ საქართველო არ შეეგუება მედვედევის მიერ ნახსენებ რეალობას. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინასა და საქართველოში თავისი უმნიშვნელოვანესი ტურნეს ამოწურვის შემდეგ საკუთარი ვარაუდი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, ვის რასთან შეიძლება მოუწიოს შეგუება. ”ვოლ სტრიით ჯოურნალისთვის” მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა სულს ღაფავს და ასეთი სიტუაცია მას დასავლეთთან დათმობაზე წასვლას აიძულებს უსაფრთხოების რიგ საკითხებში. ამ საკითხებში იგულისხმებოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის შესუსტებაც.
ამ ყოფილ რესპუბლიკებს შორის საქართველოსთვის მიცემული რჩევა იყო დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გაღრმავება და აფხაზებისა და ოსებისთვის იმის დანახვება, რომ განვითარებულ და აყვავებულ საქართველოშია მათი თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის გარანტია. ამ მოწოდებას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. სერგეი შამბამ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტისადმი ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: ” ამერიკის შეერთებული შტატების მცდელობა საქართველოსგან შექმნას დემოკრატიული სახელმწიფო, კრახისთვის არის განწირული, რადგან საქართველოს ლიდერები და მისი საზოგადოება განაგრძობენ იმპერიული კატეგორიებით აზროვნებას.” ამ წერილში შამბა ამბობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვითარება სწრაფად იცვლება და აფხაზეთი დაელოდება საერთაშორისო აღიარებას. მაგრამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში რომ აცნობიერებენ, თუ რა რისკების შემცველია ეს უსასრულო ლოდინი, მოწმობს სწორედ სერგეი შამბას სიტყვები, რაც ახლახან დაიმოწმა გაზეთმა ” ფაინენშალ თაიმსმა” : ” ჩვენ მოვუწოდებთ დასავლეთს, არ დაგვტოვოს მარტო რუსეთის პირისპირ, შექმნას გარკვეული ბალანსი, მაგრამ დასავლეთში ეს მოწოდება არ ესმით.“
ემოციური, მაგრამ ისტორიული გამოსვლა - ასე შეაფასეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის გამოსვლა პარლამენტში.
ვინ იცის, რამდენი თაობა ოცნებობდა, რომ აქ ამგვარი სიტყვა მოესმინა. მე მგონი, ახლა ამას უნდა შინ მისვლა და ამ ტექსტის რამდენჯერმა წაკითხვა.
ამ სიტყვაზე კომენტარი მაშინ, 23 ივლისს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ სამადაშვილსაც ვთხოვეთ. შერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა მანაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოისმინა.
”ვინ იცის, რამდენი თაობა ოცნებობდა, რომ აქ ამგვარი სიტყვა მოესმინა. მე მგონი, ახლა ამას უნდა შინ მისვლა და ამ ტექსტის რამდენჯერმა წაკითხვა.”
მას შემდეგ ტექსტი რამდენჯერმე ბევრმა წაიკითხა საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც. დასკვნა არ შეცვლილა და ის ერთია: ყველა, ვისაც ჰქონდა თუნდაც მცირე მოლოდინი იმისა, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა შეიძლება მომხდარიყო საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე, შეცდა. როგორც თბილისში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა,”ამერიკის შეერთებულ შტატებს პრინციპების ერთგული ხალხი მართავს“ და ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება გავლენის სფეროებს 21-ე საუკუნეში.
ჯოზეფ ბაიდენის თბილისში ვიზიტს დაემთხვა რუსთაველის გამზირის გაწმენდა რკინის კონსტრუქციებისგან. სააკაშვილის პოლიტიკურმა ოპონენტებმა, მათ, ვინც ხანგრძლივ საპროტესტო აქციებს მართავდა თბილისის ცენტრში, სააკაშვილის პრეზიდენტობიდან გადადგომის მოთხოვნით, აღნიშნეს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატა საქართველოს და არა რომელიმე პერსონის ურყევი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ჯოზეფ ბაიდენმა, შეერთებული შტატების სახელით, მართლაც ძალიან მტკიცედ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მხარდაჭერა იქნა აღქმული სრულად - საქართველოს, მისი საზოგადოებისა და ხელისუფლების მხარდაჭერად, ხელისუფლებისა, რომელსაც ოპონენტები ეუბნებოდნენ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მას დასავლეთმა ზურგი შეაქცია და შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია არ დაელაპარაკებოდა ისე, როგორც წინა ადმინისტრაცია ელაპარაკებოდა. ” ახლა ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაასრულებს თავის საპრეზიდენტო ვადას, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა”, - წერენ დასავლელი მიმომხილველები. - ”არ გამართლდა რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი, რომ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია”, - დასძენენ ისინი. მიხეილ სააკაშვილს ”პოლიტიკური გვამი” დმიტრი მედვედევმა უწოდა.
მას შემდეგ, რაც ობამამ თავად მედვედევზე თქვა, ეს არის კაცი, ვისთანაც ლაპარაკი და ურთიერთგაგების მიღწევა შესაძლებელიაო, მისი რიტორიკა ოდნავ შეიცვალა, თუმცა შეიცვალა ფორმით და არა შინაარსით. მაგრამ რა თქვა მედვედევმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიერ თბილისში გაკეთებული მკვეთრი განცხადებების, რუსეთისკენ მიმართული მკვეთრი გზავნილების შემდეგ? თქვა ის, რომ რუსეთს არასწორად მიაჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესება სხვა სახელმწიფოების ხარჯზე. - აქ მედვედევს სხვა სახელმწიფოებში, საქართველოს და უკრაინის გარდა, რუსეთის და ნიკარაგუის მიერ აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც უნდა ეგულისხმა. დმიტრი მედვედევმა თქვა ისიც, რომ რუსეთს არა აქვს პრეტენზია ჰქონდეს ერთგვარი ირიბი ვეტოს უფლება ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ, მედვედევის თქმით, ნატომ თავად უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა საკუთარ რიგებში ისეთი პრობლემების მქონე ქვეყანა, როგორიც, მაგალითად, საქართველოა. ხოლო რაც შეეხება ურთიერთობას საქართველოსა და მის ხელისუფლებასთან: ” რეჟიმები, ისეთი, როგორიც სააკაშვილის რეჟიმია, მოდიან და მიდიან, მაგრამ ხალხებს შორის გრძნობები რჩება და მე მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობა აღდგება იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა.”
რუსეთის ეკონომიკა სულს ღაფავს და ასეთი სიტუაცია მას დასავლეთთან დათმობაზე წასვლას აიძულებს უსაფრთხოების რიგ საკითხებში.