მუხროვანის ბატალიონის სამხედრო მღელვარება 5 მაისს დღის 10 საათზე დაიწყო და ძალიან მალე, შუადღის 3 საათზე, დასრულდა. თუმცა მოვლენების ასეთ მშვიდ განვითარებას ინციდენტის დასაწყისში ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. დღის 12 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი ოფიცერი, გია ღვალაძე, ჰყვება მოსალოდნელი სამხედრო გადატრიალების შესახებ. ფარულ ვიდეომასალას სულ მალე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, შოთა უტიაშვილის, განცხადება მოჰყვა, რომელშიც ამბოხების რუსულ კვალზეც იყო ყურადღება გამახვილებული.
“ამ ამბოხის ორგანიზატორებად, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გვევლინებოდნენ ყოფილი მაღალი სამხედრო ჩინოსნები. როგორც ჩანს, ეს გეგმა კოორდინირებული იყო რუსეთთან და მიზნად ისახავდა, როგორც მინიმუმ, ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და, როგორც მაქსიმუმ, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას. ამბოხებულების ერთ ნაწილს ჰქონდა პირდაპირი კავშირი რუსებთან, იღებდა მათგან დავალებებს, იღებდა მათგან ფულს. და, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მოყვანილია, ასე ვთქვათ, საბრძოლო მდგომარეობაში.”
სამხედრო დაუმორჩილებლობის ეპიცენტრად იქცა მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონი და მისი მეთაური, პოლკოვნიკი მამუკა გიორგაშვილი. ”არ შეიძლება გულგრილად ვუყურო ამ პროცესს, სანამ ქვეყანა დაემხობა. ჩვენს გვერდით არის ის პირადი შემადგენლობა, რომელმაც საქართველოსათვის იბრძოლა და კიდევ მზად არის. ამ დაძაბულობას უკვე ვეღარ ვიტანთ. - პოლკოვნიკ გიორგაშვილზე დაყრდნობით, ასეთი ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო ”ინტერპრესნიუსმა”.
5 მაისს, დილიდანვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებას ამბოხებულებთან. ჟურნალისტებს კი დაუგმანეს ყველა მისასვლელი მუხროვანის ბაზამდე. გარეგნულად ყველაფერი ჰგავდა სამხედრო ოპერაციას. მუხროვანის ბატალიონის განლაგება ალყაში მოაქციეს მე-4 ქვეითი ბრიგადის სატანკო და საარტილერიო ბატალიონებმა, მათ დახმარებას უწევდა 40-მდე პოლიციის სპეცდანიშნულების ”კობრა” და 500-მდე სპეცრაზმელი. დაახლოებით შუადღის 2 საათზე მუხროვანში მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მოგვიანებით კი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. შუადღის სამ სააათზე ვითარება მუხროვანის სატანკო ბატალიონში განიმუხტა. ამბოხებულები ჩაბარდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს ოპერაციის დასრულება უპატაკა:
”ამბოხების ყველა მონაწილე, მხედველობაში მაქვს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ან დაკავებულია, ან ჩაბარდა და ექვემდებარება და ემორჩილება სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამათ გარდა, აქ, ამ შენობაში, იმყოფებოდა ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედრო. ლაპარაკია ცნობილ, უკვე მერამდენედ ამბოხების მომწყობ, წკრიალაშვილზე და ოთანაძეზე. ისინი, როგორც ყოველთვის, გაიპარნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ალყა აქვს შემორტყმული და აწარმოებენ მათ ძებნას. ყველა, 500-ზე მეტი მოსამსახურე, იმყოფება მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე და მიმდინარეობს მათი ძებნა.”
ამ საუბრიდან ორიოდ წუთშჲ პოლიციის მოზრდილმა კორტეჟმა ყვითელი ავტობუსებით თბილისისკენ წაიყვანა ამბოხებული ბატალიონის დაპატიმრებული სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის - ბატალიონის მეთაური მამუკა გიორგაშვილი. სამართალდამცველებმა დღეს სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, ვახტანგ გორგასლის სამივე ორდენის კავალერი, პოლკოვნიკი კობა კობალაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს. კობა კობალაძემ ბრალდებას აბსურდის თეატრი უწოდა. სამხედრო გადატრიალების მცდელობას მუხროვანში აბსურდი და დადგმული სპექტაკლი უწოდა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ყარყარაშვილმა, რომელიც ასევე ფიგურირებს ფარულ ჩანაწერში:
”მეც თქვენსავით გაკვირვებით ვუსმენდი იმ კადრებს, რომელიც გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის მიერ, და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ქვეყანა, სამშობლო, საქართველოს მოსახლეობა არის ავადმყოფების ხელში.”
გავრცელებული ინფორმაციით, გაქცევით უშველეს თავს ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილებმა - პოლკოვნიკებმა კობა ოთანაძემ და გია წკრიალაშვილმა. ეს სწორედ ის ოფიცრები არიან, რომლებმაც 2001 წლის მაისში მუხროვანში ცნობილი ”მშიერი ბუნტი” მოაწყვეს და რომლებიც დათხოვნილები იყვნენ შეიარაღებული ძალებიდან. აი, ასე მშვიდად და უსისხლოდ დასრულდა მღელვარება მუხროვანის სატანკო ბატალიონში, ისევე როგორც ყველა წინა ბუნტი თუ სამხედრო ამბოხი, მომხდარი სწორედ მუხროვანში, რომელიც პერმანენტული სამხედრო ამბოხის სინონიმად იქცა საქართველოს რეალობაში.