რომელიც 14 წლის წინ “სიცოცხლის გზად” იქცა სოხუმიდან გამოდევნილი ათეულ ათასი ქართველისათვის, 27 სექტემბერს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი აღიმართა. ამ ღონისძიებას, აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უკრაინის გასამხედროებული ორგანიზაცია “უნა-უნსოს” უფროსი მეთაური იური შუხევიჩი ესწრებოდა, ამჯერად საპატიო სტუმრის რანგში. თუმცა 14 წლის წინ იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა “უნა-უნსოს” მებრძოლების გადმოყვანას საქართველოში, სადაც ისინი ქართული არმიის მხარეზე იბრძოდნენ აფხაზეთში. უკრაინელი მოხალისეების მისიას ეძღვნება ჩვენი ყოველკვირეული საავტორი პროგრამა “ჯარისკაცი და სახელმწიფო.”
1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ბრძოლებში ბევრი უკრაინელი მოხალისე მონაწილეობდა. რადგან უკრაინული კანონები მათ ქვეყნის გარეთ მიმდინარე კონფლიქტებში მონაწილეობას უკრძალავდა, მათი ჩამოყვანის ორგანიზებას უკრაინული ნაციონალური ასამბლეისა და უკრაინის ნაციონალური თავდაცვის - იმავე “უნა-უნსოს” -ორგანიზაცია ახდენდა. ამ ორგანიზაციის უფროსმა მეთაურმა იური შუხევიჩმა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ “უნა-უნსოს” რამდენიმე მებრძოლი ბრძოლებში დაიღუპა:
[იური შუხევიჩის ხმა] “ახლავე გეტყვით, რომ შვიდი არის დაღუპული და 22 – დაჭრილი.”
1992-93 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, 300-მდე უკრაინელი მოხალისე იბრძოდა. ისინი, ძირითადად, იმ სამთო ბატალიონში იყვნენ თავმოყრილნი, რომელსაც მაიორი ოლეგ ბაბროვიჩი მეთაურობდა. ქვედანაყოფი ბრძოლებში 1993 წლის ივლისში ჩაება და სოხუმის განაპირა სოფლის, შრომის, აღების დროს პირველი დანაკარგიც განიცადა. ოლეგ ბაბროვიჩი ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის მფლობელია. მას ეს ჯილდო შარშან თებერვალში გადაეცა საზეიმო ვითარებაში. ერთი წლის წინ რადიო “თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ოლეგ ბაბროვიჩი ასე იხსენებდა “უნა-უნსოს” სამხედრო რაზმის ერთ-ერთ საბრძოლო ეპიზოდს აფხაზეთის საომარი კონფლიქტის დროს:
[ოლეგ ბაბროვიჩის ხმა] “მონაწილეობას ვღებულობდი სოხუმის დაცვის ბრძოლებში. ჩემმა ქვედანაყოფმა შტურმით აიღო სოფელი შრომა. სამი მებრძოლი დაგვეღუპა, 28 დაგვეჭრა. პლაცდარმი სამი დღე გვეკავა. მაგრამ შემდეგ, ჩვენთვის გაუგებარი გარემოების გამო, დახმარება ვეღარ მივიღეთ წარმატების გასაღრმავებლად, თუმცა ეს იყო სტრატეგიული უბანი და, როგორც ოფიცერი, ვფიქრობდი, რომ შრომიდან შეგვეძლო გავსულიყავით ახალ ათონზე და გზა მოგვეჭრა გუმისთის დაჯგუფებისათვის. ეს ხდებოდა 17 ივლისს. 19 ივლისს კი უკან გამოვედით.”
1993 წლის ივლისის ბრძოლის ეპიზოდი მხოლოდ ერთია და არა ერთადერთი აფხაზეთის საომარ კამპანიაში, რომლის დროსაც საკმაოდ ხშირი იყო სამხედრო დანაყოფებს შორის შეუთანხმებელი მოქმედება. თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა და ნამდვილად არ უკავშირდება უკრაინელ მოხალისეებს, რომლებიც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მონაწილეობდნენ საკუთარი სინდისისა და კოდექსის კარნახით, - გვითხრა “უნა-უნსოს” უფროსმა მეთაურმა იური შუხევიჩმა, რომელიც გასულ კვირაში ზემო აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მიწვევით.
[იური შუხევიჩის ხმა] “ჩვენი მთავარი მიზანი იყო, დაგვემტკიცებინა საქართველოში, ისევე როგორც შემდეგ ჩეჩნეთში, რომ ჩვენ დავიცავთ ყველა იმ ხალხის თავისუფლებას, რომელიც რუსეთის უღლიდან გათავისუფლებას ცდილობს. და მეორე: გვეჩვენებინა რუსეთისთვის, რომ თუკი ის ცხვირს შემოყოფდა უკრაინაში, იქ მოიძებნებოდნენ ძალები, კოლაბორანტების და მათი აგენტურის გარდა, რომლებიც მას წინააღმდეგობას, სასტიკ წინააღმდეგობას გაუწევდნენ.”
როგორც იური შუხევიჩმა თქვა, 13 წლის წინ აფხაზეთში იმყოფებოდა ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი გიორგი ღონღაძეც, რომელმაც არაერთი სიუჟეტი უძღვნა “უნა-უნსოს” მებრძოლების მოქმედებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში. მაგრამ თავად საქართველოში უკრაინელი მოხალისეების ბრძოლისა და მათი საბრძოლო მეგობრობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. თუ როგორი იყო ეს მეგობრობა, ამის შესახებ “უნა-უნსოს” სამთო ბატალიონის მეთაურმა ოლეგ ბაბროვიჩმა ასეთი რამ გაიხსენა:
[ოლეგ ბაბროვიჩის ხმა] “მე ტყვიამ ხელი გადამიმსხვრია, ნამსხვრევით კი მარჯვენა თეძოში დავიჭერი. დაჭრილი, ტყიანი მთით ორმა ქართველმა გამომიყვანა. ჩვენს ქვემოთ რუსები იდგნენ - მე მგონი, ირკუტსკის დივიზიიდან. ისინი გვხედავდნენ ხეებს შორის და ყუმბარსატყორცნიდან განუწყვეტლივ ცეცხლს გვიშენდნენ. ამ ბიჭებს შეეძლოთ ჩემი მიტოვება, საკუთარი თავი რომ გადაერჩინათ, მაგრამ მათ შიშველი ხელებით მატარეს. ცოცხალი რომ ვარ, იმ ორი ქართველი ბიჭის დამსახურებაა.”
თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალურ კედელზე, რამდენიმე უკრაინელი მოხალისის გვარიც არის ამოტვიფრული. ორი უკრაინელი მებრძოლი კი საქართველოში, ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. რაც შეეხება ცოცხლად დარჩენილებს, არქივებში მხოლოდ იმ უკრაინელი მებრძოლების გვარები აღმოჩნდა, რომლებიც 1994-96 წლებში საქართველოს იმჟამინდელმა სახელმწიფო მეთაურმა სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა. საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტმა მოძებნა მათი გვარები და შარშან ივნისში მათი ერთჯერადი ფულადი ჯილდოებით დაჯილდოება გადაწყვიტა, მაგრამ “უნა-უნსოს” მებრძოლებმა, როგორც გაირკვა, ფულად ჯილდოებზე უარი თქვეს.