ექიმი გიგა გელენიძე თავის უცხოელ კოლეგებთან ერთად იკვლევს გარემოს დაბინძურების როლს კორონავირუსის გავრცელებაში. პროექტი, რომელიც “ნასას” კონკურსის ფინალში გავიდა, გვეხმარება გავიგოთ, როგორია ე.წ. ოქსიდაციური სტრესის როლი კოვიდის ეპოქაში
გიორგი მიქელაძე აშშ-ში, სან ფრანცისკოში, „კაიზერ პერმანენტეს“ სახელით ცნობილ ჯანდაცვის ორგანიზაციაში ქრონიკული ტკივილის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
„სადღაც დავაგვიანეთ ალბათ, მეცნიერებაც და საზოგადოებაც მოუმზადებელი იყო“, ეუბნება რადიო თავისუფლებას კოპენჰაგენის უნივერსიტეტის წამლის დიზაინის და ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის სრული პროფესორი, გიორგი გეგელაშვილი.
ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ რადიო თავისუფლებას ინტერვიუში განუცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, მსახურებები მრევლის გარეშე ჩატარდეს მთელი აპრილის განმავლობაში.
ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, პრიორიტეტია ადამიანის სიცოცხლე, უთხრა რადიო თავისუფლებას ხათუნა გურგენაშვილმა, ექიმმა ნევროლოგმა - აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, უელსპენის სამედიცინო ცენტრის ნეიროჰოსპიტალისტმა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებისთვის უმნიშვნელოვანესია სოციალური დისტანცირება, უთხრა რადიო თავისუფლებას აშშ-ის ბერკლის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, თამარ ჭელიძემ.
გერმანიის ქალაქ ამბერგის წმინდა მარიამის სახელობის კლინიკის ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ირაკლი შოშიაშვილი სხვა ექიმების მსგავსად გერმანიაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
დიუსელდორფის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ნატალია ქვარცხავა უფროსი ექიმია, მოხვდნენ გერმანიის ტერიტორიაზე აღრიცხული პირველი პაციენტები, რომლებიც კორონავიურუსი იყვნენ დაავადებული.
არ უნდა მოხდეს ბევრი პაციენტის სწრაფად ინფიცირება... პირიქით, დაავადების გავრცელება, შეძლებისდაგვარად, უნდა გახანგრძლივდეს, რათა საავადმყოფოებში არ მოგვიხდეს ბევრი პაციენტის ერთდროულად მკურნალობა, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პროფესორი რაინჰოლდ ლანგი.