7 აგვისტოს გორის სამშობიარო სახლში შეიყვანეს. თორმეტს აკლდა 15 წუთი რომ იმშობიარა. გოგო დაიბადა, მაგრამ მას ნორმალურად არავინ მიფერებია. ცოტა ხნით ადრე ომი დაიწყო.
„როდესაც ომი დაიწყო, პრეზიდენტთან მივედი. მთელი ღამე იქ ვიყავი. ცდილობდა, რუსეთში ხელმძღვანელობას დაჰკავშირებოდა. საბოლოოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, კარასინს, დაურეკა. კარასინმა უთხრა, რომ ჩვენს წუხილს ხელისუფლების უმაღლეს რგოლს გადასცემდა.“
„კოდორი ცუდად არ იყო გამაგრებული, მაგრამ დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა ის, რომ გვიღალატეს“, - ამბობს თემურ იაკობაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში 2008 წელს, და რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რა უძღოდა კოდორის ხეობის დაკარგვას.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის თავზე ცხინვალის იზოლატორშია საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე, მათ შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მამუკა ჩხიკვაძე. კვლავ დევნილის სტატუსით ცხოვრობს ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 30 000-მდე ადამიანი.
დაუსრულებელი ბრძოლის გასაგრძელებლად - ასე, სამი სიტყვით შეიძლება აღიწეროს ის მისია, რა მისიითაც 2008 წლის აგვისტოს ომის მებრძოლები ახლა უკრაინაში მიდიან და იქ აგრძელებენ ომს. მათ აქვთ განცდა, რომ უკრაინელების გამარჯვებასთან ერთად მოიპოვებენ საკუთარი ქვეყნის გამარჯვებასაც.
გორში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე, 8 ათსართულიანი კორპუსი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის რამდენიმე წლის წინ აშენდა. ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულის სადარბაზო სხვებსას არ ჰგავს. კედლები ფერადი საღებავებითაა მოხატული.
პოლიტიკური მოძრაობა "დროა"-ს დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ოკუპაციის საკითხზე ერთიანი, კოორდინირებული პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხზე ლაპარაკობს: "პრობლემას იმაში კი ვერ ვხედავ, რომ არ ვიცით იქ რა უნდათ, პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორც ქვეყანა, რა მიმართულებით მივდივართ".
"საერთაშორისო სამართლიანობის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ჯეირანაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ჰააგის ტრიბუნალის მიერ წარმოებულ საქმეზე ლაპარაკობს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გამოძიების საგანი არის არა მხოლოდ რუსეთი, არამედ სამი მხარე, მათ შორის - საქართველო:
იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, ნინო ნიკოლაიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს ევროსასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების დეტალებზე. ის აცხადებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ყველა პლატფორმაზე იქნება გამოყენებული:
ორი დღის წინ ახალგორის სოფელ ალევის მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა.
ჩამოტვირთე მეტი