პოლიტიკური მოძრაობა "დროა"-ს დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ოკუპაციის საკითხზე ერთიანი, კოორდინირებული პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხზე ლაპარაკობს: "პრობლემას იმაში კი ვერ ვხედავ, რომ არ ვიცით იქ რა უნდათ, პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორც ქვეყანა, რა მიმართულებით მივდივართ".
"საერთაშორისო სამართლიანობის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ჯეირანაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ჰააგის ტრიბუნალის მიერ წარმოებულ საქმეზე ლაპარაკობს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გამოძიების საგანი არის არა მხოლოდ რუსეთი, არამედ სამი მხარე, მათ შორის - საქართველო:
იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, ნინო ნიკოლაიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს ევროსასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების დეტალებზე. ის აცხადებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ყველა პლატფორმაზე იქნება გამოყენებული:
ორი დღის წინ ახალგორის სოფელ ალევის მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა.
„ახლა უფრო მძიმეა მდგომარეობა, ვიდრე სხვა დროს იყო. ამ სოფლების უდიდეს ნაწილში არ არის მაღაზია, აფთიაქი. მათ არ აქვთ დასაქმების საშუალება. პრაქტიკულად მთელ ამ პერიმეტრზე, სოფლების უდიდეს ნაწილში ფული აღარ ტრიალებს“, - არინა თავაქარაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში:
ჰააგაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის მე-18 სესია. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანადირექტორი და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის კოალიციის“ თავმჯდომარე, ნინო ცაგარეიშვილი ეხმაურება სპეკულაციებს ჰააგის ტრიბუნალის მიერ წარმოებულ გამოძიებასა და მის სავარაუდო შედეგებზე:
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წარმოებული გამოძიება და მისი სავარაუდო შედეგი კვლავ იქცა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად. ამის მიზეზია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები.
კოალიციის - „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრი 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებაში გმობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს აგვისტოს ომზე.
2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის ნაწილი ფოტოგრაფებმა აღბეჭდეს. ლელი ბლაგონრავოვა და ზურაბ ქურციკიძე იხსენებენ როგორი იყო მათთვის ომში ყოფნა ⬇️ ფოტოების გადაღება მაშინ, როცა ხალხი შველას ითხოვს
ჩამოტვირთე მეტი