29 მარტს დმანისიდან თბილისის მიმართულებით რამდენიმე ათეული ადამიანი დაიძრა მარშით - მათი მიზანი 31 მარტს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის ჩამოსვლა იყო და გზად შემხვედრ ადამიანებთან თავისი პროტესტის მიტანა.
უკრაინასა და რუსეთში გადაღებული ფოტოები გვიჩვენებს ბოლო კვირების განმავლობაში უპილოტო თვითმფრინავების ყველაზე მასშტაბურ თავდასხმებს, მას შემდეგ რაც მიაღწიეს შეთანხმებას შეწყვეტილიყო თავდასხმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
25 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ ჭიათურელი მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ და საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიის წინ გამართეს.
ბოლო სამი თვეა პროტესტი მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ არ იგრძნობა. ადამიანები არცთუ იშვიათად, მარტო, ხელში სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით დგანან ავტობუსის გაჩერებებზე, მგზავრობენ მეტროში და ასე ცდილობენ მიიტანონ თავიანთი სათქმელი სხვებთან.
ღვინო, სუვენირები, ბუნება, ქართული კულტურა, „ოლ ინკლუზივი"... რა ტიპის ტურიზმია დღეს საქართველოში - ვინ ჩამოდის ვინ მიდის? საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია ბახტაძე ენგლანდერი გვესაუბრება ტურისტული სექტორის რეალობაზე და გამოწვევებზე.
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია უკვე 16-ჯერ დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარით. მისი ჯარიმების საერთო ჯამი 80 000 ლარია, თუმცა ნიკა ნარსია ამ თანხის გადახდას არ აპირებს. არც აქციებზე სიარულის შეწყვეტას. პოლიცია ხან მასთან მიდის სახლში საჯარიმო ქვითრით, ხან ურეკავენ და ისე აჯარიმებენ.
„მამაჩემი შვილიშვილებზე ოცნებობდა. ოცნება ვერ შევუსრულე, მაგრამ მე დავბადე ია ფარულავაო“ - გვითხრა „შვილის“ ახალი სერიის გმირმა, როცა მამის, მოქანდაკე ოთარ ფარულავას შესახებ ვკითხეთ.
ჩამოტვირთე მეტი